საყინულე
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
საყინულე — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ გლდანის ჩრდილო-დასავლეთით 4-5 კილომეტრზე, ჯოხთანის ხევის მარჯვენა ნაპირას, ადგილ ბოგირებში. ნასოფლარზე შეიმჩნევა ნასახლარი ბუდეები; აიკრიფა ადრინდელი ფეოდლაური ხანის წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. გამოვლინდა ფიქალით ნაგები ქვაყუთები. მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით. სამარხების ნაწილი კოლექტიურია. ყველა სამარხი უინვენტაროა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ. გოძიაშვილი ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 274.