ალესანდრა მუსოლინი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალესანდრა მუსოლინი (იტალ. Alessandra Mussolini; დ. 30 დეკემბერი, 1962, რომი, იტალია) — იტალიელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, რომელიც ცნობილია თავისი ექსცენტრიული განცხადებებით. იტალიის (1992 წლიდან) და ევროპის (2003 წლიდან) პარლამენტების წევრი, ნეოფაშისტური პარტია „სოციალური მოქმედების“ დამფუძნებელი. სოფი ლორენის დისშვილი, ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი.[1][2][3]

ალესანდრა მუსოლინი
Alessandra Mussolini
დაბადების თარიღი 30 დეკემბერი 1962 (59 წლის)
რომი იტალია
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
განათლება რომის საპიენცის უნივერსიტეტი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი, მოდელი, პოლიტიკოსი
პარტია

იტალიის სოციალური მოძრაობა (1992—1995)
ეროვნული ალიანსი (1995—2003)
სოციალური მოქმედება (2003—2009)
თავისუფლების ხალხი (2009—2013)

წინ, იტალია (2013)
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მაურო ფლორიანი
შვილ(ებ)ი 3
მშობლები მამა: რომანო მუსოლინი
დედა: ანა-მარია შიკოლონე
ნათესავები

სოფი ლორენი — დეიდა

ბენიტო მუსოლინი — ბაბუა

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ალესანდრა მუსოლინი დაიბადა რომში. ანა-მარია შიკოლონეს და ფაშისტი დიქტატორის — ბენიტო მუსოლინის მესამე ვაჟის, რომანო მუსოლინის ოჯახში. მისი დეიდა გახლავთ ცნობილი იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი.

1976-1980 წლებში სწავლობდა რომში ამერიკის საზღვარგარეთულ სკოლაში. 1986 წელს დაამთავრა რიმინის უნივერსიტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი კინოს მენეჯმენტში. 1994 წელს დაამთავრა რომის საპიენცის უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით მედიცინასა და ქირურგიაში.

1989 წლის 28 ოქტომბერს ალესანდრა ცოლად გაჰყვა საბაჟოს ოფიცერ მაურო ფლორიანის. წყვილს სამი შვილი შეეძინა: კატერინა, კლარისა და რომანო, რომელსაც სახელი ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს. ალესანდრა თითქმის ერთი წელი იბრძოდა  შვილებისათვის მუსოლინის გვარის ტარების უფლების მოსაპოვებლად.[4]

მან არაერთხელ განაცხადა, რომ ამაყობს თავისი ცნობილი წინაპრით, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი იცავდა არა იმდენად ბაბუის ღირსებას, რამდენადაც ქალის უფლებებს. ალესანდრა მუსოლინიმ მიზანს მიაღწია, მაგრამ პროცესი ხანგრძლივი, დამღლელი და ძვირადღირებული აღმოჩნდა.

2015 წელს მისი მეუღლე დაიბარეს სასამართლო პროცესზე  ბავშვთა პროსტიტუციის საქმეზე. 2013 წელს დაახლოებით 50 მამაკაცს, მათ შორის პროფესიონალებს, მღვდლებსა და პოლიტიკოსებს, ბრალი დასდეს რომში 14 და 15 წლის ორი მოზარდი გოგონასთვის თანხის გადახდაში სექსუალური მომსახურებისთვის.[5]

ალესანდრა მუსოლინი თავს კათოლიკედ თვლის, თუმცა მესას რეგულარულად არ ესწრება.[6]

კინო/ სამოდელო და მუსიკალური კარიერა

რედაქტირება

ახალგაზრდობაში, სახელგანთქმული  დეიდის მხარდაჭერით, ალესანდრა  ცდილობდა მსახიობი გამხდარიყო. მან  შეასრულა ეპიზოდური როლი ფილმში „განსაკუთრებული დღე“, რომელიც 1977 წელს იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.  მუშაობდა მოდელად, თანამშრომლობდა ჟურნალ Playboy-სთან. გამოჩნდა ჟურნალის იტალიური (1983 წლის აგვისტო) და გერმანული (1983 წლის ნოემბერი) ნომრების გარეკანებზე[7]. მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო სერიალებში. 1982 წელს მუსოლინიმ გამოუშვა რომანტიკული სიმღერების ალბომი Alfa Records-ზე სახელწოდებით Amore. ალბომი მხოლოდ იაპონიაში გამოვიდა და მას შემდეგ საკოლექციო იშვიათობას წარმოადგენს.[8]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

