ანზორ კიკნაძე (დ. 26 მარტი, 1934, ბადიაური, საგარეჯოს რაიონი — გ. 17 ნოემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ძიუდოისტი. XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1964, ტოკიო),[3] მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 64, 65, 66), ორგზის მეორე პრიზიორი (1967, 68), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1963, 64, 65, 66), სსრ კავშირის ხუთგზის ჩემპიონი სამბოში (1961-65), საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1959–62, 64). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). პირველი საბჭოთა ძიუდოისტი, რომელსაც სდო-ს წოდება მიენიჭა. დაიღუპა 1977 წელს ავტოკატასტროფაში.[4]

ანზორ კიკნაძე

ანზორ კიკნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ანზორ კიკნაძე
სრული სახელი ანზორ ლევანის ძე კიკნაძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 26 მარტი, 1934
დაბ. ადგილი ბადიაური, საგარეჯოს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 17 ნოემბერი, 1977 (43 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
სიმაღლე 182 სმ
წონა 105 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სახეობა ძიუდო
კლუბი დინამო (სპორტსაზოგადოება) თბილისი
მწვრთნელი ქრისტეფორე ნინიაშვილი[1][2]
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო ტოკიო 1964 +80 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაო რიო-დე-ჟანეირო 1965 აბსოლუტური
ბრინჯაო სოლტ-ლეიკ-სიტი 1967 +93 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ესენი 1962 აბსოლუტური
ოქრო ბერლინი 1964 აბსოლუტური
ოქრო მადრიდი 1965 აბსოლუტური
ოქრო ლუქსემბურგი 1966 აბსოლუტური
ვერცხლი რომი 1967 აბსოლუტური
ვერცხლი ლოზანა 1968 +93 კგ.

მიღწევები

რედაქტირება

სსრკ ჩემპიონი სამბოში: 1961, 1962, 1963, 1964, 1965

საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში: 1959, 1960, 1961, 1962, 1964
ანზორ კიკნაძის შედეგები 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:

  • I წრე, ჯგუფი: იობ გუველეუ (ჰოლანდია) - მოგება
  • I წრე, ჯგუფი: ჰერბერტ ნიმანი (გდრ) - მოგება
  • 1/4-ფინალი: თავისუფალი იყო
  • 1/2-ფინალი: ისაო ინოკუმა (იაპონია) - წაგება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ქრისტეფორე ნინიაშვილი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2021
  2. Христофор Ниниашвили. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2021
  3. XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, 10-24 ოქტომბერი. ტოკიო, იაპონია. საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (25 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2021
  4. ანზორ კიკნაძე. mematiane.ge. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2021