არამ კარამანუკიანი

არამ კარამანუკიანი (სომხ. Արամ Գարամանուկեան; დ. 1 მაისი, 1910 — გ. 23 დეკემბერი, 1996) — სირიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. [1]სირიის პარლამენტის წევრი, რამდენიმე წიგნის ავტორი. კარამანუკიანს მედლები მიღებული აქვს ეგვიპტიდან, სომხეთიდან, ლიბანიდან, სირიიდან და საფრანგეთიდან.

არამ კარამანუკიანი

დაიბადა1 მაისი, 1910
აინათაბი (დღევანდელი გაზიანთეფი) ოსმალეთის იმპერია
გარდაიცვალა23 დეკემბერი, 1996 (86 წლის)
ნიუ-ჯერსი, აშშ
ეროვნებასომეხი
საქმიანობა სამხედრო მოღვაწე, ავტორი

ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

არამ კარამანუკიანი დაიბადა 1910 წლის მაისს აინათაბში (დღევანდელი გაზიანთეფი), ოსმალეთის იმპერიაში, მამამისის, პროფესიით იურისტის, ჰაგოპ (ეფენდი) კარამანუკიანისა და დედამისის, მარიამ ლეილეკიანის ოჯახში. სომეხთა გენოციდის დროს აიტაბის სომხები გადაასახლეს და კარამანუკიანი ოჯახთან ერთად სირიის უდაბნოში გადაიყვანეს, ისინი ჩავიდნენ ჰამაში და საბოლოოდ დასახლდნენ ალეპოში, ოსმალეთის სირიაში. [2] მან ადრეული განათლება მიიღო ატენგანში და ალეპოს ჰაიგაზიან ლიცეუმში, რომელიც დაამთავრა 1923 წელს. [2] 1924 წელს მოკლე დროის განმავლობაში იყო სტომატოლოგი ამის შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ალეპოში ძმები მარისტების კოლეჯში.

1932 წელს, კარამანუკიანი ჩაირიცხა დამასკოს სირიის სამხედრო აკადემიაში და სპეციალიზირდა არტილერიაში. 1934 წელს აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი გადაიყვანეს საფრანგეთში გამოყენებითი არტილერიის სკოლაში, სადაც გაიარა დამატებითი მომზადება 1938 წლიდან 1939 წლამდე [3] მან განაგრძო სწავლა École spéciale militaire de Saint-Cyr-ში, რომელიც დაამთავრა 1945 წელს ოფიცრის წოდებით. [2]

სირიაში დაბრუნებული კარამანუკიანი მიიღეს ახლად შექმნილ სირიის არმიაში, სადაც პასუხისმგებელი იყო სხვადასხვა თანამდებობებზე. მან მონაწილეობა მიიღო არაბეთ-ისრაელის პირველ ომში კუნეიტრას ფრონტზე, როგორც სირიის საარტილერიო პოლკის ლიდერი. [4] [5] 1949 წლიდან 1957 წლამდე ის გახდა სირიის არმიის არტილერიის მთავარი მეთაური. ამ თანამდებობაზე ყოფნისას 1956 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. მოგვიანებით გადაიყვანეს ვაშინგტონში. [2] საზღვარგარეთ ერთი წლის გატარების შემდეგ 1958 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგა და საჯარო კარიერა წამოიწყო. იმავე წელს იგი დაქორწინდა ჰასმიგ მეღრიგიანზე, სომეხ ამერიკელზე ნიუ-იორკიდან.

ის პარლამენტის წევრი გახდა 1961 წელს, როგორც დამოუკიდებელი წარმომადგენელი ალეპო. ხანმოკლე პოლიტიკური კარიერის განმავლობაში აირჩიეს ეროვნული თავდაცვის კომისიის წევრად. თუმცა, ქვეყანაში მზარდი არასტაბილურობის გამო, ის 1964 წელს გადადგა პოლიტიკური სფეროდან, რათა განათლების მიღება გაეგრძელებინა.

