ანაპის აეროპორტი
ანაპის აეროპორტი (რუს. аэропорт Анапа) ასევე ცნობილი, როგორც ვიტიაზევოს აეროპორტი (რუს. аэропорт Витязево) — საერთაშორისო აეროპორტი. მდებარეობს სოფელ ვიტიაზევოს მახლობლად, ანაპაში, რუსეთში. აეროპორტი ემსახურება როგორც საკურორტო ქალაქ ანაპის, ისე ნოვოროსიისკისა და ტემრიუკის მოსახლეობას, საერთო ჯამში 400 000-ზე მეტ ადამიანს. ანაპის აეროპორტი სოჭის აეროპორტთან, გელენჯიკის აეროპორტთან და კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად კომპანია „Basel Aero“-ს დაქვემდებარებაშია.[1] 2013 წელს ანაპის აეროპორტის წლიურმა მგზავრთბრუნვამ 739 637 ადამიანი შეადგინა.[2] ანაპის აეროპორტი რუსეთის 30 საუკუეთესო ბიზნეს-აეროპორტს შორისაა. აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის მარტში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდა.[3]
ისტორია
რედაქტირება1934 წელს კრასნოდარიდან ანაპის მიმართულებით პირველი სამგზავრო ფრენები დაინიშნა. 1960 წელს აეროპორტმა Antonov an-2-ით რეგულარული ფრენები დაიწყო. ფრენები კრასნოდარის, ნოვოროსიისკისა და გელენჯიკის მიმართულებით ხორციელდებოდა. აეროპორტის პერსონალის რაოდენობა 10 ადამიანს არ აღემატებოდა და მხოლოდ ერთი რადიო სადგური ჰქონდა, რომელიც ფრენების ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. 1965 წელს ანაპის აეროპორტის შენობა აიგო (დღეისთვის ამ ნაგებობაში პიერველადი სამედიცინო სადგურია მოწყობილი). აეროდრომი An-2 ტიპის თვითმფრინავის აფრენა-დაფრენისთვის იყო განკუთვნილი. აეროპორტის ფრენათა დანიშნულების ადგილები გაფართოვდა მოსკოვის, ქერჩის. დონეცკის, ხარკოვისა და სოხუმის მიმართულებით. მგზავრთა რაოდენობის ზრდის გამო აეროპორტი ანაპის გარეუბანში, სოფელ ვიტიაზევოს მახლობლად გადაიტანეს. ახალ ადგილსამყოფელზე აეროპორტში ფრენის საშუალება მიეცა უფრო დიდ თვითმფრინავებს, როგორიცაა An-10. 1969 წელს ვიტიაზევოს მახლობლად ახალი, 2500 მეტრიანი სიგრძის სამხედრო საფრენი ზოლი აიგო. სამხედრო მიზნების გამო, საფრენი ზოლის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახეს.
1970 წელს ვიტიაზევოს აეროპორტი 100 000 მგზავრს მოემსახურა. 1974 წლის აპრილში An-24 ტიპის თვითმფრინავმა ვიტიაზევოს მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა. იმავე წლის მაისში ჩახო-ს სამხედრო ატაშეთა ჯგუფი გემგავრა მარშრუტით მოსკოვი - ანაპა - მოსკოვი. 1976 წელს ვიტიაზევოს აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა. ახალ აეროპორტს დღის განმავლობაში 50 შიდა აეროპორტიდან 70 ფრენის განხორციელება შეეძლო. 1976 წლის სექტემბერში საჰაერო დისპეტჩერის შეცდომის გამო ანაპას მახლობლად ორმა თვითმფრინავმა - An-24 და Yak-40 - კატასტროფა განიცადა, რასაც 70 ადამიანისსიცოცხლე შეეწირა. 1977 წელს რუსულ საჰაერო ფლოტში ძირითადი საფრენი მოდელები Tu-154 გახდა.
1982 წელს Black Sea Fleet Naval Air Force-ის კუთვნილი An-26-ის ჩამოვარდნას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1998 წელს ანაპის აეროპორტი კრასნოდარის პირველ გაერთიანებულ ჯგუფს გამოეყო და დამოუკიდებელი ერთეული ჰახდა. III კლასის აეროპორტი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის სამოქალაქო ავიაციის მმართველობის ქვეშ იყო. SP-80M დაშვების სისტემის შემუშავების შემდეგ, ანაპის აეროდრომს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის I კატეგორიის სერთიფიკატი მიენიჭა. 1991 წელს 6828 აფრენა-დაფრენის შედეგად აეროპორტი 439 600 ადამიანს მოემსახურა.
