გუარიკო
გუარიკო (ესპ. Río Guárico) — მდინარე ვენესუელაში, გუარიკოს შტატში. მიედინება ცენტრალური ლიანოსის ტერიტორიაზე. სათავე აქვს კორდილიერა-დე-ლა-კოსტას მთიან რაიონში, ზღვის დონიდან 770 მ სიმაღლეზე. სიგრძე 525 კილომეტრი. მდინარეზე მდებარეობს ამავე სახელწოდების წყალსაცავი. მდინარე გუარიკო ვრცელდება მდინარე ორინოკოს აუზში და ერთვის მდინარე აპურეს. გუარიკოს ერთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაკადი, რომელთაგან აღსანიშნავია: ორიტუკო და მემო.
გუარიკო | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
სათავე | კორდილიერა-დე-ლა-კოსტა |
სიგრძე | 525 კმ |
![]() |
წყლის ხარჯი 81.000 მ³/წმ.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- მდინარე გუარიკო დაარქივებული 2011-02-03 საიტზე Wayback Machine.