არაგუის შტატი
არაგუა (ესპ. Estado Aragua) — შტატი ვენესუელაში, ჩრდილოეთ-ცენტრალურ რეგიონში. მის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ვაკეები, ჯუნგლები და კარიბის ზღვის სანაპიროები. აქვე მდებარეობს ვენესუელაში პირველი ეროვნული პარკი ანრი-პიტიე.
შტატიდ დედაქალაქია მარაკაი, ხოლო სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორისაა — ტურმერო და ელ-ლიმონი.
არაგუის შტატის მთლიანი ფართობი 7 014 კმ²-ს შეადგენს. 2001 წლის მოსახკლეობის აღწერაზე დაყრდნობით, 2007 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობას 1 665 200 ადამიანისთვის უნდა მიეღწია.
ასევე არაგუა ერქვა ვენესუელურ გამანადგურებელს, რომელიც მესამე გამანადგურებელი დანაყოფის ლიდერი იყო და მისნაირებს შორის პირველი იყო, რაც კი ბრიტანელებმა 1950-იან წლებში ვენესუელის საზღვაო ძალებისთვის შექმნეს.
გეოგრაფია
რედაქტირებაშტატს ჩრდილოეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა, მის საპირისპიროდ კი ცენტრალური კორდილიერის მასივი, სადაც მდებარეობს 2 400 სიმაღლის მწვერვალი კოდასი. დარჩენილი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ნაყოფიერ ველებს, რომლებიც ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოიყენება, გარდა უკიდურესი სამხრეთ ნაწილისა, სადაც წარმოდგენილია ცენტრალური ლიანოსის რეგიონის დაბლობი. დასავლეთით ესაზღვრება ვალენსიის ტბა.
შტატის მთავარი მდინარეებია არაგუა, გუარიკო, ლიმონი, ტუი, პაო და ტურმერო. ისინი ძირითადად ვალენსიის ტბას, კარიბის ზღვას ან მდინარე ორინოკოს ვრცელ ქსელს ერთვიან. აქვე მდებარეობს კატამაგუის რეზერვუარი — კარაკასის წყალმომარაგების ძირითდი ობიექტი.
მუნიციპალიტეტები
რედაქტირებაარაგუის შტატი მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს, ესენია:
მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (2007) |
რუკა |
---|---|---|---|---|
ბოლივარი | სან-მატეო | 58 | 42 295 | |
კატამაგუა | კატამაგუა | 780 | 17 674 | |
ფრანსისკო-ლინარეს-ალკანტარა | სანტა-რიტა | 24 | 135 873 | |
ხირარდოტი | მარაკაი | 302 | 439 947 | |
ხოსე-ანხელ-ლამასი | სანტა-კრუსი | 20 | 33 513 | |
ხოსე-ფელიქს-რიბასი | ლა-ვიქტორია | 419 | 156 139 | |
ხოსე-რაფაელ-რევენგა | ელ-კონსეხო | 192 | 49 593 | |
ლიბერტადორი | პალო-ნეგრო | 52 | 87 520 | |
მარიო-ბრისენიო-ირაგორი | ელ-ლიმონი | 53 | 103 269 | |
ოკუმარე-დე-ლა-კოსტა-დე-ორო | ოკუმარე-დე-ლა-კოსტა | 340 | 9 605 | |
სან-კასიმირო | სან-კასიმირო-სე-გუირიპა | 498 | 26 030 | |
სან-სებასტიანი | სან-სებასტიანი | 491 | 22 906 | |
სანტიაგო-მარინიო | ტურმერო | 497 | 191 731 | |
სანტოს-მიჩელენა | ლას-ტეხერიასი | 220 | 44 409 | |
სუკრე | კაგუა | 76 | 120 302 | |
ტოვარი | კოლონია-ტოვარი | 225 | 17 429 | |
ურდანეტა | ბარბაკოასი | 2 024 | 21 270 | |
სამორა | ვილია-დე-კურა | 649 | 145 742 |