იაპონიის საიმპერატორო არმია

იაპონიის საიმპერატორო არმია — იაპონიის იმპერიის სახმელეთო ჯარი 1868-1945 წლებში, რომელიც იმართებოდა იაპონიის საიმპერატორო ჯარების გენშტაბისა და არმიის სამინისტროს მიერ, რომლებიც, თავის მხრივ, იაპონიის საიმპერატორო ფლოტთან ერთად, ნომინალურად ემორჩილებოდნენ იაპონიის იმპერატორს. მოგვიანებით ჯარების მმართველ ამ ორ ორგანოს დაემატა მესამეც — ავიაციის გენერალური ინსპექცია.

იაპონიის საიმპერატორო არმია

იაპონიის საიმპერატორო არმიის დროშა
აქტიური 1868–1945
ქვეყანა იაპონიის იმპერიის დროშა იაპონიის იმპერია
ერთგულება იაპონიის იმპერატორი
ტიპი სახმელეთო არმია
როლი სახმელეთო ოპერაციები
რაოდენობა 6 095 000 (1945 წლის აგვისტოში)
ნაწილი იაპონიის საიმპერატორო შეიარაღებული ძალები
ფერები წითელი და თეთრი
მეთაურები
იაპონიის იმპერატორი მეიძი
ტაისიო
ჰიროჰიტო
არმიის მინისტრი ოიამა ივაო (პირველი)
სადამუ სიმომურა (ბოლო)
გენშტაბის უფროსი იამაგატა არიტომო
იოშიძირო უმეზუ

იაპონიაში, ტოგუკავასა მიერ დაარსებული შოგუნთა დინასტიის 300 წლიანი მმართველობისა და ორსაუკუნოვანი მშვიდობის შემდეგ, ბოშინის ბრძოლამ მეიძის ერას დაუდო სათავე და ქვეყანაში ე.წ. ვესტერნიზაცია დაიწყო. შედეგად, სრულიად ახალი ტიპის ჯარი გაჩნდა და ის ევროპულ მოდელზე იყო დაფუძნებული. სამურაის ჯარებს ახალი შეიარაღებული ძალები - იმპერიული არმია - ანაცვლებს. ჯარისკაცები უშუალოდ იმპერატორს ემორჩილებიან, რომელმაც, თავის მხრივ, სამხედრო დაგეგმარებისა და სტრატეგიის შემუშავების მიძნით ძალაუფლება უმაღლეს პოლიტიკურ მოღვაწეებს გაუნაწილა.

იაპონური საზოგადოება ერთადერთი იყო არადასავლურ ცივილიციზაციებს შორის, რომელმაც დასავლეთის სამხედრო შეიარაღება გადმოიღო და მისი აქტიური გამოყენება დაიწყო, მოგვიანებით კი, ეს ძალა თავად დასავლეთს დაუპირისპირა. 1873 წელს იაპონიის მთავრობამ ყველა მამაკაცისთვის, რომელიც 21 წელს ზემოთ ასაკის იყო, სამწლიანი სავალდებული სამხედრო სამსახური დააწესა. მათ სამხედრო წვრთნებს, იაპონიაში განხორციელებული ე.წ. სამხედრო მისიის ფარგლებში, სამხედრო ოფიცრები უძღვებოდნენ. იაპონური არმია ნაპოლეონის სამხედრო მოდელს იყენებდა. თუმცა, 1870 წელს პრუსიის მიერ საფრანგეთზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იმპერატორი პრუსიული მოდელით მოიხიბლა და 1886-1890 წლებში საკუთარი არმიის მოსამზადებლად გერმანელი სამხედრო მოხელეები დაიქირავა.

იმპერიული არმია პრუსიული სამხედრო მოდელის გადმოღებით პირდაპირ დაემორჩილა იმპერატორს, რომელიც უმაღლეს სამხედრო და საზღვაო ძალების მთავარსარდლად იწოდებოდა. ექვსივე რეგიონული დივიზიის ექსვსივე მეთაური შეიცვალა და შეიქმნა იმპერიული არმიის უძლიერესი სათავო შტაბი, რომელსაც შეეძლო, გადაეყენებინა მინისტრთა კაბინეტი და ხელი შეეშალა ახლის შექმნისთვის. შტაბბინის დაქვემდებარებაში შედიოდა გენერალური შტაბი, თავდაცვის მინისტრი და გენერალური ინსპექციის ორი დანაყოფი: სამხედრო წვრთნისა და ავიაციის.

