ველა-ლაველა
ველა-ლაველა (ინგლ. Vella Lavella) — ვულკანური კუნძული ნიუ-ჯორჯიის კუნძულების, სოლომონის არქიპელაგის ჯგუფში[1]. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების დასავლეთი პროვინციის შემადგენლობაში. კუნძულის ძირძველი დასახელებაა — მბილუა[1].
მშობ. სახელი: ინგლ. Vella Lavella | |
---|---|
კუნძულ ველა-ლაველა ადგილმდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 7°44′ ს. გ. 156°38′ ა. გ. / 7.733° ს. გ. 156.633° ა. გ. |
ფართობი | 628,9 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
808 მ ტამბისალას მთა |
პროვინცია | დასავლეთი პროვინცია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 9160 (1999) |
სიმჭიდროვე | 14,565 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაველა-ლაველას კუნძული მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. კუნძულიდან ჩრდილოეთით მდებარეობს კუნძული შუაზელი, ჩრდილო-დასავლეთით — კუნძული შორტლენდი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კუნძული ახალი გეორგია.
ველა-ლაველას კუნძული წარმოადგენს ვულკანურ კუნძულს, რომელიც რამდენიმე ადგილას გარშემორტყმულია მარჯნის რიფით[1]. კუნძულის ტერიტორიაზე მდებარეობს 6 ვულკანური კონუსი და 1 თერმული წყარო[2]. ზღვის დონიდან ველა-ლაველას უმაღლესი წერტილია, ტამბისალას მთა, რომლის სიმაღლეა 808 მეტრი[1]. მეორე მწვერვალია — ლავადომ-ნონდას ვულკანი (კუნძულის ყველაზე ახალგაზრდა ვულკანი), რომლის სიმაღლეა 750 მეტრი[2].
ველა-ლაველას კუნძულის კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა[1]. კუნძულზე ხდება მიწისძვრები და ციკლონები.
ისტორია
რედაქტირება1893 წლის 15 მარტს კუნძულზე დამყარდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი [3] და 1971 წლამდე იყო ბრიტანეთის დასავლეთ-წყნარი ოკეანის ტერიტორიების ნაწილი[3]
მეორე მსოფლიო ომის წლებში ახალი გეორგიის კუნძულზე და ველას სრუტის ბრძოლაში იაპონიის ჯარის დამარცხების შემდეგ იაპონელებმა ევაკუაცია გაუკეთეს საკუთარ გარნიზონებს სოლომონის კუნძულების ცენტრალურ ნაწილში. ველა-ლაველას კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფელ ჰორანიუსთან, 1943 წლის 19 აგვისტოს მათ განალაგეს ბაზა კუნძულ კოლომბანგარადან ევაკუირებული გარნიზონისთვის, მაგრამ უკვე 14 სექტემბერს მოკავშირეთა ძალებმა ის დაიკავეს[4]. კუნძულზე რჩებოდა 600 იაპონელი ჯარისკაცი და მუშა, რომლებიც გამაგრდნენ ველა-ლაველას კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ელოდებოდნენ ევაკუაციას, რომელიც მოხდა 1943 წლის 7 ოქტომბერს ველა-ლაველას კუნძულთან ბრძოლის შემდეგ[4].
1978 წლიდან ველა-ლაველას კუნძული სოლომონის კუნძულების სახელმწიფოს ნაწილია.
მოსახლეობა
რედაქტირება1999 წელს ველა-ლაველას კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 9160 ადამიანს[5].
კუნძულელები ლაპარაკობენ მელანეზიურ ენაზე — ბილუა (8740 მოლაპარაკე 1999 წელს)[6].
ეკონომიკა
რედაქტირებაადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სოლომონის არქიპელაგის კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-17. ციტირების თარიღი: 2014-12-14.
- ↑ 2.0 2.1 [John Seach. ველა-ლაველას კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-20. ციტირების თარიღი: 2014-12-14. John Seach. ველა-ლაველას კუნძული. (ინგლისური)]
- ↑ 3.0 3.1 Worldstatesmen. სოლომონის კუნძულები. (ინგლისური)
- ↑ [მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული] Lavella.html John Seach. ველა-ლაველას კუნძული. (ინგლისური)[მკვდარი ბმული]
- ↑ Ethnologue. სოლომონის კუნძულების ენები. (ინგლისური)