ვასილ არაბიძე

(გადამისამართდა გვერდიდან არაბიძე, ვასილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არაბიძე.

ვასილ (ვასო) ოქროპირის ძე არაბიძე (დ. 21 თებერვალი, 1881, ზესტაფონი — გ. 8 აგვისტო, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე.

ვასილ არაბიძე
დაბადების სახელი ვასილ არაბიძე
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1881
ზესტაფონი
გარდაცვალების თარიღი 8 აგვისტო, 1951 (70 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდა ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1902 წელს გადაასახლეს, საიდანაც გაიქცა და მოხვდა მოსკოვში. იქ მან შეადგინა მებრძოლთა რაზმი, რომელიც აქტიურად იბრძოდა 1905 წლის რევოლუციის ბარიკადებზე. ამ დროს დაუახლოვდა სახელგანთქმულ რუს მომღერალს თედორე შალიაპინს.

1908 წლიდან მუშაობდა პროფესიულ თეატრში, ასრულებდა სახასიათო და დრამატულ როლებს. 1916 წელს ითამაშა პირველ ქართულ მხატვრულ ფილმ „ქრისტინეში“, უფრო გვიან – ფილმებში: „სურამის ციხე“ (1921), „მამის მკვლელი“ (1924), „ბელა“ (1927), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1934), „დავით გურამიშვილი“ (1946) და სხვა.

ვასილ არაბიძე თავის მეუღლესთან ცაცა ამირეჯიბთან ერთად დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება