კოლომბანგარა
კოლომბანგარა (ინგლ. Kolombangara; ზოგჯერ ეძახიან კულომბანგარას) — კუნძული ნიუ-ჯორჯიის კუნძულების, სოლომონის არქიპელაგის ჯგუფში. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების დასავლეთი პროვინციის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Kolombangara | |
---|---|
კუნძულ კოლომბანგარას ხედი კოსმოსიდან (ფერი არაბუნებრივია) | |
გეოგრაფია | |
7°58′ ს. გ. 157°04′ ა. გ. / 7.967° ს. გ. 157.067° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 687,8 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1770 მ |
პროვინცია | დასავლეთი პროვინცია |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულს აქვს თითქმის მრგვალი ფორმა, რომლის სიგრძე თითქმის 15 კმ-ია და წარმოადგენს სტრატოვულკანს სიმაღლით 1770 მეტრი. კუნძულის ფართობია — 687,8 კმ².[1] კუნძული წარმოქმნის ნიუ-ჯორჯიის სრუტის სამხრეთი ნაწილის საზღვარს; ჩრდილოეთი მხრიდან ველას სრუტე გამოყოფს მას ველა-ლაველას და გიზოს კუნძულებისგან, სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან კულას სრუტე გამოყოფს მას ახალი გეორგიის კუნძულისაგან.
კოლომბანგარა დაფარულია ხშირი ტყეებით, ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. კუნძულის სახელი აღებულია ადგილობრივი ენიდან, რომლის პირდაპირი თარგმანი ნიშნავს «წყლის ღმერთი», რადგანაც კუნძულზე მთების კალთებიდან დაახლოებით 80 მდინარე და ნაკადული მოედინება.
ისტორია
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული და მის გარშემო არსებული წყლები გახდა რამდენიმე ბრძოლის ადგილი; იაპონიის საიმპერატორო არმია იყენებდა აეროდრომს კუნძულის სამხრეთი ნაწილის მცირე მოსწორებულ ადგილზე, ხოლო 1943 წლის მაისში გენერალ-მაიორ მინორუ სასაკის მეთაურობით გადასხა რამდენიმე ქვედანაყოფი კუნძულზე, რომლებსაც უნდა დაეცვათ ეს თავდაცვის ხაზის მონაკვეთი ცენტრალურ სოლომონის კუნძულებზე. სახელი საკმაოდ გაითქვა კუნძულთან ახლოს «ტოკიოს ექსპრესის» დაკავებამ, რის შემდეგაც სატორპედო კატერ PT-109-ის ეკიპაჟისთვის საჭირო გახდა დამხმარე ოპერაცია, რომელსაც მეთაურობდა ჯონ ფიცჯერალდ კენედი. მაშინ სანაპირო მეთვალყურე ა. რ. ევანზმა თავისი სამეთვალყურეო პუნქტიდან შენიშნა აფეთქება მთის მწვერვალზე და გააგზავნა ადგილობრივი მაცხოვრებლები გადარჩენილთა მოსაძებნად. სამი ღამის შემდეგ, როდესაც ამერიკულმა ესმინეცებმა ჩაძირეს იაპონელთა მომორაგების გემები და კუნძულზე იზოლირება გაუკეთეს მათ 12 400 ადამიანისაგან შემდგარ გარნიზონს, აშშ-ის ჯარმა შეძლო გადაესხა დესანტი ველა-ლაველას კუნძულზე, რომელიც დასავლეთით მდებარეობდა. იაპონელებმა კოლომბანგარადან გარნიზონის ევაკუაცია მოახდინეს 1943 წლის 23 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე.
1944 წლის იანვარში ერთი ოფიცრისა და ექვსი რიგითისაგან შემდგარი რაზმი საერთო დანიშნულების 350-ე საინჟინრო პოლკიდან გადავიდა მუნდას რაიონში, ჩამოაყალიბა ბოსტნეულის ფერმა იაპონელების მიერ მიტოვებულ აეროდრომთან, ვილას დასახლებასთან ახლოს. ბრიტანეთის მთავრობამ გააგზავნა 16 ადგილობრივი მაცხოვრებელი პროექტში მონაწილეობის მისაღებად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მიწოდებული ბოსტნეულის თესლიდან მოყვანილი პროდუქტების დიდი ნაწილი გაიგზავნა ჰოსპიტლებში, სადაც აუცილებელი იყო მათი რაციონში დამატება დაჭრილი ჯარისკაცებისათვის. მთავარი კულტურა გახდა საზამთრო, რომელიც ძალიან მოეწონათ როგორც სამხედროებს, ისევე ადგილობრივ მოსახლეობას. ადგილობრივმა მოსახლეობამ შემდგომში დაიწყო საზამთროს მოყვანა საკუთარ ბაღებში.
1978 წლიდან კოლომბანგარას კუნძული სოლომონის კუნძულების სახელმწიფოს ნაწილია.
მოსახლეობა
რედაქტირებაკოლომბანგარადან სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს კუნძული გიზო, სადაც მდებარეობს სოლომონის კუნძულების დასავლეთი პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. კოლომბანგარაზე არის ორი დიდი დასახლება, რინგი და მონგა, რომლებიც ადრე უფრო დიდები იყვნენ.
ეკონომიკა
რედაქტირებაკუნძულის ეკონომიკის საფუძველია — ხე-ტყის დამუშავება, რომელიც ძირითადად თავმოყრილია პოიტეტეში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუნძული კოლომბანგარა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-17. ციტირების თარიღი: 2014-12-14.