ხალხინ-გოლის ბრძოლები |
---|
იაპონელი ჯარისკაცები და აფეთქებული საბჭოთა ჯავშანმანქანები, ხალხინ-გოლი, 1939 წლის აგვისტო |
თარიღი |
11 მაისი — 16 სექტემბერი, 1939 |
---|
მდებარეობა |
ხალხინ-გოლი, მონღოლი ხალხის რესპუბლიკა |
---|
შედეგი |
სსრკ-სa და მონღოლეთის გამარჯვება იაპონიამ შეწყვიტა თავდასხმა და ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
57,000 500 ტანკი 809 თვითმფრინავი
|
75,000 135 ტანკი 250 თვითმფრინავი
| |
დანაკარგები |
---|
7,974 მოკლული 15,251 დაჭრილი 274 250 თვითმფრინავი
|
იაპონიის სამხედრო ჩანაწერი: 8,440 მოკლული 8,766 დაჭრილი
|
|
ხალხინ-გოლის ბრძოლები ვიკისაწყობში |
ხალხინ-გოლის ბრძოლები — ბრძოლა სსრკ-მონღოლეთისა და იაპონია-მანჯურიის ჯარებს შორის 1939 წლის მაის-სექტემბერში ხალხინ-გოლის რაიონში (მდინარე მონღოლეთსა და ჩინეთში). იაპონიის სარდლობამ მონღოლეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით 11 და 14 მაისს მონღოლეთის საზღვარზე მოაწყო შეიარაღებული პროვოკაციები, ხოლო 28 მაისს იაპონიის ჯარმა არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით დაარღვია მონღოლეთის სახელმწიფო საზღვარი. სსრკ-მონღოლეთის ძალებმა იაპონია მანჯურიიდან უკუაგდეს. 2 ივლისს იაპონელები შეტევაზე გადავიდნენ, გადალახეს ხალხინ-გოლი და მოწინააღმდეგის ჯარებს გარსშემორტყმით დაემუქრნენ. გააფთრებული ბრძოლების შემდეგ სსრკ-მონღოლეთის ჯარებმა მოწინააღმდეგე მდინარის აღმოსავლეთ ნაპირისაკენ უკუაგდეს. 20 აგვისტოს მოკავშირეთა ჯარები გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ და იაპონელები მონღოლეთის ტერიტორიიდან განდევნეს. იაპონიამ დაზავება ითხოვა და 16 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.