არაღიარებული ქვეყნების სია
(გადამისამართდა გვერდიდან არცნობილი ქვეყნების სია)
რამდენიმე გეოპოლიტიკურ ერთეულს მსოფლიოში არ აქვს საერთაშორისო აღიარება, თუმცა ისინი დე ფაქტო დამოუკიდებელი მმართველობის ერთეულები ან სახელმწიფოები არიან.
მათი უმრავლესობა არის სუბნაციონალური რეგიონი საკუთარი ეთნო-ნაციონალური თვითმყოფადობით, რომლებიც ჩამოსცილდნენ (გამოეყვნენ) მათ ძირ/მშობელ ქვეყანას და ამგვარად მათ სეპარატისტულ სახელმწიფოებსაც უწოდებენ.
არც ერთი ქვეყნის მიერ აღიარებული დე ფაქტო ქვეყნები
რედაქტირება- სომალილენდი, სომალმა დამოუკიდებლობა 1960 წელს ბრიტანეთისგან მიიღო. დეკოლონიზაციის შემდეგ ბრიტანული და იტალიური სომალილანდების შეერთებით შეიქმნა სომალი. სომალილენდმა დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, ის დღემდე არცერთ სახელმწიფოს უღიარებია.[1]
ნაწილობრივ ცნობილი სახელმწიფოები დე ფაქტო კონტროლით საკუთარ ტერიტორიაზე
რედაქტირებაგაეროს წევრი ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ არიან ცნობილი გაეროს სხვა წევრი ქვეყნების მიერ აქ მოყვანილი არ არის (მაგ. 39 ქვეყანა არ ცნობს ისრაელს როგორც სახელმწიფოს).
- აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკებია (აღიარებულია გაეროს ოთხი წევრის მიერ: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ). საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთი არის ავტონომიური რესპუბლიკა, ხოლო სამხრეთ ოსეთი დროებითი ადმინისტრაციული ერთეული. ფაქტობრივად არ კონტროლდება საქართველოს მთავრობის მიერ.[2][3][4][5][6][7][8][9]
- კოსოვოს რესპუბლიკა ნაწილობრივ აღირებული სახელმწიფო ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. სერბეთის კონსტიტუცის მიხედვით რესპუბლიკის ნაწილია. კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა გაეროს 62 წევრმა-ქვეყანამ.[10][11]
- პალესტინა, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა 1988 წლის 15 ნოემბერს ალჟირში ეროვნული საბჭოს სხდომაზე. ორგანიზაცია მონაწილეობს გაეროს სხდომებში დამკვირვებლის სტატუსით და მოიხსენიება როგორც პალესტინა.[12][13][14][15][16][17][18][19][20]
- საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა, საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1976 წელს, ის აღიარებულია გაეროს 84 წევრი ქვეყნის მიერ.[21]
- ჩინეთის რესპუბლიკა (R.O.C), რომელიც 1949 წელს ჩინეთის სამოქალაქო ომის წაგების შემდეგ აკონტროლებს მხოლოდ ტაივანს და რამდენიმე სხვა მცირე კუნძულს და ამჟამად ცნობილია მხოლოდ 25 ქვეყნის მიერ. დე ფაქტო კავშირებს სხვა ქვეყნებთან ახორიცელებს ისეთი ინსტიტუტებით, როგორიცაა ტაიპეის ეკონომიკური და კულტურული წარმომადგენლობის ოფისი.[22][23]
- ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (TRNC) შეიქმნა ჩრდ. კვიპროსში 1975 წელს ამ კუნძულზე თურქეთის არმიის შეჭრის შემდეგ ბერძენ კვიპროსელთა მიერ ხუნტის მოწყობის საპასუხოდ. ხუნტის მიზანი იყო კუნძულის საბერძნეთთან მიერთება. ფორმალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1983 წელს და დღემდე ის მხოლოდ თურქეთმა ცნო. 2004 წელს გაეროს ეგიდით ჩატარდა რეფერენდუმი კვიპროსის ორი ნაწილის გაერთიენებისთვის. გაერთიანებას მხარი დაუჭირეს თურქმა კვიპროსელებმა, თუმცა მას წინ აღუდგნენ ბერძნები. მას შემდეგ დიპლომატიური მცდელობები ამ საკითხის გადასაწყვეტად არ განხორციელებულა. კვიპროსის ბერძნული ნაწილი იმავე წელს ევროპის კავშირის წევრი გახდა, რამაც გაეროს გენერალური მდივნის მოსაზრებით კიდევ უფრო გაართულა ვითარება ამ რეგიონში.[24]
მხოლოდ გაეროს არა წევრი ქვეყნების მიერ აღიარებული გაეროს არა წევრი დე ფაქტო ქვეყნები
რედაქტირება- მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1992 წელს გამოაცხადა. ის დღისთვის აღიარებულია გაეროს არაწევრი სამი დე ფაქტო ქვეყნის: აფხაზეთის, სამხრეთი ოსეთის და დნესტრისპირეთის მიერ.[25][26][27][28]
- დნესტრისპირეთი, დნესტრისპირეთმა დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, ის დღეისთვის აღიარებულია გაეროს არაწევრი ორი დე ფაქტო ქვეყნის აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის მიერ.[29]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ BBC Country Profiles: Regions and territories: Somaliland. Retrieved 2009-09-14.
