აცეტონი

ქიმიური ნივთიერება

აცეტონი, დიმეთილკეტონი, C3H6O — უმარტივესი კეტონი, უფერო სითხე დამახასიათებელი სუნით. დუღილის ტემპერატურაა 56,1°C, დნობისა კი −95°C, სიმკვრივე — 0,7899 გ/სმ³. აცეტონს ახასიათებს კეტონების ყველა თვისება: წარმოქმნის ოქსიმს, სემიკარბაზონს, ოქსინიტრილს. იგი იერთებს ქლორეტონს და იძლევა ანტისეპტიკურ ქლორეტონს (CH3)2C(OH)CCl3. აცეტონზე ქლორისა და ტუტის მოქმედებით შეიძლება ქლოროფორმის მიღება. აცეტონი რეაქციისუნარიანი ნაერთია, მონაწილეობს მრავალ ქიმიურ რეაქციაში, რომელთაგან ბევრი სამრეწველო მნიშვნელობისაა. აცეტონს თავდაპირველად ღებულობდნენ კალციუმის აცეტატის მშრალი გამოხდით: (CH3COO)2Ca→CH3COCH3+CaCO3 და ძმარმჟავას ორთქლის გატარებით სხვადასხვა კატალიზატორზე (ცერიუმის ჟანგი, ტიტანი და სხვა). მისი მიღების შედარებით ახალი მეთოდია პროპილენის ჰიდრატაციითა და წარმოქმნილი იზოპროპილის სპირტის დაჟანგვით:

აცეტონი
აცეტონი: ქიმიური ფორმულა
აცეტონი: მოლეკულის ხედი
აცეტონი: სტრუქტურა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაპროპანონ-2[1]
ტრადიციული სახელწოდებააცეტონი, დიმეთილკეტონი
ქიმიური ფორმულაC3H6O
მოლური მასა58,08 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე0,7845 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−94.7[2] °C
დუღილის ტემპერატურა56.05[2] °C
კრიტიკული წერტილი235,5
ქიმიური თვისებები
pKa19.16 (H2O)[3]
NFPA 704
3
1
0
კლასიფიკაცია
CAS 67-64-1
PubChem180
EINECS200-662-2
RTECSAL3150000

გამოყენება რედაქტირება

აცეტონს ხშირად იყენებენ გამხსნელად (განსაკუთრებით ნიტრო- და აცეტილცელულოზასთვის), ლაბორატორიებსა და მრეწველობაში, აგრეთვე საწყის პროდუქტად კეტონის, იოდოფორმის, იზოპრენის, მეტაკრილმჟავას ეთერებისა და სხვათა მიღებისას.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. (2014) Nomenclature of Organic Chemistry : IUPAC Recommendations and Preferred Names 2013 (Blue Book). Cambridge: The Royal Society of Chemistry, გვ. 723. DOI:10.1039/9781849733069-FP001. ISBN 978-0-85404-182-4. 
  2. 2.0 2.1 Lide, David R. (ed) (2003). CRC Handbook of Chemistry and Physics, 84th Edition. CRC Press. Boca Raton, Florida; Section 3, Physical Constants of Organic Compounds.
  3. Chiang, Yvonne; Kresge, A. Jerry; Tang, Yui S.; Wirz, Jakob (1984). „The pKa and keto-enol equilibrium constant of acetone in aqueous solution“. Journal of the American Chemical Society. 106 (2): 460–462. doi:10.1021/ja00314a055.