ანძავის ციხე
ანძავის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, ციხესიმაგრე თურქეთის რესპუბლიკაში, ტაო-კლარჯეთში. ანძავის ციხეს-სიმაგრე აგებულია მაღალ და საკმაოდ მიუდგომელ კლდეზე. ციხე-სიმაგრის ადგილზე შეინიშნება კოშკიც, ანძავის ციხის კომპლექსის გალავნის დიდი ნაწილი დანგრეულია. ციხე-სიმაგრე გადაჰყურებს მდინარე ანძავისწყალსა და მის შენაკადს, კინეპოსისწყალს, ანძავის ციხემდე მისასვლელი გზა დღეს ძლიერ არის დაზიანებული, რის გამოც ციხე-სიმაგრესთან მისვლა მნიშვნელოვნად არის გაძნელებული და გამოცდილი ალპინისტის გარეშე იქ ასვლა საკმაოდ რთულია.
შესწავლის ისტორია
რედაქტირებაანძავის ციხის შესახებ მასალები მწირია. აღნიშნული ციხე-სიმაგრე თავისი ექსპედიციის ფარგლებში მოინახულა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილმა. ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობა ერთ-ერთი პირველია, რომელიც საგანგებოდ ეხება ანძავის ციხეს და აღგვიღწერს იმ გარემოს, რაც XX საუკუნის დასაწყისში იყო ციხის ირგვლის. მკვლევარის სხვა დაკვირვებებიც უთუოდ ყურადსაღებია. 1907 წლის მოგზაურობის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერში ექვთიმე წერს:
ტოპონიმები
რედაქტირებაანძავის ოდნავ სახეშეცვლილი, მაგრამ გვიანდელი ფორმაა „ანზავი“. თავად ტერმინი „ანძავი“ უფრო არქაულია და დაფიქსირებულია 1516 წლის ქართლის კათალიკოსის საყდრის მამულების ნუსხაში, რომელსაც ის სხვადასხვა ფორმით ფლობდა მესხეთის ტერიტორიაზე. ბუნებრივია, ტოპონიმი დაკავშირებულია ადგილობრივ, ტაოში გავრცელებულ, სხვა ტოპონიმიასთან, რომელთა დიდი ნაწილი ქართული, სომხური, ბერძნული და თურქული წარმოშობისაა. ეს უკანასკნელი უფრო XVI საუკუნის შუა წლებიდან ვრცელდება ამ მხარეში, ანუ როდესაც ქართველთა მფლობელობა ოსმალურმა ჩაანაცვლა. აქედან გამომდინარე ძველი ტოპონიმები, მათ შორის ტერმინი „ანძავი“, თურქული წარმოშობის არ არის.
ისტორია
რედაქტირებაანძავის კოპლექსის შესახებ საისტორიო წყაროებში ძალიან მწირი ინფორმაციაა დაცული. არსებული ქართული საისტორიო წყაროები ანძაველებს XVI საუკუნის დასაწყისში მოისხსენიებენ. ამ ცნობიდან ჩანს, რომ XV-XVI საუკუნეებისთვის ანძვის ციხე-სიმაგრე ოდესღაც ამავე სახელწოდებიდან მომდინარე ფეოდალური გვარის ანძაველების, ხელში ყოფილა. ანძავიდან წარმოდგება საგვერეულო - ანძაველი. ანძაველები ტაოს მსხვილი ფეოდალები არიან, ხოლო თავად ანძავის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამავე მხარეში, მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარმოადგენდა საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ მძლავრს საფორტიფიკაციო ნაგებობას, ტაოს მხარესთვის, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოა, ხოლო ანძაველთა გავლენა ამავე მიწაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 3, თბ. 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
- ექვ. თაყაიშვილი. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლაოლთისში და ჩანგლი 1907 წელს. პარიზი. 1938, გვ.7.
- სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.) ტექსტების პუბლიკაცია, გამოკვლევები და საძიებლები ქრ. შარაშიძისა. თბ 1961, გვ 35: ქართული სამართლის ძეგლები. III. ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ. თბ. 1970. გვ244.
- სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.), გვ31-35: ქართული სამართლის ძეგლები. III. გვ242-244