არაბულები — ხევსურული წარმოშობის გვარი. გვარი „არაბული“ კაცის სახელი „არაბასაგან“ მოდის. გადმოცემით ასე რქმევია ხევსურეთის სოფელ გუდანის მოსახლის ერთ-ერთ შვილს. მის ჩამომავლებს ეწოდებოდათ: არაბაური-არაბაული-არაბული.მათ ადრე უცხოვრიათ ხევსურეთის არაგვის სათავეებთან — ზეისტეჩოს, წინხადუს, ბაცალიგოს და სხვა სოფლებში. ამ გვარის უძველეს განაყრებად იხსენიებიან: ველგუჯა, რკინა, ბიჩინაგა და ჩუჩაყი, რომელთა შემდგომ მოდგმამ ცალ-ცალკე ქვეგვარი (ფრატრია) წარმოშვა. ისინი ახალ-ახალ ადგილებს იკავებდნენ ჯერ ხევსურეთის არაგვის ხეობაში, შემდეგ კი XVII-XVIII საუკუნეებში ხევის, გუდამაყრის, ერწო-თიანეთისა და ახმეტის ტერიტორიებზე. XIX-XX საუკუნეებში დასახლდნენ, აგრეთვე საგარეჯოს, თელავისა და დედოფლისწყაროს რაიონებში.

ქვეგვარებში (ფრატრიებში) წარმოიშვა ცალკეული სახლიდან (ცეცხლიდან) განაყოფ ოჯახთა ჯგუფები, რომელთაც ხევსურები „სახლისკაცებს“ ან „მამიშვილობას“ უწოდებდნენ. ეს მამიშვილობები, ტერიტორიული სიშორის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებდნენ ერთმანეთთან სისხლისმიერ ნათესაობას და საგვარო თემს ქმნიდნენ.

არაბულების მთავარი ღვთაებები იყო „პირქუში“ (სოფ. ბაცალიგოს) და „სახეთო“ (ზეისტეჩოს და გუდანში), რომელთაც შემდეგ შეუერთდა ან ჩაენაცვლა ქრისტიანული: წმ. სამების, ღვთისმშობლის, მთავარანგელოზის, წმ. გიორგისა და სხვა კულტები.

არაბულების ხევსურეთის გარეთ გასახლების შემდეგ მათგან წარმოიშვა ახალი გვარები, მაგ. ფიცხელაური (გუდამაყარში, ხევში, კახეთში...), ბიჩინაგაური (დუშეთში), ხიტალიშვილი (სოფ. ხიტალედან წასული ერთ-ერთი რკინაულისაგან, სოფელ არანისში). ფიცხელაურების ჩამომავლებმა მიიღეს ახალი გვარები: ფაშურიშვილი, ბერიკაშვილი (თიანეთში), ძამსაშვილი-ცამციშვილი (კახეთში, სოფ. ვაჩნაძიანი) და სხვა.

1995 წლის მონაცემით არაბულების გვარი ითვლიდა 2903 კაცს.

