აშხაბადი
აშხაბადი (1919–1927 წლებში პოლტორაცკი; თურქმ. Aşgabat, სპარს. عشق آباد) — თურქმენეთის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. 2001 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 695 300 ადამიანი იყო. მდებარეობს ყარაყუმის უდაბნოსა და ქოფეთ-დაღის ქედს შორის. აშხაბადში სახლობენ რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობები. 250 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ირანის მეორე უდიდესი ქალაქი მეშჰედი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
აშხაბადი Aşgabat | |||
პრეზიდენტის სასახლე | |||
| |||
ქვეყანა | თურქმენეთი | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
შიდა დაყოფა | Bagtyýarlyk District, Berkararlyk District, Büzmeýin District და Kopetdag District | ||
კოორდინატები | 37°58′00″ ჩ. გ. 58°20′00″ ა. გ. / 37.96667° ჩ. გ. 58.33333° ა. გ. | ||
მმართველი | Shamuhammet Durdylyyev | ||
დაარსდა | 1818 | ||
ფართობი | 765 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 219±1 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | თურქმენული ენა | ||
მოსახლეობა | 1 030 063 კაცი (2022) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||
საფოსტო ინდექსი | 744000 — 744901 | ||
საავტომობილო კოდი | AG | ||
ოფიციალური საიტი | http://ashgabat.gov.tm/en/ | ||
ქალაქი დაარსდა 1881 წელს, რომლის ფუძეც აჰალ ტეკე-ს ტომის სოფელი იყო. ის 1924 წელს გახდა თურქმენეთის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი. ქალაქის დიდი ნაწილი განადგურდა 1948 წელს მომხდარი აშხაბადის მიწისძვრის შედეგად, მაგრამ მას შემდეგ მნიშვნელოვნად აღდგა საპარმურათ ნიაზოვის პროექტის „თეთრი ქალაქის“ ფარგლებში. შედეგად მივიღეთ შესანიშნავი პროექტები გახვეული ძვირადღირებულ თეთრ მარმარილოში. საბჭოთა დროინდელი ყარაყუმის არხი გადის ქალაქში და მდინარე ამუ დარიას წყლებს აღმოსავლეთიდან დასავლეთით ატარებს. 2019 წლიდან აშხაბადი აღნიშნულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ე.წ „ცხოვრების ღირებულების“ მქონე ქალაქი მსოფლიოში, რაც ძირითადად გამოწვეულია ინფლაციითა და იმპორტის პრობლემებით.
სახელწოდება
რედაქტირებააშხაბადი თურქმენულად არის - Aşgabat, ხოლო რუსულად - Ашхабад. 1991 წლამდე ქალაქი ინგლისურად იწერებოდა როგორც - Ashkhabad, რაც რუსული ვარიანტის შედეგი იყო. 1919-დან 1927 წლამდე ქალაქს ერქვა პოლტორაცკი, ადგილობრივი რევოლუციონერის პაველ პოლტორაცკის პატივსაცემად.[1]
მიუხედავად იმისა რომ მისი სახელი თანამედროვე სპარსულში სიყვარულის ქალაქს ნიშნავს, შესაძლოა ის შეცვლილი იყოს ხალხური ეტიმოლოგიის გავლენით. თურქმენ ისტორიკოსს ოვეზ გუნდოგდიევს სჯერა, რომ ქალაქის სახელწოდება სათავეს პართიის სამეფოს დროიდან, ანუ ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან იღებს და მას საფუძვლად პართიის იმპერიის დამაარსებლის, არშაკ I-ის სახელი უდევს.[2]
ისტორია
რედაქტირებააშხაბადი აშენდა კონჯიკალას ნანგრევებზე. ეს უკანასკნელი პირველად იხსენიება ძვ. წ. მე-2 საუკუნეში როგორც აქტიური მეღვინეობით დაკავებული სოფელი, ახ. წ. 1-ელ საუკუნეში კი აღნიშნულ დასახლებას მიწისძვრა ანადგურებს. კონჯიკალა კვლავ ააშენეს, ვინაიდან მას ჰქონდა ხელსაყრელი მდებარეობა აბრეშუმის გზისთვის და ჰყვაოდა კიდეც მე-13 საუკუნემდე სანამ მონღოლებმა არ გაანადგურეს. ამის შემდეგ ის იყო პატარა სოფელი მანამდე, სანამ ის რუსებმა არ აიღეს მე-19 საუკუნეში.[3][4]
ქალაქი ფორმალურად სპარსეთის ნაწილი იყო, თუმცა დე ფაქტო ავტონომიას ადგილობრივი თურქმენული ტომები ფლობდნენ, სანამ ისინი რუსულმა ძალებმა არ დაამარცხეს 1881 წელს. სპარსეთმა აშხაბადი რუსეთს გადასცა. ქალაქი ოფიციალურად დაარსდა 1881 წლის 18 იანვარს, როგორც გამაგრებული გარნიზონი. რუსეთმა ამ არეალის განვითარებას მიჰყო ხელი, ბრიტანეთის გავლენის ქვეშ მყოფ სპარსეთთან სიახლოვის გამო. ტრანს-კასპიური რკინიგზა აშხაბადამდე 1886 წელს მივიდა. მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 2 500-დან (1881 წელი) 19 428-მდე (1897). ამათგან ერთ მესამედს სპარსები შეადგენდნენ.[5]
ქალაქი ითვლებოდა მშვენიერ მუნიციპალიტეტად სადაც იყო ევროპული სტილის შენობები, მაღაზიები და სასტუმროები. ქუჩებს სახელები რუსი სამხედრო მოღვაწეების პატივსაცემად დაარქვეს, რაც ნათლად ასახავდა აქაურობის სტატუსს - ქალაქი-გარნიზონი. ქალაქის მთავარი მოედანი რუსი გენერლის მიხაილ სკობელევის სახელს ატარებდა, ხოლო მთავარი გამზირი ასევე გენერალ ალექსეი კუროპატკინის.
