ვანგუნუ (ინგლ. Vangunu) — ვულკანური კუნძული ნიუ-ჯორჯიის კუნძულების, სოლომონის არქიპელაგის ჯგუფში[1]. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების დასავლეთი პროვინციის შემადგენლობაში.

ვანგუნუ
მშობ. სახელი: ინგლ. Vangunu

კუნძულ ვანგუნუს ადგილმდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 8°38′ ს. გ. 158°00′ ა. გ. / 8.633° ს. გ. 158.000° ა. გ. / -8.633; 158.000
ფართობი 509 კმ²
უმაღლესი წერტილი 1082 მ
პროვინცია დასავლეთი პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 2212 (1999)
სიმჭიდროვე 4,346 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ნიუ-ჯორჯიის კუნძულების რუკა.

ვანგუნუს კუნძული მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. კუნძულიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული ახალი გეორგია, დასავლეთით — კუნძული რენდოვა, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კუნძული სანტა-ისაბელი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — რასელის კუნძულები და გუადალკანალი.

ვანგუნუ წარმოადგენს ვულკანურ კუნძულს, რომელიც ზოგიერთ ადგილას გარშემორტყმულია მარჯნის რიფით და თავისი ფორმით ჰგავს ოვალს[1]. ვანგუნუ შედგება საკმაოდ დასერილი ვულკანური კონუსისგან დიდი კრატერით[2]. კუნძულის ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია ვანგუნუს მთა, რომლის სიმაღლეა 1082 მეტრი[1]. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ლაგუნა როვიანა.

კუნძულზე კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა[1]. ვანგუნუზე ხდება მიწისძვრები და ციკლონებია.

1893 წლის 15 მარტს კუნძულზე დამყარდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი [3] და 1971 წელს იყო ბრიტანეთის დასავლეთ-წყნარი ოკეანის ტერიტორიების ნაწილი[3].

მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943 წლის 30 ივნისს, ამერიკელებმა დაიწყეს გადასვლა ვანგუნუს და რენდოვას კუნძულების ჩრდილოეთ დაბოლოებებზე[4].

1978 წლიდან ვანგუნუს კუნძული სოლომონის კუნძულების სახელმწიფოს ნაწილია.

მოსახლეობა

რედაქტირება

1999 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 2212 ადამიანს[2]. კუნძულელები ლაპარაკობენ ორ მელანეზიურ ენაზე: მაროვო (8094 მოლაპარაკე 1999 წელს; ასევე გავრცელებულია კუნძულ ახალი გეორგიის სამხრეთ ნაწილში, კუნძულ ნგატოკაეზე) და ვანგუნუზე (907 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში)[5].

ეკონომიკა

რედაქტირება

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა და თევზჭერა[1].