ანრი-პიტიეს ეროვნული პარკი

ანრი-პიტიევენესუელის უძველესი ეროვნული პარკი. შეიქმნა 1937 წელს. ცნობილია ფრინველთა სამყაროს მრავალფეროვნებით. მისი ეკოსისტემა იცვლება ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით.

ანრი-პიტიეს ეროვნული პარკი

Parque Nacional Henri Pittier

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ანრი-პიტიეს ეროვნული პარკი
მდებარეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა
უახლოესი ქალაქი მარაკაი
კოორდინატები 8°19′48″ ს. გ. 66°37′58″ დ. გ. / 8.33000° ს. გ. 66.63278° დ. გ. / -8.33000; -66.63278
ფართობი 1078 კმ²
დაარსდა 1937
მმართველი ორგანო ვენესუელის პარკების ეროვნული ინსტიტუტი

თავდაპირველად პარკს რანჩო-გრანდე ერქვა, მაგრამ შემდეგში, შვეიცარიელი ბიოლოგისა და პარკის შექმნის ხელშემწყობის, ანრი პიტიეს პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა. ანრი-პიტიე ვენესუელაში 1917 წელს ჩავიდა და მოახდინა ქვეყნის 30 000-ზე მეტი მცენარეთა სახეობის კლასიფიკაცია. მან მტკიცედ გადაწყვიტა რამდენიმე წელი მიეძღვნა დღევანდელი პარკის ტერიტორიის ფლორისა და ფაუნის შესწავლისთვის.

ეროვნული პარკის ფართობი 1078 კმ²-ს შეადგენს და მდებარეობს არაგუის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში. მოიცავს მისი სანაპირო ზოლის უდიდეს ნაწილს და კარაბობოს შტატის მთიან არეალს. ესაზღვრება სან-ესტებანის ეროვნულ პარკს.

პარკი შედგება ორი გეოგრაფიული სისტემისგან,პირველი მათგანია ფრიალო მთების ზონა, სადაც 500-ზე მეტი სახეობის ფრინველია გავრცელებული, რომელთაგან 22 ენდემურია. პარკში გაედინება 9 მდინარე და გამოირჩევა ფლორის დიდი მრავალფეროვნებით. მეორე სისტემას წარმოადგენს სანაპირო ზონა უბებით, პლაჟებითა და კურორტებით, რომელთაც უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი გააჩნიათ.

ეკოლოგიური მნიშვნელობის გარდა, დიდია პარკის, როგორც წყლის სერიოზული მარაგის მნიშვნელობა, რომლითაც მარაგდება გარშემო მდებარე ქალაქები. პარკის ტერიტორიაზე მოყავთ ერთ-ერთი საუკეთესო კაკაო მთელ მსოფლიოში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება