იბერიის არტაშესიანთა დინასტია

(გადამისამართდა გვერდიდან არშაკუნიანი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იბერიის არტაშესიანთა დინასტია, არტაშესიანები[1] (სომხ. Արտաշեսյաններ), ქართულ წყაროებში ცნობილი, როგორც არშაკუნიანთ გვარი ანუ არშაკუნიანთა დინასტია[2][3][4]დიდი სომხეთის ეპონიმური დინასტიის შტო, რომელიც მმართველობდა იბერიაში (ძველი საქართველო) დაახლ. ძვ. წ. 90-დან ახ. წ. 30 წლამდე. შუა საუკენეების ქართული ქრონიკების თანახმად, მათ მოიპოვეს იბერიის სამეფო გვირგვინი მას შემდეგ, რაც იბერიელი დიდებულები აჯანყდნენ მათი მეფის ფარნაჯომის წინააღმდეგ, ფარნავაზიანთა დინასტიიდან, და მიმართეს სომხეთის მეფეს თხოვნით გაეგზავნა ახალი მონარქის ხარისხში თავისი შვილი, რომელიც დაქორწინებული იყო ფარნავაზიდ პრინცესაზე. როგორც სომხეთის მეფეს, ისე მის ძეს ანალები „არშაკად“ მოიხსენიებს, შესაძლოა აღრევაა არტაშესთან მიმართებით, რომელიც, თვალსაჩინოდ აღიქმება როგორც სომეხ არტაშესიან მეფეთა საერთო ტერმინი. პროფესორი კირილ თუმანოვი ამ აღწერილობით სომხეთის მეფეს აიდენტიფიცირებს არტავაზდ I-თან (მეფობდა დაახ. ძვ. წ. 159–115) და მის ძედ თვლის ახლადდადგენილ იბერიის მეფე არშაკ I-ს (მეფობდა ძვ. წ. 90–78).

არტაშესიანები (სომხ. Արտաշեսյաններ)
ქართ. არშაკუნიანთა დინასტია, არშაკუნიანები
ქვეყანა იბერია
ფუძე დინასტია
არტაშესიანები
დამაარსებელი არშაკ I
უკანასკნელი მმართველი ამაზასპ II
დაარსდა ძვ. წ. 90
დაიშალა ახ. წ. 189

ვერსიები

რედაქტირება

5. Artaxias (Arsaces/Arshak) I (90-78). — L 30; RL I 49 (Arsok). — Brother-in-law of P'arnajom, son-in-law of Meribanes I and presumably son of Artavasdes I of Armenia: reigned, traditionally, for 12 years.[1][4]

შემდგეგ ქრონიკა აღწერს გაერთიანებული იბერიულ-სომხური არმიის დიდ ბრძოლას ფარნაჯომსა და მის მომხრეებს შორის. საბოლოოდ ფარნაჯომი დამარცხდა და მოკლულ იქნა, და ამის შემდგომ სომეხი უფლისწული გახდა იბერიის მეფე.[5]

არშაკ I/ არტაშეს I[6]სომეხ არტაშესიანთა პირველი წარმომადგენელი ძველი იბერიის ტახტზე. დიდი სომხეთის მეფის არტაშეს I-ის შვილიშვილი და, სავარაუდოდ, არტავაზდ I-ის[6] ძე. მრავალი საუკუნის შემდეგ, ქართველი ისტორიკოსები (მაგალითად ლეონტი მროველი, XI საუკუნე) გადმოგვცემდნენ, რომ არშაკი იყო სომხეთის მეფის ძე, ხოლო მისი მეუღლე წარმოიშვა ფარნავაზიანებისგან.

არსაკი, როგორც ამბობს ქართ. ცხ., სომხეთის მეფის არტაშეზის შვილი იყო და ცოლად ჰყვანდა მირვან მეფის ასული. გამეფდა-რა, იგი შეუდგა საქართველოს გამაგრებას, ციხე-კოშკების განახლებას. უმეტესი ყურადღება მან მიაქცია ჯავახეთის მოწყობას. მემატიანე ამბობს: „არსაკმა დაიპყრა ყოველი ქართლი და მეფობდა ნებიერად. მან უმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ჯავახეთის ქალაქსა წუნდას.“[7]

არშაკი მოწოდებულ იქნა იბერიის მმართველად ხალხის მიერ მოძულებული მეფე ფარნაჯომის ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ. როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდმა დაიპყრო იბერია, მაშინ მან ტახტზე დაადგინა თავისი ბიძაშვილი არშაკი (დაახლ. ძვ. წ. 90). მას მემკვიდრეობდა მისი ძე არტაგი.