1992 წელს ალესანდრამ ყურადღება პოლიტიკაზე გადაიტანა, მოიგო საპარლამენტო არჩევნები ეროვნული ალიანსის პარტიიდან. 2003 წლის დეკემბერში  დააარსა საკუთარი პარტია „სოციალური მოქმედება“, რომელმაც ოფიციალურად 2009 წლის მარტამდე იარსება, მაგრამ რეალურად მხოლოდ 2006 წლამდე ფუნქციონირებდა  სოციალური ალტერნატივის კოალიციის ფარგლებში.

2007 წლის ნოემბერში დიდი ხმაური მოჰყვა მუსოლინის განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა რუმინელი კრიმინალი იყო. ამ მიზეზით ევროპარლამენტში დიაშალა ნაციონალისტური კოალიცია „იდენტობა, ტრადიცია, სუვერენიტეტი“, რომლის წევრიც ალესანდრა მუსოლინი გახლდათ.[9][10]

2008 წლიდან იგი გაწევრიანდა სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე პარტიების ალიანსში; 2014-2019 წლებში იყო ევროპარლამენტის წევრი, როგორც ევროპის სახალხო პარტიის აქტიური მხარდამჭერი. თუმცა, ალესანდრა მუსოლინიმ 2019 წლის მაისში ხელახალი არჩევნები წააგო და დიდი პოლიტიკიდან წავიდა.[11]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  •  თეთრი, წითელი და… (1972)
  •  განსაკუთრებული დღე (1977
  • Il Caso Pupetta Maresca (1982)
  •  Il Tassinaro (1983)
  • Qualcosa di biondo (1984)
  • The Assisi Underground (1985)
  • Ferragosto O.K. (1986
  • Noi uomini duri (1987)
  • Vincere per vincere (1988)
  • Sabato, domenica e lunedì (1990)
  • Ha-Derech L'Ein Harod (1990)
  1. Noori-Farzan, Antonia (1 April 2019). "Benito Mussolini's granddaughter has spent decades defending him. Now she's feuding with Jim Carrey". The Washington Post. Retrieved 2 April 2019.
  2. Tucker, Reals (1 April 2019). "Jim Carrey's new painting enrages Benito Mussolini's granddaughter". CBS News. Retrieved 3 April 2019.
  3. Merelli, Annalisa (1 April 2019). "The reaction to Jim Carrey's Mussolini tweet stands as a warning for anti-fascists". Quartz. Retrieved 3 April 2019.
  4. «Chronicle» by Nadine Brozan, The New York Times, 15 November 1994.
  5. Squires, Nick (11 March 2014). "Mussolini grand-daughter's husband in prostitution probe". The Telegraph.
  6. Giordano, Lucio (16 July 2021). "È la mia àncora di salvezza, mi affido a Lui quando sono disperata". Dipiù (იტალ.). No. 28. pp. 98–101.
  7. "Playboy Germany – Covers of 1983". PBCovers. November 1983. Archived from the original on 1 September 2019. Retrieved 3 January 2008.
  8. "Alessandra Mussolini – Amore (1982)". Orrore a 33 Giri. 13 April 2007. Archived from the original on 9 February 2008. Retrieved 3 January 2008.
  9. Jan Repa. "Italy's post-fascists to regroup", BBC News (9 იანვარი 2004). ციტირების თარიღი 3 იანვარი 2008.
  10. "Xenophobia destroys EU's ultra-rightwing MEP group", The Guardian, 15 November 2007
  11. "Mussolini's progeny voted down in EU elections". Italian Insider. 31 May 2019.