მარაკაი (ესპ. Maracay) — ქალაქი ვენესუელაში, არაგუის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. 2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 1 767 217 ადამიანს.

ქალაქი
მარაკაი
Maracay
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი არაგუა
კოორდინატები 10°14′49″ ჩ. გ. 67°35′46″ დ. გ. / 10.24694° ჩ. გ. 67.59611° დ. გ. / 10.24694; -67.59611
დაარსდა 1701 წ, 5 მარტი
ფართობი 911,57 კმ²
ცენტრის სიმაღლე 436
მოსახლეობა 1 767 217 კაცი (2008)
სატელეფონო კოდი 243
საფოსტო ინდექსი 2101, 2102, 2103, 2104
ოფიციალური საიტი alcaldiagirardot.gob.ve
მარაკაი — ვენესუელა
მარაკაი

მარაკაი ვენესუელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამრეწველო და სავაჭრო ცენტრია. აქ იწარმოება ქაღალდი, ქიმიკატები, ტექსტილი, თამბაქო, ცემენტი, საკვები პროდუქტები და ა. შ.

ქალაქი 1701 წლის 5 მარტს ეპისკოპოსმა დიეგო ბანიოს ი სოტომაიორმა დააარსა. ყველაზე უფრო მისაღები განმარტების თანახმად, სახელი ეწოდა ადგილობრივი მმართველის გამო, რაც „პატარა ვეფხვს“ ნიშნავს. მარაკაი მნიშვნელოვნად გაიზარდა ხუან ვისენტე გომესის დიქტატორული რეჟიმის დროს (1908 - 1935). ამ პერიოდში აქ მდებარეობდა დიქტატორის რეზიდენცია. მისივე ბრძანებით აშენდა ტრიუმფალური თაღი, ხარის მოედანი, ოპერა, ზოოპარკი და ყველაზე გამორჩეული — ოტელ-ხარდინი (ესპ. Hotel Jardínბაღის სასტუმრო), დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ღორსშესანიშნაობა უზარმაზარი ბაღებითურთ. ქალაქში მდებარეობს გომესის მავზოლეუმი, სადაც დიქტატორის ნაწილები ინახება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება