ამურის ვეფხვი (ლათ. Panthera tigris altaica), აგრეთვე ცნობილი, როგორც უსურიული ვეფხვი, ციმბირის ვეფხვი და ალთაის ვეფხვივეფხვის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ქვესახეობა, რომელიც ბინადრობს შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ – ამურის რეგიონში. მსოფლიოში გავრცელებული ვეფხვის 9 ქვესახეობიდან იგი ყველაზე დიდი ზომისაა და კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდ წარმომადგენლად ითვლება. ეს ვეფხვი ძალზე სწრაფია: თოვლში ავითარებს 80 კმ/სთ-ს და სიჩქარით მხოლოდ ავაზას ჩამოუვარდება. ზრდასრული ხვადების წონა ზოგჯერ 318 კგ-მდე აღწევს. ძუ ვეფხვები შედარებით მომცრონი არიან და 100-167 კგ-ს იწონიან. დიდი ზომის გარდა უსურიის ვეფხვი სხვა ქვესახეობებისგან გამოირჩევა ღია შეფერილობის ბეწვით და უფრო გრძელი ფაფრით — რომელიც ცივ კლიმატთან შეგუების პირობაა. მისი საკვები რაციონი 65-95%-ს ირემი შეადგენს. ნადირობს ასევე: ცხენირემზე, შველზე, ირემლაღზე, ქაბარგასა და გორალზე. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.

ამურის ვეფხვი
Siberian-Tiger.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
გვარი:  პანტერები
სახეობა:  ვეფხვი
ქვესახეობა:  ამურის ვეფხვი
ლათინური სახელი
Panthera tigris altaica
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 EN ka.svgსაფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 15956
არეალი 1886 წლისთვის
Panthera tigris altaica dark world.png

1996 წლისთვის რუსეთში მიახლოებით 470 ვეფხვი იყო. მიახლოებით 10% ცხოვრობს ჩინეთში.

უსურიის ვეფხვის ნახვა თბილისის ზოოპარკშიც იყო შესაძლებელი.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება