ყარაყუმის არხი
ყარაყუმის არხი (თურქმ. Garagum kanally) — მოზრდილი არხი თურქმენეთში, რომელიც გამოიყენება საირიგაციოდ და წყალმომარაგებისათვის. ექსპლუატაციაში გადაეცა 1954 წელს, აშენდა 1988 წელს. სიგრძე 1445 კმ. არხი იწყება მდინარე ამუდარიიდან, გაივლის ყარაყუმის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვიშიან ადგილებს, შემდეგ კვეთს მურღაბის ძველ ოაზისსა და მდინარეების მურღაბისა და თეჯენის მდინარეთაშუეთს. წყლის ხარჯი 600 მ³/წმ.