აკაკი შანიძე (მთა)
აკაკი შანიძე — მთა საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტისა და გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 1084 მეტრ სიმაღლეზე. 1964 წლის საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე ეს მთა ოფიციალურად დაფიქსირებულია, როგორც უსახელო მწვერვალი, ხოლო 2016 წლის 30 ივლისს მას აკადემიკოს აკაკი შანიძის სახელი მიენიჭა.
აკაკი შანიძე | |
---|---|
აკაკი შანიძის მთის სიმაღლის აღმნიშვნელი აბრა | |
კოორდინატები: 42°00′20″ ჩ. გ. 42°25′01″ ა. გ. / 42.00556° ჩ. გ. 42.41694° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1084 მ |
მდებარეობა
რედაქტირებამთა მდებარეობს ე.წ. „კაკოცეს“ სერზე, რომელიც წარმოადგენს სამი სხვადასხვა აუზის მდინარის წყალგამყოფს. აღმოსავლეთ ფერდობზე სათავეს იღებს მდინარე რიონის მარცხენა შენაკად ყუმურის მარცხენა შენაკადი და მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი ხევისწყალი. მთის სამხრეთი ფერდობი აგრეთვე მდინარე სუფსის მარჯვენა შენაკად მარდესწყლის სათავეს წარმოადგენს. მთის დასავლეთით 1 კილომეტრში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 1204 მეტრზე მდებარეობს მთა საყინულე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით ზღვის დონიდან 1216 მეტრზე მდებარეობს კაკოცეს სერის მთა კაკოცე.