იაპონიის არმიის გაწვრთნაზე იტალიელი და ნიდერლანდელი ოფიცრებიც მუშაობდნენ. ასწავლიდნენ დასავლეთის შეიარაღებისა და სამხედრო ტაქტიკის წესებს; საზღვაო ძალებს ბრიტანეთის ფლოტი წვრთნიდა, ხოლო შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელი 1918-1919 წლებში ფრანგი სარდალი ჟაკ-პოლ-ფორი იყო.

იაპონიამ თავისი ჯარი 1894-1895 წლებში ჩინეთ-იაპონიისა და 1904-1905 წლებში რუსეთ-იაპონიის ომებში გამოსცადა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში იაპონელები თავს დაესხნენ პორტ-არტურს და პირველად გამოიყენეს მომწამვლელი აირი, ყუმბარები და ფეთქებადი ნივთიერებები. არმიამ ასევე გამოიჩინა თავი მანჯურიაში შეჭრისა და მეორე მსოფლიო ომის დროსაც. თუმცა იაპონიის საიმპერატორო არმია საბოლოოდ 1945 წელს ამერიკასთან კაპიტუალციის შემდეგ დაიშალა.

მეოცე საუკუნის შუა ხანები

რედაქტირება
 
იაპონელი ჯარისკაცი ისვრის ხელყუმბარას, სოლომონის კუნძულები, 1942.

იაპონიის საიმპერატორო არმიის გასაოცარი პროგრესი კარგად გამოჩნდა ჯერ 1930-იან წლებში ჩინეთთან გამართულ ბრძოლაში, შემდეგ კი 1941-1942 წლებში მოკავშირეთა წინააღმდეგ წარმოებულ ომში. ამ პერიოდში მას დაუმარცხებლის სტატუსი ჰქონდა. თუმცა მოკავშირეთა მიერ განხორციელებულმა კონტრშეტევამ გუადალკანალსა და ახალ გვინეაზე იაპონიის არმიაში ქაოსი გამოიწვია, ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ თანამედროვე, კარგად გაწვრთნილი ჯარი მაინც პრიმიტიულ ტრადიციებს ექვემდებარებოდა.

ღირებულებები და ფანატიზმი

რედაქტირება

იაპონიის საზოგადოებაში არსებული მკაცრი იერარქიული სტრუქტურა ჯარზეც გავრცელდა. არმიაში დაბალი რანგის ჯარისკაცებისა და არაიაპონელთა (კორეელებისა და ტაივანელების) რასობრივი ჩაგვრა ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუმცა იაპონელი ჯარისაცის პიროვნული თვისებები მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რაც მოწინააღმდეგეს მუდამ სირთულეს უქმნიდა: იაპონელ ჯარისკაცებს შეეძლოთ, ყველაზე რთული მდგომარეობისთვისაც გაეძლოთ, ბრმად მინდობოდნენ ზემდგომებს, ხოლო ღირსების კოდექსისა და თვითმკვლელობის ვალდებულების გამო, ფაქტობრივად, მტერს არ ნებდებოდნენ.

შეიარაღება და აღჭურვილობა

რედაქტირება
 
იაპონელი ჯარისკაცის აღჭურვილობა და უნიფორმა მეორე მსოფლიო ომში.
 
იაპონელი სამხედროები ნაალაფარი საბჭოთა ტყვიამფრქვევით, ხალხინ-გოლის ბრძოლა,1939 წელი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონიის საიმპერატორო არმიის ჯარისკაცების ძირითადი შაშხანა იყო გრძივმოძრავსაკეტიანი ხელით გადასატენი Type 99 Arisaka, რომელიც 7.7×58 მმ არისაკას ვაზნებს იყენებდა. იაპონელთა არსენალში ასევე იყო გერმანული (MP 18-ის ლიცენზირებული ვარიანტი, რომელიც იაპონიაში დამზადდა, 6000-მდე ერთეული) და ავსტრია-შვეიცარიისგან შესყიდული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, რომლებსაც მოგვიანებით, 1942 წლიდან, იაპონური სამამულო წარმოების Type 100 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი დაემატა (თუმცა თავდაპირველად მისი წარმოება უმნიშვნელო რაოდენობით ხდებოდა). აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომში სხვა მებრძოლი მხარეებისგან განსხვავებით, იაპონიის იმპერიამ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გამოყენება და წარმოება საკმაოდ გვიან დაიწყო. თვით Type 100 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გამოშვებაც კი 1944 წლამდე მასიური სახის არ ყოფილა. ამის მიზეზი კი იაპონელთა შეხედულება იყო, რომლის მიხედვითაც მათ არმიას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები არ სჭირდებოდა, რადგან ისინი Type 99 ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ. თითოეული იაპონური ოცეული შეიარაღებული იყო Type 99 ტყვიამფრქვევით, ყუმბარმტყორცნით Type 89, არისაკას შაშხანებითა და Type 97 ტიპის ხელყუმბარებით, რომელიც ყველა ჯარისკაცის შიეარაღებაში შედიოდა.

