ხორლოგიინ ჩოიბალსანი

ხორლოგიინ ჩოიბალსანი (მონღ. Хорлоогийн Чойбалсан; დ. 8 თებერვალი 1895, ცეცენხანის აიმაკი, ცინი — გ. 26 იანვარი, 1952, მოსკოვი) — მონღოლეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. მარშალი. გარდაცვალებიდან გარკვეული ხნის შემდეგ მონღოლეთში დამკვიდრდა მისი პიროვნების კულტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ღარიბი არატის ოჯახში. 1914-1917 წლებში სწავლობდა ირკუტსკში. 1919 წელს ურგაში სუხე-ბატორისა და მის მიერ ჩამოყალიბებულმა რევოლუციური წრეების გაერთიანებამ 1920 წელს საფუძველი დაუდო მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის შექმნას. ჩოიბალსანი 1921 წლის მარტში მონაწილეობდა მონღოლეთის სახალხო პარტიის I ყრილობის მომზადებაში. 1921 წლის ივლისიდან სახალხო მთავრობის შემადგენლობაში იყო. 1921-1923 წლებში მონღოლეთის არმიის მთავარსარდლის მოადგილეა, ხოლო 1924-1928 წლებში მთავარსარდალი. 1928-1930 წლებში მცირე ხურალის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, 1930 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 1939 წლიდან პრემიერ-მინისტრი.

ლიტერატურა

რედაქტირება