ალამაგანი
ალამაგანი (ინგლ. Alamagan) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Alamagan | |
---|---|
გეოგრაფია | |
17°36′02″ ჩ. გ. 145°50′00″ ა. გ. / 17.60056° ჩ. გ. 145.83333° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 11,11 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 744 მ |
მუნიციპალიტეტი | ჩრდილოეთის კუნძულები |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
გეოგრაფია
რედაქტირებაალამაგანის კუნძული მდებარეობს მარიანას არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 29 კმ-ში სამხრეთით მდებარეობს კუნძული გუგუანი, 48 კმ-ში ჩრდილოეთით — კუნძული პაგანი[1]. უახლოესი მატერიკი — აზია, მდებარეობს 2600 კმ-ში[2].
ალამაგანის კუნძულს, როგორც მარიანის არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა და წარმოადგენს ოვალურ ალამაგანის ვულკანს[2], რომელიც ჰგავს წყალქვეშა სტრატოვულკანის მწვერვალს[3]. ვულკანური კრატერის სიღრმე, რომელიც მდებარეობს ცოტათი აღმოსავლეთით ვულკანის ცენტრიდან, აღწევს 350 მეტრს[1]. კუნძულის რელიეფი მთიანია ციცაბო ფერდებით და ღრმა ხეობებით[1]. ალამაგანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მინდვრები, ხოლო კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს ადგილს, სადაც მცენარეულობა არ არსებობს. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 744 მეტრს[2]. კუნძულ ალამაგანის ფართობი შეადგენს 11,11 კმ²-ს.
კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ვულკანური ამოფრქვევები და ციკლონები[2]. ალამაგანის კუნძულზე მდინარეები და ტბები არ არსებობს, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებობს პატარა წყარო მტკნარი წყლით[4].
ფერფლით დაფარულ ფერდოებზე, მდებარეობენ მინდვრები და გვიმრების ნარგავები, ხოლო ხეობებში — ტროპიკული ტყეები[2].
ისტორია
რედაქტირებაკუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი, კათოლიკე მისიონერი დიეგო ლუის დე სანვიტორესი (ესპ. Diego Luis de Sanvitores), რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1669 წელს[4]. შემდგომში რელიგიური მოღვაწე დასახლდა კუნძულზე, კუნძული კი შევიდა ესპანეთის მფლობელობაში.
1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[5]. 1901 წელს, გერმანელი ადმინისტრატორის გეორგ ფრიტცის (გერმ. Georg Fritz) მიერ კუნძულის გამოკვლევის დროს ნაპოვნი იქნა რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი, საგნები, რომლებიც ეკუთვნოდა ჩამოროელებს[6]. გერმანელების პერიოდში ალამაგანის კუნძულზე მოსახლეობა აწარმოებდა კოპრას[4], ხოლო გერმანიის ხელისუფლება აწარმოებდა ადგილობრივი ჩიტების დაჭერას ფრთების მოსაპოვებლად, რომელიც შემდგომში გამოიყენებოდა იაპონელთა და ევროპელთა ქუდების მორთულებისათვის[6]. 1907 წლიდან კუნძული იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[5]. 1904, 1905, 1906 და 1907 წლებში კუნძული ძლიერ დაზარალდა ტაიფუნებისგან. კოპრის წარმოება ამ პერიოდში შემცირდა 50 %-ით[6].
1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[5].
მოსახლეობა
რედაქტირება2005 წელს ალამაგანის კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა სულ 7 ადამიანი[2], თუმცა 1969 წელს იქ ცხოვრობდა 48 ადამიანი. 1990 წელს ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი დროებით ევაკუირებულნი იქნენ კუნძულიდან ვულკანის შესაძლო ამოფრქვევის გამო[6]. კუნძულზე მოქმედებს თევზსაჭერი სადგური[6].
ადგილობრივი მაცხოვრებლები საუბრობდნენ მალაიურ-პოლინეზიური ენების — ჩამოროს ენაზე[7].
2010 წლისთვის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის ყველა კუნძული, მათ შორის, ალამაგანის კუნძულიც, დაუსახლებელია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Oceandots.com. კუნძული ალამაგანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-10. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ Global Volcanism Program. აგრიხანის ვულკანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ 4.0 4.1 4.2 [Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. ალამაგანის კუნძული. (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-11-29. Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. ალამაგანის კუნძული. (გერმანული)]
- ↑ 5.0 5.1 5.2 World Statesmen.org. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური)
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 PIBHMC. კუნძული ალამაგანი. (ინგლისური)
- ↑ Etnologue. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ენები. (ინგლისური)