საფორტიფიკაციო ნაგებობა
საფორტიფიკაციო ნაგებობა — ნაგებობა, რომელიც გათვალისწინებულია იარაღის, სამხედრო ტექნიკის, ჯარის, სამართავი პუნქტებისა და სხვათა შესანიღბად და ბრძოლაში უკეთ გამოსაყენებლად. აგრეთვე ჯარის, მოსახლეობისა და ქვეყნის ზურგში განლაგებული ობიექტების დასაცავად მოწინააღმდეგის გამანადგურებელ საშუალებათაგან. საფორტიფიკაციო ნაგებობათა კონსტრუქციებსა და მათი აგებისა და გამოყენების ხერხებს ამუშავებს ფორტიფიკაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 153.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საფორტიფიკაციო ნაგებობები — nplg.gov.ge