საბჭოთა პერიოდი
რედაქტირებასაბჭოთა მმართველობა აშხაბადში 1917 წლის დეკემბერში დამყარდა. თუმცა, 1918 წლის ივლისში მენშევიკების, სოციალ-რევოლუციონერებისა და იმპერიული რუსული არმიის ყოფილი ოფიცრების კოალიცია ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყდა და ჩამოაყალიბა აშხაბადის აღმასრულებელი კომიტეტი. მიუხედავად ამისა 1919 წლის აპრილში საბჭოელებმა დაიბრუნეს ქალაქზე კონტროლი. 1919 წელს, ქალაქს გადაერქვა სახელი და ადგილობრივი რევოლუციონერის პატივსაცემად პოლტორაცკი ეწოდა. თურმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა 1924 წელს.[6][7] პოლტორაცკი კი დედაქალაქი გახდა. თავდაპირველი სახელი ქალაქს 1927 წელს დაუბრუნდა. სტანდარტული საბჭოთა ჩვეულების მიხედვით ქუჩებს სახელები შეეცვალათ სხვადასხვა გამოჩენილი საბჭოთა ფიგურების პატივსაცემად. მაგალითად სკობოლევის მოედანი კარლ მარქსის მოედნად იქცა, გროდეკოვის ქუჩა - ოსტროვსკის ქუჩად, ხოლო კუროპატკინის გამზირის სახელწოდება თავისუფლების გამზირმა შეცვალა (აღნიშნული ასევე ატარებდა სტალინის გამზირის სახელსაც, სტალინის გარდაცვალებიდან (1953) მოყოლებული 1961 წლამდე).[8][9]
ამ პერიოდიდან მოყოლებული ქალაქმა განიცადა აქტიური განვითარება და ინდუსტრიალიზაცია, თუმცა ამ ყველაფერს ხელი შეუშალა ძლიერმა მიწისძვრამ, 1948 წლის 6 ოქტომბერს. მიწისძვრა რიხტერის შკალით 7.3 ბალიანი იყო და მან იმდროინდელი ქალაქის მოსახლეობის 2/3 შეიწირა, რაც 110-176 000 ადამიანს შეადგენდა.[10][11] ამის მიუხედავად საბჭოთა ახალმა ამბებმა მსხვერპლის რაოდენობა გამოაცხადეს როგორც მხოლოდ 40 000.[12]
დამოუკიდებლობა
რედაქტირება2003 წლის ივლისში, ქუჩის სახელები, გარდა 9 ძირითადი გამზირისა, შეიცვალა 4-ციფრა სერიული ნომრებით. 2006 წელს, პრეზიდენტ ნიაზოვის სიკვდილის შემდეგ, ქუჩებს საბჭოთა დროინდელი სახელები დაუბრუნდათ, თუმცა შემდეგ მრავალი მათგანი კვლავ შეიცვალა თურქმენი პოეტების, სამხედრო მოღვაწეების, სწავლულების და ა.შ პატივსაცემად. ასე გადაიქცა მაგალითად კარლ მარქის მოედანი - დამოუკიდებლობის მოედნად.
2013 წელს, აშხაბადი შეყვანილ იქნა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც ქალაქი რომელშიც ყველაზე მეტი შენობაა თეთრი მარმარილოთი ნაგები.
დემოგრაფია
რედაქტირება1881 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 2 500 კაცს შეადგენდა, ხოლო 1886 წლისთვის - 10 000-ს, ორივე შემთხვევაში თითქმის მთლიანი რაოდენობა ეთნიკური რუსები იყვნენ. ტრანს-კასპიური რკინიგზის მშენებლობას დასაქმების მსურველ მიგრანტთა შემოსვლა მოჰყვა. ძირითადად ეს ხდებოდა, კავკასიიდან, ირანიდან და ვოლგის ველიდან. შესაბამისად აშხაბადის მოსახლეობა ასე შეიცვალა:
1897 წელს - 19 426 მოსახლე 1908 წელს - 39 867 მოსახლე
1911 წელს - 45 384 მოსახლე
1881 წლის შემდეგ, ეთნიკური რუსები დომინირებდნენ დაახლოებით 20%-იანი კავკასიელების ჩართულობით (ძირითადად სომხების), მაგრამ ძალიან ცოტა თურქმენების. ზოგიერთი წყარო იმასაც მიანიშნებს, რომ პრე-რევოლუციურ აშხაბადში ეთნიკური თურქმენი საერთოდ არც კი იყო. ამ ყველაფრის შეცვლა დაიწყო 1920-ანი წლებიდან, რისი გამომწვევიც იყო კოლექტივიზაცია. 1926 წლის მონაცემებით აშხბადის მოსახლეობა შემდეგნაირად იყოფოდა:
რუსები - 52.4%
სომხები - 11.3%
სპარსელები - 4.3%
თურქმენები - 2.2%
სხვა ეროვნებები - 29.8%
სულ 51 593 ადამიანი. 1939 წლისთვის, აშხაბადში უკვე 126 500 კაცი ცხოვრობდა, მათ შორის 11.7% თურქმენები იყვნენ. 1959 წლის გამოკითხვით, ქალაქში 169 900 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 1983 წელს ეს მაჩვენებელი 338 000-მდე გაიზარდა, სადაც შედიოდა 105 ეროვნება. თურქმენების წილმა კი 40%-ს მიაღწია.
2012 წლის გამოკითხვის მიხედვით, თურქმენები ქალაქის მოსახლეობის 85%-ს იკავებენ. მათ მოჰყვებიან რუსები 7.7%-ით, სომხები 1.5%-ით, თურქები 1.1%-ით, უზბეკები 1.1%-ით და აზერბაიჯანელები 1%-ით.
მეცნიერება და განათლება
რედაქტირებააშხაბადი თურქმენეთის საგანმანათლებლო ცენტრია სადაც უამრავი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არსებობს. თურქმენეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს დაარსდა. თურქმენეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიც ასევე აშხაბადში მდებარეობს და ჯანმრთელობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სხვა მნიშვნელოვან ადგილებს მიეკუთვნება 1980 წელს დაარსებული თურქმენეთის სახელმწიფო ეკონომიკისა და მენეჯმენტის ინსტიტუტი, რომელიც მთავარი ბიზნეს სკოლაა, არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო ინსტიტუტი და სხვ.
ოთხი საერთაშორისო სკოლა ოპერირებს აშხაბადში. რუსეთის საელჩო ასპონსორებს პუშკინის სახელობის რუსო-თურქმენულ სკოლას. ფრანგული სამშენებლო კომპანია, მისი ფრანგულენოვანი თანამშრომლების შვილებისთვის ფრანგულ სკოლას უწევს დაფინანსებას. თურქეთის საელჩო თურქულ-თურქმენულ სკოლას, ხოლო ამერიკის საელჩო აშხაბადის საერთაშორისო ინგლისურენოვან სკოლას ასპონსორებენ.
თურქმენეთში საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე, აშხაბადში მხოლოდ 11 სკოლა იყო და ქალაქს არცერთი სამეცნიერო ან კვლევითი ცენტრი არ გააჩნდა. 1948 წლისთვის, აქ უკვე 3 უმაღლესი განათლების დაწესებულება, 20 ტექნიკური სკოლა, 60 ბიბლიოთეკა და დაახლოებით ამდენივე საბავშვო ბაღი იყო.
თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემია 1951 წლის 29 ივნისს დაარსდა და მოიცავს უნიკალურ უდაბნოს ინსტიტუს, 26 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, სახელმწიფო სეისმოლოგიურ სერვისს, 17 ხარისხის მიმნიჭებელ სკოლას, 2 სამედიცინო კვლევით ცენტრს და ბიბლიოთეკას. მეცნიერებათა აკადემია ერთადერთი დაწესებულებაა თურქმენეთში რომელსაც შესაბამისი აკრედიტაცია აქვს დიპლომისშემდგომი განათლებისა და ხარისხის მინიჭებისთვის. 2019 წელს, პრეზიდენტმა ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა რომ სამი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება შეწყდებოდა. თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებამდე, ადგილობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციები, ყველა ერთ ორსართულიანი შენობაში იყვნენ მოთავსებული და სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ.
