ანაგა
სოფელი საქართველოში
ანაგა[3] — სოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), ალაზნის ველზე. ზღვის დონიდან 400 მ, სიღნაღიდან 6 კმ, წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 9 კმ. ანაგა მიიჩნევა ქიზიყის „ჭიშკრად“.
სოფელი | |
---|---|
ანაგა | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
თემი | ანაგა |
კოორდინატები | 41°39′20″ ჩ. გ. 45°54′33″ ა. გ. / 41.65556° ჩ. გ. 45.90917° ა. გ. |
ფართობი | 8 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 400 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2002[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
საფოსტო ინდექსი | 4201[2] |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2002 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 3222 | 1502 | 1720 |
2014[1] | 2002 | 930 | 1072 |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებასოფელ ანაგის მიდამოებში არის შუა საუკუნეების ეკლესია წმ. ელიასი და თამარის ციხე, ასევე წმ. ნინოს ეკლესია, წმ. ბარბარეს ეკლესია, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, კვირაცხოველის ეკლესია, დედაღვთისმშობლის ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია. სულ ანაგაში დაუზუსტებელი ინფორმაციით 17 ეკლესიაა.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი და მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი.
გალერეა
რედაქტირება-
წარწერა სოფელ ანაგის შესასვლელში
-
წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 419.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ფოსტა — 1805.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II