აღმოსავლეთის ექსპრესი

აღმოსავლეთის ექსპრესი, ორიენტ-ექსპრესი (ფრანგ. Orient-Express) — შორი დისტანციის სამგზავრო მატარებლის სახელი, რომელსაც Compagnie Internationale des Wagons-Lits მართავდა. მისი მარშრუტი მრავალჯერ შეიცვალა, და წარსულში ამ სახელს რამდენიმე მათგანი იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ორიენტ-ექსპრესი ჩვეულებრივი საერთაშორისო სარკინიგზო რეისების სახელი იყო, დროთა განმავლობაში იგი ფუფუნებით მგზავრობის სინონიმი გახდა. თანამედროვე ორიენტ-ექსპრესი პარიზი-ვენა მონაკვეთზე დადის.

ორიენტ-ექსპრესის სარეკლამო პოსტერი

პირველი ორიენტ-ექსპრესი

რედაქტირება

თავდაპირველი მარშრუტი, რომელიც პირველად 1883 წლის 4 ოქტომბერს ამოქმედდა პარიზი-ჯურჯუ (რუმინეთი) მონაკვეთზე, დადიოდა მიუნხენისა და ვენის გავლით. გიურგიუში მგაზვრები ბორანს გადაჰყავდა დუნაის გადაღმა რუსზე (ბულგარეთი) ვარნასკენ მიმავალ მატარებელზე გადასასხდომად, საიდანაც ისინი მოგზაურობას ბორნით სტამბოლში ასრულებდნენ. 1885 წელს მეორე მარშრუტი ამუშავდა, ამჯერად მგზავრები რკინიგზით სტამბოლში ჩადიოდნენ ვენიდან ბელგრადსა და ნიშში, მარხილით პლოვდივში და ისევ რკინიგზით სტამბოლში.

1889 წელს დასრულდა პირდაპირი სარკინიგზო ხაზი სტამბოლამდე. ორიენტ-ექსპრესი ამ პერიოდში უკვე ყოველდღიურად დადიოდა პარიზიდან ბუდაპეშტში, კვირაში სამჯერ ბელგრადიდან სტამბოლში და კვირაში ერთხელ ბუქარესტსა და კონსტანცაში, შავ ზღვამდე.

მოგვიანებით იმავე წელს მატარებლის აღმოსავლეთის ბოლო წერტილი ვარნა გახდა ბულგარეთში, საიდანაც მგზავრებს სტამბოლში გემით შეეძლოთ ჩასვლა. 1889 წელს მატარებელი იწყებს შეუჩერებლივ მოძრაობას უკვე სტამბოლამდე, რაც მის ბოლო დანიშნულების ადგილად რჩებოდა 1977 წლის 19 მაისამდე. აღმოსავლეთის ბოლო წერტილი ოქროს რქაზე სირკესის ტერმინალი იყო. საბორნე სამსახურს ტერმინალის მისადგომებიდან მგზავრები ბოსფორის სრუტის გადაღმა ჰაიდარფაშას ტერმინალში გადაჰყავდა, რომელიც ოსმალეთის რკინიგზის აზიური ხაზების ბოლო წერტილი იყო.

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება

1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ორიენტ-ექსპრესის ხაზები გაჩერდა. მოძრაობა აღდგა 1918 წელს კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ხოლო 1919 წელს სიმპლონის გვირაბის გაყვანამ შესაძლებელი გახადა რკინიგზა სამხრეთის ხაზზე გადასულიყო მილანის, ვენეციისა და ტრიესტის გავლით. ეს ხაზი ცნობილი იყო როგორც სიმპლონის ორიენტ-ექსპრესი და ის ძველი მარშრუტის პარალელურად მოქმედებდა. სენ-ჟერმენის ხელშეკრულებაში ჩადებული მუხლი ავსტრიას აიძულებდა რკინიგზის ამ ხაზისთვის დაბრკოლება არ შეექმნა: მანამდე ავსტრია (რომელიც მოიცავდა ტრიესტსაც იმ პერიოდში) საერთაშორისო მარშრუტის უფლებას მხოლოდ ვენაზე ვალით იძლეოდა. მცირე ხანში სიმპლონის ორიენტ-ექსპრესი ყველაზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მარშრუტი გახდა პარიზსა და სტამბოლს შორის.

ორიენტ-ექსპრესის ზენიტი

რედაქტირება
 
ორიენტ-ექსპრესის ბოლო სადგური - სირკესის ტერმინალი სტამბოლში.

1930-იან წლებში ორიენტ-ექსპრესის პოპულარობა ზენიტს აღწევს, რომელსაც ამ პერიოდში უკვე სამი პარალელური ხაზი ჰქონდა: ორიენტ-ექსპრესი, სიმპლონის ორიენტ-ექსპრესტი და ასევე არლბერგის ორიენტ-ექპსრესი, რომელიც ციურიხისა და ინსბრუკის გავლით ბუდაპეშტში მიდიოდა, იქიდან კი საძინებელი ვაგონები უკვე ბუქარესტსა და ათენში ჩადიოდა. ამ დროისთვის ორიენტ-ექსპრესი იხვეჭს კომფორტისა და ფუფუნების რეპუტაციას, მუდმივი მომსახურების საძინებელი ვაგონებითა და მოძრავი რესტორნებით, რომლებიც განთქმული იყო მათი სამზარეულოს ხარისხით. ამ მატარებლებით მგზავრობდნენ სამეფო ოჯახების დიდებულები, არისტოკრატები, დიპლომატები, მსხვილი მეწარმეები და, ზოგადად, ბურჟუაზია. ორიენტ-ექსპრესის ყოველ რეისს ასევე ემატებოდა საძინებელი ვაგონები კალედან პარიზამდე, რაც მატარებლის სამსახურს ევროპის კონტინენტის ერთი ბოლოდან მეორემდე აერთებდა.