გეოგრაფია
რედაქტირებააშხაბადი ძალიან ახლოსაა ირანის საზღვართან. ის მდებარეობს მაღალი სეისმური აქტივობის ველზე რომელიც სამხრეთიდან ქოფეთდაღის მთათა სისტემით მოისაზღვრება ხოლო ჩრდილოეთიდან ყარაყუმის უდაბნოთი. ქალაქი ზღვის დონიდან საშუალოდ 200-დან 255 მეტრამდეა, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი 401 მეტრზე მდებარეობს. ყარაყუმის არხში წყალი ქალაქის გავლით მიედინება.
კლიმატი
რედაქტირებაქოფეთდაღის მთათა სისტემა ქალაქიდან სამხრეთით 25 კილომეტრზეა გადაჭიმული, აშხაბადის ჩრდილოეთ კიდე კი ყარაყუმის უდაბნოს ეხება. სწორედ ამიტომ ქალაქში ცივი არიდული ჰავაა, ცხელი და მშრალი ზაფხულითა და მოკლე, გრილი ზამთრით. რეკორდულად მაღალი სიცხე ქალაქში 2015 წლის ივლისში დაფიქსირდა - 47.2°C. ყველაზე ცივი დღე კი აშხაბადში 1969 წლის იანვარში დადგა, როცა ჰაერის ტემპერატურა -24.1°C-მდე დაეცა. ამ არეალში თოვლი იშვიათად მოდის. წლიური ნალექის რაოდენობა მხოლოდ 201 მილიმეტრია. მარტი და აპრილი ყველაზე წვიმიანი თვეებია, საზაფხულო გვალვა კი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება.
სპორტი
რედაქტირებამთავარი სპორტული მოედნები ქალაქში არის ოლიმპიური სტადიონი, აშხაბადის სტადიონი, ეროვნული ოლიმპიური ყინულის მოედანი და სპორტული კომპლექსი ზამთრის სპორტებისთვის.
აშხაბადმა 2018 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.
ინგა ბაბაკოვა, 1999 წლის მსოფლიო ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში აშხაბადში დაიბადა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებაЕ. М. Поспелов (Ye. M. Pospelov). "Имена городов: вчера и сегодня (1917–1992).
Топонимический словарь." (City Names: Yesterday and Today (1917–1992).
Toponymic Dictionary.) Москва, "Русские словари", 1993.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებადაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ashgabat Photo Gallery.
- impressions of Ashgabat დაარქივებული 2008-05-09 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- Ashgabat Photo Gallery. Pictures of modern Ashgabat.
- Page on modern Ashgabat დაარქივებული 2008-01-23 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ Клычев, Анна-Мухамед (1976). Ашхабад (in Russian). Изд-во "Туркменистан".
- ↑ http://turkmeniya.tripod.com/id27.html Turkmeniya.tripod.com. Retrieved November 24, 2013.
- ↑ https://web.archive.org/web/20141029043151/http://www.geographicbureau.com/trips/central_asia/turkmenistan/info/brief_description_of_the_main_s.jdx October 29, 2014, at the Wayback Machine
- ↑ https://archive.org/details/turkmenistan00know Knowlton, MaryLee (2006). Turkmenistan. Marshall Cavendish. p. 40 ISBN 978-0-7614-2014-9.
- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911). https://en.wikisource.org/wiki/1911_Encyclop%C3%A6dia_Britannica/Askabad Encyclopædia Britannica. 2 (11th ed.). Cambridge University Press. p. 762.
- ↑ Pospelov, pp. 29–30
- ↑ Туркменская Советская Социалистическая Республика: Энциклопедический справочник (in Russian). Ashkhabad: Издательство Чувашского обкома КПСС. 1984.
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=_t5DxV7cXgQ&list=PLQNy8KsDknCr92fIXYcOKL42U35wRAV9Y&index=3 October 4, 2016
- ↑ "Gazetteer of Ashgabat Street Namehttps://wiki.openstreetmap.org/wiki/Gazetteer_of_Ashgabat_Street_Names
- ↑ http://www.ngdc.noaa.gov/nndc/struts/results?eq_0=3891&t=101650&s=13&d=22,26,13,12&nd=display Significant Earthquake Database.
- ↑ https://web.archive.org/web/20090901233953/http://earthquake.usgs.gov/regional/world/most_destructive.php Earthquake.usgs.gov. Archived from the original on September 1, 2009. Retrieved June 28, 2010.
- ↑ http://news.bbc.co.uk/hi/russian/life/newsid_3169000/3169472.stm Ардаев, Владимир (October 6, 2003). "Би-би-си | Люди и нравы | Горькая память Ашхабада"