- ↑ (რუსული) Вице-спикер парламента Абхазии: Выборы в НКР соответствуют всем международным стандартам: "Абхазия, Южная Осетия, НКР и Приднестровье уже давно признали независимость друг друга и очень тесно сотрудничают между собой", - сказал вице-спикер парламента Абхазии. ... "...Абхазия признала независимость Нагорно-Карабахской Республики..." - сказал он." English language translation from Microsoft Translator
- ↑ "South Ossetia opens embassy in Abkhazia" The Tiraspol Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-22. ციტირების თარიღი: 2012-01-24.
- ↑ Government of Tuvalu. (20 September 2011) On the establishment of diplomatic relations between Republic of Abkhazia and Tuvalu. Ministry of Foreign Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-11. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
- ↑ Government of Vanuatu. (17 June 2011) Vanuatu’s recognition to the Republic of Abkhazia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-24. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
- ↑ Vanuatu's initial recognition was invalidated after the Sato Kilman government was annulled by the Supreme Court. Kilman was subsequently re-elected and its recognition was re-confirmed by its Foreign Minister in July 2011: Natapei withdraws recognition of Abkhazia, Vanuatu Daily Post, June 19, 2011 დაარქივებული September 27, 2013[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Vanuatu official denies Abkhazia recognition, Solomon Star newspaper, 06 JUNE 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 24 იანვარი 2012.
- ↑ Transparency International Vanuatu press release on recognition of Abkhazia, 08 August 2011
- ↑ „Vanuatu annuls recognition of Abkhazia - report“. Radio New Zealand International. 19 June 2011. ციტირების თარიღი: 15 October 2011.
- ↑ „Kosovo MPs proclaim independence“. BBC News. 2008-02-17. ციტირების თარიღი: 2008-02-28.
- ↑ Kosovo (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-16. ციტირების თარიღი: 2010-06-25.
- ↑ UN General Assembly Resolution 3237. Thejerusalemfund.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-10. ციტირების თარიღი: 2010-12-05.
- ↑ UN observers: Non-member States and Entities
- ↑ Official website of the Palestinian National Authority.
- ↑ Venezuela Pledges Support for Palestinian Statehood during Abbas Visit, November 2009.
- ↑ "Costa Rica Recognizes 'Palestine'" დაარქივებული 2012-09-19 საიტზე Wayback Machine. , The Journal of Turkish Weekly 26 February 2008 Retrieved 2011-02-07
- ↑ South African Representative Office to the Palestinian National Authority. Sarep.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-03. ციტირების თარიღი: 2010-06-25.
- ↑ Embassy of the State of Palestine to the Republic of Uzbekistan, Central Asia and Azerbaijan. Palestineuzbek.com. ციტირების თარიღი: 2010-06-25.[მკვდარი ბმული]
- ↑ Embassies of Palestine. Webgaza.net. ციტირების თარიღი: 2010-06-25.
- ↑ Embassy of the State of Palestine in Bratislava. Palestine.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-09. ციტირების თარიღი: 2010-06-25.
- ↑ Sahrawi Arab Democratic Republic. (1976-02-27) Sahrawi Arab Democratic Republic. Western Sahara Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-29. ციტირების თარიღი: 2008-02-28.
- ↑ Taiwan cuts ties with Costa Rica over recognition for China
- ↑ Bush III, Richard C. "The Role of the United States in Taiwan-PRC Relations", Taiwan: Beyond the Economic Miracle M.E. Sharpe, Inc. ISBN 0-87332-879-5 p. 358 Online version available at Google Books
- ↑ Security Council resolution 220 (1966) on Cyprus. Un.int. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-08-28. ციტირების თარიღი: 2010-06-25.
- ↑ BBC Country Profiles: Regions and territories: Nagorno-Karabakh. Retrieved 2009-09-14.
- ↑ (რუსული) Transnistria wants to join Russia დაარქივებული 2008-12-16 საიტზე Wayback Machine. (translated title), September 2008.
- ↑ (რუსული) Moldova, September 2008.
- ↑ In detail: The foreign policy of Pridnestrovie. Pridnestrovie.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-11. ციტირების თარიღი: 2010-06-25.
- ↑ Abkhazia: Ten Years On. BBC 2 (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-19. ციტირების თარიღი: 2008-06-16.