აზიური სპილო (ლათ. Elephas) — ძუძუმწოვართა გვარი სპილოსებრთა ოჯახისა. მოიცავს ერთადერთ სახეობას — აზიურ სპილოს (Е. maximus). მამლის სიმაღლეა 3,2 მ, დედლის — 2,7 მ, იწონის 5 ტონას. თავის ქალის შუბლის ნაწილი მცირედ შეზნექილია, ყურები პატარა. ხორთუმის ბოლოზე ერთი თითისებური გამონაზარდი აქვს. შუანი მამლებს კარგად აქვს გაზრდილი (სიგრძით 2,5 მ-მდე, მასა 75 კგ თითოეული), დედლებს ზოგჯერ არ აქვს. ვხვდებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყიან მხარეებში (ინდოეთი, პაკისტანი, მიანმარი, ტაილანდი, ვიეტნამი, კუნძულები შრი-ლანკა და სუმატრა). კალიმანტანზე ადამიანის მიერაა შეყვანილი. იკვებება უპირატესად ბალახოვანი მცენარეებით. ადვილად შინაურდება და გამოიყენება სხვადასხვა სამუშაოზე, ძირითადად ტყიან ადგილებში; შეუძლია 600 კგ-მდე ტვირთის გადატანა ზურგით ან 500 კგ-მდე ხის ტანის გადაზიდვა ხორთუმით (მცირე მანძილზე).