აზერბაიჯანული ლიტერატურა

აზერბაიჯანული ლიტერატურა (აზერ. Azərbaycan ədəbiyyatı) — აზერბაიჯანული ენის წერილობითი ნაწარმოებების ერთობლიობა. აზერბაიჯანული ლიტერატურის პირველი მაგალითები კავკასიის თურქი ოღუზების ჩამოსვლის შემდეგ 1200-იანი წლებიდან იწყება. იგი სპარსულ-არაბული დამწერლობითაა დაწერილი.

აზერბაიჯანული ლიტერატურული ენა განვითარდა ძირითადად ოღუზური და ყივჩაღური ტომების ენების საფუძველზე, თუმცა მასში არაბული და სპარსული ენების დიდი გავლენაცაა[1]. აზერბაიჯანული ლიტერატურული ენის გამდიდრება არაბულ-სპარსული ლექსიკით დიდწილად დააშორა ის ხალხურ სალაპარაკო ენას. XIII საუკუნის მონღოლური შემოსევების დროს აზერბაიჯანის თურქიზაციის პროცესი დაიწყო. XV საუკუნისთვის ამან გავლენა მოახდინა თურქულ ჯგუფში ახალი ენის ჩამოყალიბებაზე. კლასიკურმა აზერბაიჯანულმა ლიტერატურამ განვითარება დაიწყო XVI საუკუნეში, მას შემდეგ რაც სეფიანთა დინასტიამ დომინირება დაიწყო ირანში[2]. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული ლიტერატურა სპარსული ლიტერატურის ძლიერი გავლენის ქვეშ განვითარდა, ხოლო ავტორები, რომლებიც აზერბაიჯანულ თურქულზე წერდნენ, როგორც წესი, ბილინგუალები იყვნენ[1].

თურქ ოღუზთა ლიტერატურულ ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეპოსს "დედე გორგუდი წიგნი", რომელიც წარმოიშვა ცენტრალურ აზიაში, მაგრამ სავარაუდოდ საბოლოოდ ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც ოღუზები უფრო კომპაქტურად სახლობდნენ[3].

ენციკლოპედია „ირანიკა“ პირველ აზერბაიჯანულ პოეტებად ასახელებს იზედდინ ჰასანოღლუსა[1] და ნასიმის[4].

XIV—XVIII საუკუნეები

რედაქტირება
 
შაჰ ისმაილ I

აზერბაიჯანული ლიტერატურა, რომელიც ძირითადად საერთო თურქულ ხასიათს ატარებდა (იმ პერიოდში სახელწოდება აზერბაიჯანული ენა არ იხმარებოდა), ფორმირდებოდა XIV—XV საუკუნეებში[2][4][5]. პირველი პოეტი, რომლის თურქულენოვანმა ლექსებმა დღემდე მოაღწია, იყო ჰასანოღლუ იზადდინი, რომელიც ხორესანში ცხოვრობდა XIII—XIV სს[6]. ჰასანოღლუ ითვლება აზერბაიჯანელი თურქების ლიტერატურის დამფუძნებლად[7]. ძველი ტექსტები თურქულ-აზერბაიჯანულ ენაზე ასევე ითვლება ძველი ოსმალური ლიტერატურის ნაწილად, ვინაიდან ოსმალურსა და აზერბაიჯანულ ენებს შორის განსხვავევბა საკმაოდ მცირე იყო[4].

აზერბაიჯანული პოეზიის განვითარებაში გამოჩენილი როლი ითამაშა XIV—XV საუკუნეებში მოღვაწე პოეტმა იმამედინ ნასიმიმ[8]. ლირიკულ პოემებს აზერბაიჯანულ ენაზე წერდა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს სულთანი ჯეჰან-შაჰი, ფსევდონიმით ჰაგიგი[9], ასევე აყ-ყოიუნლუს სულთანი იაქუბი[9].

ავტორებს შორის, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ სეფიანთა დინასტიის შაჰ ისმაილ პირველის გამორჩევაცაა საჭირო, რომელიც წერდა ხათაის ფსევდონიმით. იგი არის „დაჰნამეს“ ავტორი.

 
ფუზული

ამავე პერიოდში ერაყში მოღვაწეობდა ფუზული, რომელიც ერთნაირად წერდა აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე[10].

XVII—XVIII საუკუნეებში ირანის აზერბაიჯანში წერდნენ საიბ თავრიზი, ჰოვსი თავრიზი, მუჰამედ ამანი, თარზი აფშარი და თასირ თავრიზი. პოეტმა მესიხიმ დაწერა პოემა „ვარგა და გიულშაჰი“, რომელიც შუასაუკუნეების პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო რომანტიკული პოემაა, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზეა დაწერილი[11].

XVIII საუკუნის შირვანის სკოლის წარმომადგენლები გახლავთ - შაქირი, ნიშათი, მაჰჯური და აღა მასიხი. ამ პერიოდში გავლენა ხდება ზეპირსტყვაობაზე და აშუღის პოეზიაზე[12].

აზერბაიჯანულ ლიტერატურაში რეალიზმის დამფუძნებელი გახდა პოეტი და ყარაბაღის ხანის კარის ვეზირი მოლა ფანაჰ ვაგიფი. მისი პოეზიის მთავარი თემა იყო  სიყვარული და ადამიანის სულიერი სილამაზე. კიდევ ერთი პოეტი მოლა ველი ვიდადი, რომელიც ვაგიფის ახლო მეგობარი იყო, აქებდა პატიოსნებას, სიმამაცეს, სიბრძნისა და გონების ძალას. იგი აკრიტიკებდა სამოქალაქო ომებსა და ფეოდალურ სისასტიკეებს[12].

XVIII საუკუნეში სრულდება დამოუკიდებელი აზერბაიჯანული ენის პროცესის ფორმირება[13].

XIX საუკუნე

რედაქტირება
 
ნათავან ხურშიდბანუ. ყარაბაღის სახანოს უკანასკნელი ხანის მაჰდი-ყულუს ქალიშვილი. იგი აზერბაიჯანის საუკეთესო ლირიკულ პოეტ ქალბატონად ითვლება

XIX საუკუნეში აზერბაიჯანის ტერიტორია შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამან გამოიწვია ის, რომ მოსახლეობა სპარსულ ტრადიციებს გაშორდა და შეუერთდა რუსულ-ევროპულ; ეროვნული და რეალისტურ-საერო მოტივები მნიშვნელოვანი გახდა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან გასიმ-ბეგი, ზაქირი, სეიდ აბუგასიმ ნებათი, სეიდ აზიმ შირვანი, ხურშიდბანუ ნათავანი, აბასგულუ აღა ბაქიხანოვი, მირზა შაფი ვაზეჰი, ისმაილ-ბეგ გუთქაშინლი, ჯალილ მამედყულუზადე.

რამდენიმე პროზაიკული ნაწარმოების ავტორები იყვნენ სულთან მაჯიდ განიზადე და თაღი სიდგი.

XIX საუკუნის შუა რიცხვებში იქმნება ახალი ჟანრი აზერბაიჯანულ ლიტერატურაში - დრამატურგია. მისი დამფუძნებელია მირზა ფათალი ახუნდოვი. 18501857 წწ იგი ქმნის 6 კომედიას და ერთ მოთხრობას, სადაც მე-19 საუკუნის აზერბაიჯანის რეალურ ცხოვრებას ასახავს. ახუნდოვი ხდება ლიტერატურული კრიტიკის დამფუძნებელიც[14].

ირანის აზერბაიჯანში მოღვაწეობდნენ სეიდ ნაბათი და ჰეირან ხანუმი, რომლებიც წერდნენ აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე.

ისტორიულ-კულტურული ურთიერთობამ დაღესტანთან განაპირობა აზერბაიჯანული ლიტერატურის გამდიდრება. დაღესტნური ლიტერატურის დამფუძნებელი იეთიმ ემინი მშობლიური ენის გარდა წერდა ასევე აზერბაიჯანულ ენაზე.

დერბენდელი აშუღი, მთიელი ებრაელი შაულ სიმენდუ, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა, წერდა აზერბაიჯანულად ებრაული ასოებით[15]. იმ პერიოდის აზერბაიჯანულ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა აშუღის პოეზია. ყველაზე ცნობილი იყვნენ აშუღ ალესკერი, ნაჯაფგულუ და სხვები.

XIX საუკუნის ბოლოს ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებენ ჯალილ მამედყულიზადე და ნარიმან ნარიმანოვი. ამ პერიოდში შეიქმნა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოები და სწორედ მე-19 საუკუნეში მომხდარმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს XX საუკუნის ლიტერატურის განვითარებაში. ნარიმანოვმა საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ ბიბლიოთეკურ სამკითხველოს აზერბაიჯანში. მან შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხატვრო ნაწარმოები, მათ შორის აზერბაიჯანის ლიტერატურის ისტორიაში პირველი ისტორიული ტრაგედია „ნადირ შაჰი“[16].

XX საუკუნე

რედაქტირება

XX საუკუნის დასაწყისში საკუთარ მოღვაწეობას აგრძელებდნენ ჯალილ მამედყულიზადე და ნარიმან ნარიმანოვი. ამ პერიოდში მამედყულიზადემ შექმნა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა „დედაჩემის წიგნი“, „საფოსტო ყუთი“, „უსტა ზეინალი“, „ყურბანალი-ბეგი“, რომლებიც გახდნენ აზერბაიჯანული კრიტიკული რეალიზმის კლასიკა. საუკუნის დასაწყისში საკუთარ მოღვაწეობას იწყებენ მუჰამედ ჰადი, რომელიც აზერბაიჯანული პროგრესიული რომანტიზმის დამფუძნებელი გახდა, ასევე ჰუსეინ ჯავიდი, აბას საჰათ მეჰდიზადე. საკუთარ ნაწარმოებებში აბას საჰათი და ასევე აბდულა შაიგი წინა პლანზე წევდნენ განათლების, აღზრდისა და ზნეობის პრობლემებს. პოეტმა მირზა ალექპერ საბირმა აღმოსავლეთში საფუძველი ჩაუყარა პოეტურ სკოლას, რომელსაც უწოდებენ საბირის ლიტერატურულ სკოლას[17]. ამ სკოლის წარმომადგენლები არიან მირზა ალი მოჯუზი, ალი ნაზმი, ალიგულუ გამკუსარი[17]. ასევე აზერბაიჯანულ ენაზე წერდნენ რუტულური პოეტები ხაზარჩი ჰაჯიევი და ჯამისაბ სალაროვი[18], ასევე ქართველი პოეტი იეთიმ გურჯი[19].

1910 — 1920-იან წლებში ჯაფარ ჯაბარლი, აჰმედ ჯავადი, უმიგულსუმი ადიდებდნენ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას, რომელიც მან 1918 წელს მიიღო.

 
მიქაილ მუშფიგი

ამ პერიოდს მიეკუთვნება საქინა ახუნდზადეს მოღვაწეობა, რომელიც გახდა პირველი ქალი დრამატრუგი აზერბაიჯანის ლიტერატურის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ნარიმან ნარიმანოვის დრამატურგიული ნაწარმოებები დიდი მნიშვნელობის მატარებლები არინ აზერბაიჯანული ლიტერატურისთვის. ნარიმანოვის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „ბაჰადირი და სონა“, „ფირი“, „ნადირ შაჰი“ და „შამდან ბეგი“. ასევე დრამატურგიული ნაწარმოებების ავტორი გახლდათ რაშიდ-ბეგ ეფენდიევი.

საბჭოთა პერიოდის ლიტერატურა

რედაქტირება

საბჭოთა მმართველობის დროს აზერბაიჯანელი მწერლები, რომლებიც არ შეესაბამებედნენ პარტიის ხაზს იდევნებოდნენ. ბოლშევიკები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ნაციონალისტური ინტელექტუალური ელიტა, რომელიც ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, რომელმაც სულ ცოტა ხანი იარსება. 1930 წელს ბევრი მწერალი და ინტელექტუალი საბჭოთა პროპაგანდის პირით ალაპარაკდა.

თუმცა იყვნენ მათ შორის ისინი, ვინც არ მისდევდა ოფიციალური პარტიის ხაზს თავის ნაწარმოებებში. მათ შორის იყვნენ მუჰამედ ჰადი, აბას საჰათი, ჰუსეინ ჯავიდი, აბდულა შაიგი, ჯაფარ ჯაბარლი და მიქაილ მუშფიგი.

მწერალ სამედ ვურღუნის ლაკონურმა სტილმა გავლენა მოახდინა თანამედროვე აზერბაიჯანული ენის სტილის ჩამოყალიბებაში და ხელი შეუწყო არქაიზმების გასუფთავებას. მის მიერ არის დაწერილი ჰეროიკულ-რომანტიკული დრამა „ვაგიფი“, ისტორიული დრამა ლექსის ფორმით „ხანლარი“, სიყვარულის ჰეროიკული დრამა „ფარჰადი და შირინი“.

1942 წელს მწერალმა მეჰდი ჰუსეინმა დაწერა პირველი აზერბაიჯანული ისტორიული მოთხრობა  - „კომისარი“.

1932 წელს ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირი. სტალინის შემდგომ ეპოქაში აზერბაიჯანში მოღვაწეობდნენ ისეთი პოეტები, როგორიცაა ალი ქერიმი, ხალილ რზა, ჯაბირ ნოვრუზი, მამედ არაზი, ფიქრეთ გოჯა, ფიქრეთ სადიღი და სხვები.

მირზა იბრაჰიმოვის ხელოვნებამ დატოვა ნათელი კვალი აზერბაიჯანის საბჭოთა ლიტერატურაში. საკუთარ დრამატიულ ნაწარმოებებში იბრაჰიმოვმა თავი გამოიჩინა, როგორც ცხოვრებისეული კონფლიქტების, რეალისტური და ცოცხალი დიალოგების ოსტატმა. მისი გამორჩეული ნაწარმოებებია „ჰაიათი“, „მადრიდი“, „ფერ-ვანე“, პიესა „მაჰაბბათი“[20].

დეტექტიური ჟანრის ფუძემდებელია ჯამშიდ ამიროვი.

XX საუკუნეში ცნობილი ხდება პოეტი ბახტიარ ვაჰაბზადე, რომელმაც 70-ზე მეტი ლექსთა კრებული გამოსცა და 20 პოემა[21]. მის სახელზეა 2 მონოგრაფია და 11 მეცნიერული ნამუშევარი. ერთ-ერთი მისი ცნობილი პოემა „გულუსტანია“, რომელიც აზერბაიჯანელ ერს მიუძღვნა[22].

60-იანი წლებიდან იწყება სსრკ-ს დასუსტება. ამან გამოიწვია ახალგაზრდა ტალანტების გამოჩნა, რომლებიც რეჟიმს აკრიტიკებდნენ. ეს პოეტები იყვნენ მამედ არაზი, საბირ რუსტამხანლი, ისა მელიქზადე, მაგსუდ იბრაჰიმბეკოვი და სხვები[23].

 
შაჰრიარი

ირანის აზერბაიჯანის ლიტერატურა

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის დროს დაწერილი ლექსი „გამარჯობა ჰეიდარ ბაბას“ , რომელიც ირანელმა აზერბაიჯანელმა მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარმა დაწერა ითვლება აზერბაიჯანული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწარმოებად. ამ ნაწარმოებში მწერალმა ხაზი გაუსვა საკუთარ აზერბაიჯანულ წარმომავლობასა და სამშობლოსთან სულიერ კავშირს, ენასა და კულტურას. ჰეიდარ ბაბა არის მთა სოფელ ხოშნაბთან ახლოს, რომელიც პოეტის მშობლიური სოფელია.

1990-იანი წლების ბოლოს ირანში დაარსდა აზერბაიჯანულენოვანი ჟურნალი „Yol” (გზა), რომელიც ორი წლის მერე დაიხურა, ვინაიდან მმართველი რეჟიმი დიდი პოპულარულობის გამო მას საფრთხედ თვლიდა.

თანამედროვე ლიტერატურა

რედაქტირება

თანამედროვე აზერბაიჯანის მწერლებისგან ყველაზე ცნობილნი არიან რუსტამ იბრაჰიმბეკოვი და დეტექტიური ჟანრის მწერალი ჩინგიზ აბდულაევი, რომელიც ძირითადად რუსულ ენაზე წერს.

აზერბაიჯანული პოეზიის თანამედროვე წარმომადგენლები არიან ნარიმან ჰასანზადე, ხალილ რზა, საბირ ნოვრუზი, ვაგიფ სამედოღლუ, ნუსრათ ქესემენლი, რამიზ როვშანი, ჰამლეთ ისახანლი, ზელიმხან იაგუბი და სხვები[24].

ახალი აზერბაიჯანული პროზის, ფანტასტიკის, ანტიუტოპიის, თურქული მითოლოგიისა და აღმოსავლეთ სიურრეალიზმის ჟანრის მწერლებია არიან ანარი, მ. სულეიმანლი, ნ. რასულზადე, რ.რაჰმანოღლუ, ელჩინ ჰუსეინბეილი, იუნუს ოღუზი[24].

2009 წელს ახალგაზრდა მწერლების მხარდასაჭერად გამომცემლობამ „ალი და ნინო“ დააარსა აზერბაიჯანის ეროვნული წიგნის პრემია, რომელიც ყოველწლიურად თვალს ადევნებს ლიტერატურულ სიახლეებს და გადასცემს პრემიებს ყველაზე წარმატებულ ლიტერატურულ ნამუშევრებს[25]. ჟიური კი შედგება ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლებისგან და კულტურის მოღვაწეებისგან[26].

 
ფუზულის 500 წელთან დაკავშირებით შექმნილი მარკა

სახელმწიფო მხარდაჭერა

რედაქტირება

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ აზერბაიჯანის კულტურა და ასევე ლიტერატურა სახელმწიფო მხარდაჭერას საჭიროებდნენ. ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები არის გარანტია აზერბაიჯანის ლიტერატურისა და ლიტერატურული მეცნიერების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ის პირები, ვინც აზერბაიჯაული კულტურის განვითარებაში საკუთარ წვლილს დებენ აზერბაიჯანის კონსტიტუციის თანახმად ორდენებითა და მედლებით ჯილდოვედებიან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის პირადი ინიციატივითა და პირდაპირი ხელმძღვანელობით, თურქული ეპოსის „დედე გორგუდის“ 1,300 წლის იუბილე და პოეტ ფუზულის 500 წლის იუბილე ფართოდ აღინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში[27].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 AZERBAIJAN x. Azeri Turkish Literature
  2. 2.0 2.1 Глава V - МЕЖДУ МОНГОЛАМИ И ПОРТУГАЛЬЦАМИ (Азия и Северная Африка в XIV - XV вв.). ЗАКАВКАЗЬЕ В XI-XV вв.
  3. «Китаби деде Коркуд» // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
  4. 4.0 4.1 4.2 AZERBAIJAN viii. Azeri Turkish
  5. A. С. Сумбатзаде. Азербайджанцы — этногенез и формирование народа, Баку, 1990, гл. XII, 1:
  6. Гасаноглы // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
  7. A.Caferoglu, «Adhari (azeri)», in Encyclopedia of Islam, (new edition), Vol. 1, (Leiden, 1986)
  8. Александр Николаевич Болдырев, Афрасяб Пашаевич Векилов, Вадим Сергеевич Шефнер. Поэты Азербайджана. — Л.: «Советский писатель», 1970. — С. 161. — 710 с.
  9. 9.0 9.1 AZERBAIJAN x. Azeri Turkish Literature
  10. Mehmed bin Süleyman Fuzuli - ენციკლოპედია ბრიტანიკა
  11. АЗЕРБАЙДЖАНСКАЯ ЛИТЕРАТУРА
  12. 12.0 12.1 АЗЕРБАЙДЖАНСКАЯ ЛИТЕРАТУРА
  13. A. С. Сумбатзаде. Азербайджанцы — этногенез и формирование народа, Баку, 1990, гл. XII, 1
  14. М. Ф. Ахудов. Избранные произведения. — Б.: Азернешр, 1987. — С. 14.
  15. Ворота Востока
  16. НаримановНариман Кербалай Наджаф оглы // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
  17. 17.0 17.1 АЗЕРБАЙДЖАНСКАЯ ЛИТЕРАТУРА
  18. Рутульцы // Народы Кавказа / Под общ. ред. С.П. Толстова. — М.: Изд-во АН СССР, 1960. — Т. 1. — С. 544.
  19. Alexander Mikaberidze. Historical Dictionary of Georgia. — The Scarecrow Press, 2007. — С. 358. — ISBN 0-8108-5580-1.
  20. Ибрагимов Мирза Аждар оглы
  21. Памяти Бахтияра Вагабзаде: жизнь и творчество поэта
  22. Поэт без веры, не поэт. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-08. ციტირების თარიღი: 2018-10-27.
  23. Об Азербайджанской литературе
  24. 24.0 24.1 Поставим многоточие
  25. Стартовала Национальная Книжная Премия при главном спонсорстве компании Bakcell
  26. Жюри
  27. Культура. Независимый Азербайджан