ამაღლება (ვანის მუნიციპალიტეტი)
ამაღლება[2] — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ამაღლება და ინაშაური). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე მდინარე კვინისწყალის ორივე ნაპირზე. სოფელში დგას შუა საუკუნეების ორი ეკლესია, მათ შორის ერთი აშენებულია 1619 წელს.
სოფელი | |
---|---|
ამაღლება | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
თემი | ამაღლება |
კოორდინატები | 42°05′34″ ჩ. გ. 42°37′21″ ა. გ. / 42.09278° ჩ. გ. 42.62250° ა. გ. |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1052[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1052 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1357 | 635 | 722 |
2014[1] | 1052 | 518 | 534 |
მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია: ხურციძეები, ხელაძეები და სხვ.
ეკონომიკა
რედაქტირებასოფლის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა. სოფელში განვითარებულია მეღვინეობა, ამაღლებაში არის ღვინის საწარმო და საკონიაკო საამქრო.
კურორტი
რედაქტირებასოფელი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტს, რისი მიზეზიც იქ არსებული თერმული წყლებია. მინერალური თერმული წყლები შეიცავს ნატრიუმს, ქლორს, ნახშირორჟანგს და კაჟმჟავას. მისით მკურნალობენ: ქრონიკულ ართრიტს, ჰიპერტონულ დაავადებებს, ათეროსკლეროზს, რადიკულიტს, კარდიოსკლეროზს და სხვა.
განათლება
რედაქტირებასოფელში მოქმედებს 1 საჯარო სკოლა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ასევე მოქმედებს ერთი დაწყებითი სკოლა. სოფელ ამაღლებაში უკვე XIX საუკუნეში არსებობდა კერძო სასწავლო დაწესებულება. XX საუკუნის 30-იან წლებში სოფელში აშენდა ხის სკოლა. 1963 წელს სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დღეს სკოლაში 200-მდე მოსწავლე სწავლობს. სოფელში მოქმედებს კლუბი და ბიბლიოთეკა.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ:
- სერგო ამაღლობელი ― ქართველი დრამატურგი,
- კალისტრატე გაბუნია ― ქართველი გეოლოგი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II