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ისევ შეაფერხა ექსპრესის მომსახურება, ამჯერად უკვე 1945 წლამდე. ომის დროს გერმანული კომპანია მიტროპა ასრულებდა მომსახურებას მარშრუტის ნაწილზე ბალკანეთის გავლით, მაგრამ პარტიზანები ლიანდაგებს ხშირად საბოტაჟს უწყობდნენ, რის გამოც იგი შეჩერდა.

ომის დასრულების შემდეგ ჩვეულებრივი განრიგი აღდგა ათენის მონაკვეთის გარდა, იუგოსლავიის მიერ საბერძნეთთან საზღვრის ჩაკეტვის გამო. ეს საზღვარი მხოლოდ 1951 წელს გაიხსნა, თუმცა ამ პერიოდში ჩაიკეტა ბულგარეთი-თურქეთის საზღვარი (1951-52), რის გამოც შეჩერდა მოძრაობა სტამბოლის მონაკვეთზე. ევროპაში რკინის ფარდის ჩამოხსნის შემდეგ მარშრუტი მთელ მონაკვეთზე აღდგა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ვაგონ-ლიტის ვაგონები საკუთარი წარმოების მატარებლებით შეცვალეს რკინიგზის საკუთარ მონაკევეთებზე.

პირდაპირი ორიენტ-ექსპრესი

რედაქტირება

1962 წელს ორიენტ-ექსპრესისა და არლბერგის ორიენტ-ექპსრესის მარშრუტებზე მომსახურება შეწყდა, დარჩა მხოლოდ სიმპლონის ორიენტ-ექსპრესი. ამავე წელს დარჩენილი ხაზი შეცვალა პირდაპირმა ორიენტ-ექსპრესმა (Direct Orient Express), რომელიც რეისს ყოველდღიურად ასრულებდა პარიზი-ბელგრადის მიმართულებით, ხოლო კვირაში ორჯერ პარიზი-სტამბოლი და პარიზი-ათენის მიმართულებით.

1971 წელს კომპანიამ ვაგონ-ლიტსი შეწყვიტა თავად რეისების განხორციელება და ყველა მატარებელი სხვადასხვა ეროვნულ სარკინიგზო კომპანიას მიჰყიდა, თუმცა კვლავაც განაგრძობდა ვაგონებისთვის მომსახურე პერსონალის უზრუნველყოფას. 1976 წელს მარშრუტს გამოეყო პარიზი-ათენის პირდაპირი ხაზი, ხოლო 1977 წელს პირდაპირი ორიენტ-ექსპრესი სრულიად გაჩერდა - ბოლო მატარებელი პარიზი-სტამბოლის მიმართულებით 19 მაისს გავიდა.

პირდაპირი ორიენტ-ექსპრესის მომსახურების შეჩერება აღქმული იყო როგორც ორიენტ-ექსპრესის დასასრული, თუმცა ფაქტობრივად იგივე რეისები უწინდებურად სრულდებოდა იმავე სახელწოდებით პარიზი-ბუდაპეშტი და პარიზი-ბუქარესტის ხაზებზე. ეს გრძელდებოდა 2001 წლამდე, როცა მარშრუტი შემოკლდა პარიზი-ვენის მონაკვეთამდე. ეს რეისები დღემდეგ ფუნქციონირებს ოფიციალურად ორიენტ-ექსპრესის სახელით 2005 წლიდან.

ამჟამად, ყველაზე სწრაფად პარიზიდან სტამბოლში ჩასასვლელად სამი მატარებლის გამოყენება არის საჭირო: პარიზი-ვენა, ვენა-ბელგრადი და ბელგრადი-სტამბოლი, რომელიც ყოველდღიურად დადის.

ორიენტ-ექსპრესი პოპულარულ კულტურაში

რედაქტირება

ორიენტ-ექსპრესი ხშირად ჩნდებოდა წიგნებსა თუ ფილმებში, და, როგორც წესი, საიდუმლო ინტრიგების სცენა იყო. აგათა კრისტის რომანში „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესზე“ მოქმედება სიმპლონის ორიენტ-ექსპრეზე ვითარდება, ხოლო გრემ გრინის „სტამბოლის მატარებელი“ მოქმედება მეორე ორიენტ-ექსპრესის ხაზზეა. ჯეიმზ ბონდის ხიფათიანი გაქცევაც ფილმში „რუსეთიდან სიყვარულით“ (1963) ამ მატარებელზე ხდება.

მარშრუტების რუკა

რედაქტირება
 
ორიენტ-ექსპრესის მარშრუტები მისი შექმნიდან

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება