არაბული ქვიშის გაზელი

(გადამისამართდა გვერდიდან არაბული ქვიშის ქურციკი)

არაბული ქვიშის გაზელი, არაბული ქვიშის ქურციკი (ლათ. Gazella marica, ყოფილი Gazella subgutturosa marica) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. გავრცელებულია არაბეთისა და სირიის უდაბნოებში. დღეისათვის იზოლირებული პოპულაციები შემორჩა საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ომანში და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, მცირე პოპულაციები აღინიშნება ქუვეითში, ერაყში, იორდანიასა და სირიაში. შეფასებულია, რომ ველურ ბუნებაში ამ სახეობის ინდივიდთა საერთო რაოდენობა 3000-ზე ნაკლებია. გაცილებით მეტია ტყვეობაში, რეზერვებში და გამრავლების პროგრამებში, სავარაუდოდ 100 000-მდე.[1]

არაბული ქვიშის გაზელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gazella marica (Thomas, 1897)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 8977

ბოლო დრომდე არაბული ქვიშის გაზელი ქურციკის (Gazella subgutturosa) ქვესახეობად ითვლებოდა. 2010 წლის გენეტიკურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ მათ განსხვავებული მოდგმა (გენეალოგია) აქვთ[2] და ამიტომ დღეს ისინი ცალ-ცალკე სახეობებია.[1] სხვა, 2012 წლის კვლევამ აჩვენა, რომ არაბულ ქვიშის გაზელს ახლო ნათესაური კავშირი აქვს ატლასის (Gazella cuvier) და ქვიშის ქურციკებთან (Gazella leptoceros), შესაძლოა მათი ერთ სახეობაში გაერთიანება.[3]

  1. 1.0 1.1 IUCN SSC Antelope Specialist Group (2017). „Gazella marica“. IUCN Red List of Threatened Species. doi:10.2305/iucn.uk.2017-2.rlts.t8977a50187738.en. ციტირების თარიღი: 2018-08-02. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
  2. Wacher, Timothy; Wronski, Torsten; Hammond, Robert L.; Winney, Bruce; Blacket, Mark J.; Hundertmark, Kris J.; Mohammed, Osama B.; Omer, Sawsan A.; Macasero, William (2010-11-27). „Phylogenetic analysis of mitochondrial DNA sequences reveals polyphyly in the goitred gazelle (Gazella subgutturosa)“. Conservation Genetics (ინგლისური). 12 (3): 827–831. doi:10.1007/s10592-010-0169-6. ISSN 1566-0621.
  3. Hassanin, Alexandre; Delsuc, Frédéric; Ropiquet, Anne; Hammer, Catrin; Jansen van Vuuren, Bettine; Matthee, Conrad; Ruiz-Garcia, Manuel; Catzeflis, François; Areskoug, Veronika (2012). „Pattern and timing of diversification of Cetartiodactyla (Mammalia, Laurasiatheria), as revealed by a comprehensive analysis of mitochondrial genomes“. Comptes Rendus Biologies. 335 (1): 32–50. doi:10.1016/j.crvi.2011.11.002. ISSN 1768-3238. PMID 22226162.