პოსტსაბჭოთა პერიოდი
რედაქტირება1993 წელს ანაპის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი მიენიჭა. Austrian Airlines პირველი საერთაშორისო საჰაერო ავიახაზი გახდა, რომლის განყოფილებაც ანაპის აეროპორტში გაიხსნა.
2001 წლიანდ ვიტიაზევოს საერთაშორისო აეროპორტში S7 Airlines-მა დაიწყო ფუნქციონირება.[4] 2005 წლიდან აეროპორტში ელექტრონული ბილეთების სერვისი დაინერგა. იმავე წელს ანაპის აეროპორტს რუსეთის ისტორიული განვითარებაში, „მცირე და საშუალო ბიზნესის“ კტეგორიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის გამო ჯილდოს „Russian National Olympus“ გადაეცა.
2006 წელს S7-ის ბოინგის (VP-BTD) რეისი შესრულდა. 2008 წელს პირველი რეისი შეასრულა S7-ის (VP-BHI) AIRBUS-მაც.[5] მოგვიანებით, იმავე წელს ანაპის აეროპორტს ჯილდო „ყუბანის ეკონომიკური ლიდერი 2007 - ტერიტორიული შეჯიბრის გამარჯვებული“ გადაეცა „საავიაციო ტრანსპორტის“ ინდუსტრიის კატეგორიაში. შემდეგში აეროპორტს კიდევ ერთი ჯილდო „Kuban Transport Olympus“ გადაეცა „სწრაფი განვითარებისა და უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისთვის“.
2010 წელს ფედერალური პროგრამების, „რუსეთის სატრანსპორტო სისტემის განვითარება (2010-2015)“ და „რუსეთის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაცია (2002-2010), შესაბამისად ანაპის აეროპორტის აეროდრომის რეკონსტრუქციის პროგრამა დაამტკიცეს. რეკონსტრუქცია 2010-2012 წლებში ხუთ ეტაპად განხორციელდა.
2011 წელს განახლების სამუშაოების დაწყებიდან პირველი რეისი S7 ბოინგი 737-400-მა შეასრულა, რომელმაც დამოდედოვოდან 125 მგზავრი გადაიყვანა. იმავე წლის დეკემბერში ანაპის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დაიწყო აეროფლოტის Sukhoi Superjet 100-მა.
2012 წელს აეროპორტს ახალი ანგარი დაემატა.2014 წლის იანვარში ანაპის საერთაშორისო აეროპორტი მთლიანად პრივატიზებული გახდა. იმავე წლის აპრილში აეროპორტში სპეციალური გადაუდებელი დახმარების განყოფილება გაიხსნა. ივნისში აეროპორტში სიმფეროპოლის, ყირიმის ნახევარკუნძულის ადმინისტრაციული ცენტრისკენ ფრენები დაინიშნა.[6] 2017 წლის ივნისში ანაპის აეროპორტის ახალი ტერმინალი ამუშავდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Anapa Airport Official website დაარქივებული 2019-10-17 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) (რუსული)
- NOAA/NWS current weather observations
- ASN Accident history for URKA დაარქივებული 2011-05-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Basel Aero დაარქივებული February 26, 2014, საიტზე Wayback Machine. // Basic Element's official website
- ↑ Аэропорты "Базэл Аэро" в 2013 году увеличили пассажиропоток на 13% // Aviaport.ru
- ↑ „New terminal operational at Anapa“. Russian Aviation Insider. 14 July 2017. ციტირების თარიღი: 14 July 2017.
- ↑ "СИБИРЬ" ПРИСТУПАЕТ К ПРОГРАММЕ ПОЛЕТОВ НА ЧЕРНОМОРСКОЕ ПОБЕРЕЖЬЕ РОССИИ დაარქივებული 2012-08-07 საიტზე Wayback Machine. //AVIAPORT.RU
- ↑ В АЭРОПОРТ "АНАПА" ВЫПОЛНЕН ПЕРВЫЙ РЕЙС АВИАКОМПАНИИ S7 AIRLINES НА САМОЛЕТЕ А-319-100 დაარქივებული 2017-08-18 საიტზე Wayback Machine. // AVIARU NETWORK
- ↑ АНАПА ОТКРЫВАЕТ АВИАСООБЩЕНИЕ С СИМФЕРОПОЛЕМ[მკვდარი ბმული]// RIA NOVOSTI