1964 წელს კარამანუკიანი დაუბრუნდა სამეცნიერო მოღვაწეობას. ის დაესწრო სამართლის კურსებს ბეირუთის სენტ-ჯოზეფ უნივერსიტეტში და დაამთავრა სამართლის ხარისხით. შემდეგ იგი მიიღეს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. განაგრძო სადოქტორო სწავლა და საბოლოოდ აიღო სამართლის დოქტორის ხარისხი, 1972 წელს. მისი დისერტაცია ეხებოდა სამხედრო სამსახურსა და უცხოელებს, განსაკუთრებით ფრანგულ-სომხურ ლეგიონს. [2]

ახდა შეერთებული შტატების მოქალაქე 1990 წელს.

მთიანი ყარაბაღის ომის დროს მან მოინახულა სხვადასხვა საბრძოლო ფრონტი. იგი განსაკუთრებით აღფრთოვანებული იყო კალბაჯარის ბრძოლაში სომხების გამარჯვებით. სიცოცხლის ბოლო თვეებში კარამანუკიანმა იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო და მოინახულა მეგობრები და ოჯახი სირიაში, სომხეთში, საფრანგეთსა და ლიბანში. შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ ის მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა ფორტ ლიში, ნიუ-ჯერსიში 1996 წლის 23 დეკემბერს [6] მისი ნებით, ნეშტი ალეპოსა და სომხეთში გადაასვენეს. სომხეთში მისი ნეშტის ნაწილი ერევანში, ძმის ლევონის გვერდით დაკრძალეს. ალეპოში მისი ნეშტი ადგილობრივ სომხურ ეკლესიაში დაკრძალეს. მის დაკრძალვას მრავალი მაღალი თანამდებობის პირი და წარჩინებული ესწრებოდა.

ჯილდოები რედაქტირება

არამ კარამანუკიანმა მედლები მიიღო ეგვიპტიდან, სომხეთიდან, ლიბანიდან, სირიიდან და საფრანგეთიდან. მათ შორისაა: [3]

  • კილიკიის რაინდების მედალი (სომხური)
  • ნერსეს შნორალის მედალი (სომხური)
  • Croix de Guerre (ფრანგ.)
  • საპატიო ლეგიონის ორდენი (ფრანგ.)
  • ღირსების ორდენი (ლიბანური)
  • პალესტინის ომის მედალი (სირიული)
  • სამოქალაქო ღირსების ორდენი (სირიული)
  • სამხედრო ღირსების ორდენი (სირიული)

სქოლიო რედაქტირება

  1. Adalian, Rouben Paul (2010) Historical dictionary of Armenia, 2nd, Lanham, MD: Scarecrow Press, გვ. 445. ISBN 978-0810874503. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Karamanoukian, Hasmik (1998) Զօրավար Արամ Գարամանուկեանի կեանքն ու գործը. Mayreni Publishing. ISBN 9780965371865. Karamanoukian, Hasmik; Kazanchian, Garbis (1998). Զօրավար Արամ Գարամանուկեանի կեանքն ու գործը (in Armenian). Mayreni Publishing. ISBN 9780965371865.
  3. 3.0 3.1 „Սուրիական բանակի հայ զորավարները“ (Armenian). AADmag. 9 November 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 December 2014. ციტირების თარიღი: 4 September 2015. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება) (in Armenian). AADmag. 9 November 2014. Archived from the original დაარქივებული 2014-12-02 საიტზე Wayback Machine. on 2 December 2014. Retrieved 4 September 2015. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "aadmag" defined multiple times with different content; $2
  4. „آرام كارامانوكيان، من الضباط الأوائل المؤسسين للجيشالسوري“ (Arabic). Khabar Armani. 3 September 2015."آرام كارامانوكيان، من الضباط الأوائل المؤسسين للجيشالسوري" (in Arabic). Khabar Armani. 3 September 2015.
  5. „في عيد تأسيس الجيش الضباط القادة الأرمن في الجيش العربي السوري“ (Arabic). Aztag. 1 August 2012.
  6. „Death Elsewhere“. The Baltimore Sun. 28 December 1996.