აღმოსავლეთაზიური თაგვი
აღმოსავლეთაზიური თაგვი (ლათ. Apodemus peninsulae) — ძუძუმწოვარი ცხოველი თაგვისებრთა ოჯახისა.
აღმოსავლეთაზიური თაგვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Apodemus peninsulae Thomas, 1907 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 1899 | |||||||||||||||
|
აღწერა
რედაქტირებამისი მაქსიმალური მასაა 50 გ. სხეულის სიგრძეა (კუდის გარეშე) 7,2—12,5 სმ, კუდის სიგრძე — 6,7—11,6 სმ. ზურგზე ბეწვი ჟანგისფერი-წითური-მურა აქვს, ხოლო მუცელზე თეთრი.
გავრცელება და ჰაბიტატი
რედაქტირებაგავრცელებულია ციმბირის სამხრეთში და შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის ჩრდილოეთ მონღოლეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ჩინეთსა და კორეაში. ბინადრობს ტყეებში.
ცხოვრების სტილი
რედაქტირებაცხოვრობს ხეების ჯირკვების ქვეშ ამოთხრილ სოროებში და წაქცეული ხეების ღეროებში. სოროში საბუდარი ადგილი მდებარეობს 25-45 სმ-ის სიღრმეზე. აქტიურია ღამით და შებინდებისას.
გამრავლება
რედაქტირებააღმოსავლეთაზიური თაგვების გამრავლების სეზონი მიმდინარეობს წელიწადის თბილ თვეებში. ამ დროს მდედრი შობს 2-10 ნაშიერს.
კვება
რედაქტირებაძირითადად იკვებება სხვადასხვა თესლებით. გაზაფხულზე და ადრეულ ზაფხულში მცენარეთა მწვანე ნაწილებით, კენკროვნებითა და მწერებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Won, Byeong-o (원병오) (2004). 한국의 포유동물 (Hangugui poyudongmul, Mammals of Korea). Seoul: Dongbang Media. ISBN 89-8457-310-8.