მცირე ცნობები მოიპოვება იბერიის არტაშესიანების პირველი წლების მმართველობის შესახებ. როგორც ჩანს, ისინი მათი სომეხი ბიძაშვილების გავლენის ქვეშ იყვნენ, რომლებსაც იბერიამ დაუთმო თავისი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. ძალაუფლების პიკში მყოფ სომხურ არტაშესიანებთან გაერთიანებას ტიგრან II-ის მმართველობის დროს (ძვ. წ. 95–55), იბერიის მესამე მითრიდატული ომში ჩართვა მოჰყვა, პონტო-სომხურ კავშირსა და რომს შორის (ძვ. წ. 75–65). პლუტარქე და გაიუს ლიცინიუს მაკრი ამტკიცებდნენ, რომ იბერიული კონტინგენტი იკავებდნენ თვალსაჩინო ადგილს ტიგრანაკერტის (ძვ. წ. 69) და არტაშატის (ძვ. წ. 68) ბრძოლებში. მაშინაც კი, როდესაც ტიგრანი შეწყალების სანაცვლოდ პომპეუსს დანებდა, იბერიის არტაშესიანი მეფე არტოგი (ძვ. წ. 78–63) ჯიუტად აგრძელებდა მედგარ წინააღმდეგობას შემოჭრილი რომაელების წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხება განიცადა და იძულებული გახდა მშვიდობა ეთხოვა. ეს არტოგი, კარგად ცნობილი კლასიკური წყაროებიდან, აშკარად არის არტაგი (არტოგი), არშაკ I-ის/ არტაშესის ძე, ცნობილი ქართული ანალებიდან, რომლებიც გასაოცრად ტოვებენ ყოველგვარ მოხსენიებას რომაული შემოსევების შესახებ, მაგრამ ნაცვლად ამისა გვატყობინებენ მეფის ბრძოლას „სპარსელებთან“.[5]

თუმცა რომაული ჰეგემონია იბერიაზე ხანმოკლე აღმოჩნდა, და ჩვენს ერამდე 36 წელს ლეგატ პუბლიუს კანიდიუს კრასუსს თავისი არმიის შეყვანა მოუწია იბერიაში, რათა მათი მეფე ფარნავაზი იძულებული გაეხადა ახალი კავშირი დაემყარებინა რომთან. არც ფარნავაზი, არც მისი ურთიერთობა რომთან არაა დაფიქსირებული ქართულ ქრონიკებში, ამბავი რომელიც კონცენტრირებულია მეფე ბარტომზე, არტაგის ძეზე, და მის აღსასრულზე ერთდროს დევნილ უფლისწულ მირიანთან ბრძოლაში, რომელმაც საბოლოოდ იბერიის ტახტზე აღადგინა ფარნავაზიანთა დინასტია. თანამედროვე სწავლულები იხრებიან ფარნავაზის ბარტომთან იდენტიფიცირდებისკენ და მას თვლიან არტაშესიანთა შტოს უკანასკნელ წარმომადგენლად.[5]

ვაჰარშაგის შემდეგ გამეფდა იმისი შვილი არშაკ I, რომელმაც დაამშვიდა მრავალნი აშლილნი ტომნი კავკასიისანი და შემდეგ იმისა დაჯდა მეფედ ძე მისი არდაშეზ I. ამ არდაშეზის ძე იყო ქართველებისაგან მეფედ გამოთხოვილი ზემო-ხსენებული არშაკ. მოსე ხორენელი თუმცა გვიჩვენებს ნათესავურ კავშირს არდაშეზისას საქართველოს სამეფო სახლთან, მაგრამ სხვა გვარისა. იმის სიტყვით, „არდაშეზმა მოათხოვა თავისი ქალი არდაშამა იბერიელთ დიდ-ბდეშხს მირდატს ანუ მიტრიდატს, რომელსაც მიანდო გამგეობა ჩრდილო-მთათა და პონტის ზღვისა“ (Langlois, Collect., II, 86, 90)[8].

არშაკუნიანთ მონათესავენი ყოველსა ადგილსა შინა, სადაცა მეფობდეს სპარსეთს, პართიას, სომხითს და ივერიას და ყოველთა ადგილთა ყოველნივე ამა არშაკისაგან იყვნნეს; ხოლო ევროპიელნი ნათესაობასა მეფეთა ამათ უწოდებენ არზაციანად, სპარსნი და სხვანი კერძოსა მის ერნი უწოდებენ აშკანიანად; ხოლო ჩვენ ივერიელნი ვუწოდთ არშაკუნიანად.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Cyril Toumanoff «Chronology of the Early Kings of Iberia». Traditio 25 (1969), p. 11. The Artaxiads.
  2. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გვერდი 41.
  3. 3.0 3.1 თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვერდი: 121.
  4. 4.0 4.1 In Georgian Aršakuni: supra n. 48.
  5. 5.0 5.1 5.2 Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, pp. 282-284. Peeters Bvba ISBN 90-429-1318-5.
  6. 6.0 6.1 Cyril Toumanoff «Chronology of the Early Kings of Iberia» p. 11–12
  7. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“. განყოფილება II. სამეფოს დაარსებიდან ქრისტიანობის მიღებამდე. თავი I. მეფეები რომაელთა შემოსევამდე. ტომი I, გვერდი: 101.
  8. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გვერდი 42.