გვარის განშტოება

რედაქტირება
საგვარეულო ძირი ძველ მამად დაყოფა ახალ მამად დაყოფა
საარაბულო სარკინაულო
რკინაული
A. ბალაურნი (ვირისცალანი) ა. მანგიანი, ბ. ატაბურანი, გ. გოგოთურანი, დ. სისკარანი, ე. მწარიანი, ვ. ბეენანი, ზ. აკანი — სოფ. უკანხადუ.
საარაბულო სარკინაულო
რკინაული
B. თემროზაულნი ა. ადიანი, ბ. თემროზიანი, გ. თადიაურნი და დ. ხოლმოკლიანი (1. ადიანი, 2. ბეკიანი, 3. ბახალანი, 4. ფანცქალანი) — სოფ. ჩირდილი; ე. ჯეგვედანანი — სოფ. ზეისტეჩო; ვ. ხირჩლანი — სოფ. უსტამალა; ზ. ნაოგურანი — სოფ. ორბეულთა.
საარაბულო საჩუჩაყეურო
ჩუჩაყაური
A. თინიბექაურნი ა. ალდიანი (1. კვირიკანი, 2. კურდღელიკანი, 3. გაგანი), ბ. თინიბექნი (1. ვეშაგურნი, 2. აშიხანი) და გ. შიშნიანი (1. კუკუნანი, 2. გაგუანი) — სოფ. ბაცალიგო.
საარაბულო საჩუჩაყეურო
ჩუჩაყაური
B. ბუღნიაურნი ა. ომანი (1. თაძიკურანი, 2. ნუნუანი), ბ. თათუანი — სოფ. ბაცალიგო; გ. მგელიკანი (ეშმაწიქანი) — სოფ. ჩხუბა; დ. გამრეკელანი — სოფ. აყნელი და ჩხუბა.
საარაბულო საჩუჩაყეურო
ჩუჩაყაური
C. ხოშორაულნი ა. ბაკურანი, ბ. ველისანი, გ. ბერდიანი — სოფ. მისახი.
საარაბულო საჩუჩაყეურო
ჩუჩაყაური
D. ციხელაურნი ა. ადიონა — სოფ. ბარისახო; ბ. მანგიურა, გ. გორელაური — სოფ. დათვისი.
საარაბულო საჩუჩაყეურო
ჩუჩაყაური
E. ფიცხელაურნი ა. მილხანი — სოფ. აყნელი, ბ. ალუდიკანი — სოფ. აყნელი და ბაკურხევი, გ. გამრეკელანი — სოფ. ოხერხევი და აყნელი, გ. ღერენანი — სოფ. ოხერხევი, დ. ტუჩუფერანი — სოფ. ოხერხევი, ე. ფაშურნი — სოფ. ოხერხევი, ვ. მარტიანი — სოფ. აჭეხა და ბაკურხევი, ზ. თინიბექნი — სოფ. მოწმაო (1. თინიბექნი, 2. ურჯუკანი, 3. ხარანი), თ. კუკუანი, ი. კოტორანი (ნახშირაულნი) — სოფ. ოხერხევი.
საარაბულო საჩუჩაყეურო
ჩუჩაყაური
F. არაბანი სოფ. ჩირდილი.
საარაბულო საველგუჯაურო
ველგუჯაური
A. ველგუჯაურნი ა. ობოლქვრივნი — სოფ. გველეთი; ბ. მგელანი — სოფ. გველეთი; გ. უცხვირონი — სოფ. გველეთი; დ. კუკუანი — სოფ. გველეთი; ე. იმედურანი — სოფ. გველეთი; ვ. ბაბუანი — სოფ. წინხადუ; ზ. სუმბატანი — სოფ. წინხადუ
საარაბულო საველგუჯაურო
ველგუჯაური
B. ბარისახვანი ა. შეშუალა, ბ. ობოლანი და გ. დიდანი — სოფ. ბარისახო (ნაწილი თეთრ წყლებში — პანტიანში).
საარაბულო საველგუჯაურო
ველგუჯაური
C. კავკავანი ა. ახალანი — სოფ. ბარისახო; ბ. მამუკანი — სოფ. ბარისახო; გ. ჯურხაულნი — სოფ. ერწოში.
საარაბულო საბიჩინაგურო
ბიჩინაგური
A. იმედანი ანუ იმედურანი ა. ჯაოხანი, ბ. შალვანი, გ. იდიათანი, დ. თოხოლჩანი, ე. ადუანი, ვ. ბაბალანი და ზ. უთურანი — სოფ. ზეისტეჩო.
საარაბულო საბიჩინაგურო
ბიჩინაგური
B. დევანი ა. დავითაურნი — სოფ. ჭალა და უსტამალა; ბ. წვრილფეხნი (1. შვიდხინკალანი, 2. იანი) — სოფ. დათვისი.
საარაბულო საბიჩინაგურო
ბიჩინაგური
C. მარაისძენი ა. სარდონანი, ბ. მთიბელანი, გ. გეჩურანი, დ. გაგიელანი, ე. მარაისძენი, ვ. ბერაიშვილი და ზ. თოთელანი — სოფ. დათვისი, ესაჩუ, ართხმო, ჯუთა.
საარაბულო საბიჩინაგურო
ბიჩინაგური
D. თილილანი ა. ივანანი — სოფ. დათვისი და ხორიელი; ბ. ქურსიკანი — სოფ. ჯუთა; გ. აპარეკანი — სოფ. ჯუთა.
საარაბულო საბიჩინაგურო
ბიჩინაგური
E. თამარისძენი ა. უთურანი — სოფ. ჯუთა; ბ. იმედანი — სოფ. ხორიელი, საჩუ და ჯუთა; გ. ბაბალანი — სოფ. ხორიელი და ჯუთა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „განათლება, მეცნიერება, ბიზნესი“, თბ., 2002 ნოე.