დამცავი აღჭურვილობის სახით იაპონელი ჯარისკაცები ატარებდნენ ჩაფხუტებს, რომლებსაც ტეცუკაბუტო ეწოდებოდა და 1932 წლიდან გამოიყენებოდა. იაპონია ომის დროს მეტალების დიდ ნაკლებობას განიცდიდა, ამიტომ ტეცუკაბუტო დაბალხარისხიანი ფოლადისგან მზადდებოდა და ჯარისკაცს ხშირად ნამხსვრევებისგან ვერ იცავდა. ჩაფხუტის ქვეშ იხურავდნენ ვარსკვლავიან კეპებს.

იაპონელთა ხაკისფერი უნიფორმის ქურთუკის საყელო და იდაყვები გამძლე მასალისგან იკერებოდა. მუხლსქვემოთ შარვალზე იხვევხნენ დოლბანდის გამაშებს, რითაც აზიის ტროპიკულ ჯუნგლებში მწერებისგან იცავდნენ თავს. თან ატარებდნენ ოთხ სავაზნეს, რომელთაგან ორი სათადარიგო იყო და ქამრის უკან მაგრდებოდა. საქამრე ღვედი ქამრისა და ორი გადაჯვარედინებული ღვედისგან შედგებოდა: ერთზე წყლის მათარა, მეორეზე კი ჩანთა მაგრდებოდა. იაპონელ სამხედროებს ასევე ჰქონდათ ზურგჩანთები, რომლის მეშვეობითაც ამუნიციასა და სხვა საჭირო მასალებს თან ატარებდნენ.

 
ახალგაზრდა ჰიროო ონოდა

ზენრი იაპონური ტერმინია და „გახიზნულს“ ნიშნავს. ამ სახელით მოიხსენიებდნენ იმ მებრძოლებს, რომლებმაც „არასოდეს დანებების“ პრინციპით გადაწყვიტეს, რომ ფილიპინების ერთ-ერთ კუნძულზე, მთაში გახიზნულიყვნენ და ამერიკელების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლები დაიწყეს. ისინი იქვე დარჩნენ რამდენიმე წლის განმავლობაში ისე, რომ ომის დასრულებაც კი არ გაუგიათ. მათ შორის იყო ლეიტენანტი ჰიროო ონოდა. ონოდამ 30 წელი გაატარა ფილიპინების კუნძულ ლუბანგზე. ის მაიორ ტანიგუჩის, ომისდროინდელი მეთაურის, ბრძანების მიღებამდე დანებებაზე უარს ამბობდა და არ სჯეროდა ამერიკელთა მიერ ავიაციის მეშვეობით ჩამოყრილი ბროშურებისა, სადაც ეწერა, რომ ომი დასრულებული იყო და იაპონია დამარცხდა. ბოლოს, როცა ონოდამ ყოფილი მეთაურისგან ბრძანება 1974 წელს მიიღო, მან ბრძოლა შეწყვიტა.

სამხედრო დანაშაულები

რედაქტირება

იაპონია-ჩინეთის მეორე ომისა და მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას იაპონიის საიმპერატორო არმიამ არნახული სისასტიკე გამოიჩინა და მრავალი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების მიმართ. მათ შორის ყველაზე ცნობილი ნანკინგის ხოცვა-ჟლეტაა, რომლის დროსაც მაშინდელი ჩინეთის დედაქალაქ ნანკინგის (ნანჯინგი) მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა და გაუპატიურება მიმდინარეობდა. სხვა მძიმე დანაშაულები, რომლებიც იაპონურმა არმიამ ჩაიდინა იყო გაუპატიურებები და ძალდატანებითი პროსტიტუცია, სიკვდილის მარშები, ბილოგიური იარაღის გამოყენება სამოქალაქო პირების წინააღმდეგ და სამხედრო ტყვეების მკვლელობა. საიმპერატორო არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებს მრავალი მილიონი დამიანი ემსვერპლა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალბერტო მორენო დე ლა ფუენტესი, ფედერიკო პიგდევალი, ომები და არმიები, პალიტრა L, 2020, ISBN 9789941299995.
  • Bishop, Chris (2002). The Encyclopedia of Weapons of WWII: The Comprehensive Guide to Over 1,500 Weapons Systems, Including Tanks, Small Arms, Warplanes, Artillery, Ships, and Submarines. Sterling. 
  • Harries, Meirion; Harries, Susie (1994). Soldiers of the Sun: The Rise and Fall of the Imperial Japanese Army. New York: Random House.