იაქუბი (სულთანი)
სულთან აბულ მუზაფარ იაქუბი (აზერ. sultan yaqub; დ. 1464, დიარბაქირი — გ. 24 დეკემბერი, 1490) — აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს მესამე სულთანი 1478–1490 წლებში.
ფადიშაჰი იაქუბი | |
---|---|
აზერ. Sultan Yaqub | |
აყ–ყოინლუს სახელმწიფოს მე–2 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1478 |
მმართ. დასასრული: | 1490 (12 წელი) |
წინამორბედი: | სულთან ჰალილი |
მემკვიდრე: | სულთან ბაისუნქური |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1464 |
დაბ. ადგილი: | დიარბაქირი |
გარდ. თარიღი: | 24 დეკემბერი, 1490 (26 წლის) |
გარდ. ადგილი: | ყარაბაღი |
მეუღლე: | გევჰერ სულთან ბეგუმი |
შვილები: | აბულფათჰ სულთან ბაისუნქური, სულთან მურად აყ-ყოიუნლუ |
სრული სახელი: | სულთან იაქუბ ბეი იბნ სულთან ჰასან ბაიანდური |
დინასტია: | აყ-ყოიუნლუს დინასტია |
მამა: | უზუნ-ჰასანი |
დედა: | სელჯუკ შაჰ ბეგუმი |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიაქუბი დაიბადა 1464 წელს, ქალაქ დიარბაქირში. იგი იყო უზუნ-ჰასანისა და ტრაპიზონის იმპერიის, იოანე IV კომნენოსის ქალიშვილის, დესპინა ხათუნის ვაჟი.
1478 წელს, უზუნ-ჰასანის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი დაიკავა მისმა ნახევარძმამ, სულთან ჰალილ აყ-ყოიუნლუმ. ჰალილის მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. იმავე წლის ჰალილის ტახტზე ასვლიდან მეორე დღეს, სულთანი მისმა ნახევარძმებმა მოკლეს და ტახტი სწორედ მისმა ერთ-ერთმა ძმამ, იაქუბმა დაიკავა.
მმართველობა
რედაქტირებაიაქუბის მმართველობაზე ინფორმაცია ძალიან მწირია.
1486 წელს, იაქუბმა ილაშქრა საქართველოში. მან დაარბია სამცხე-საათაბაგოსა და ქართლის სამეფოს მხარეები და თან გაძარცვა აწყურის ტაძარი.
1488 წელს, იაქუბი დაეხმარა შირვანშაჰ ფარუჰიასარს, შეიჰ ჰეიდართან ბრძოლაში, იმიტომ, რომ, ფარუჰიასარი იყო მისი სიმამრი. შეიჰ ჰეიდარი ამ ბრძოლაში დაიღუპა.
გარდაცვალება
რედაქტირება1490 წლის 24 დეკემბერს, იაქუბი მოულოდნელად, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, იგი მოწამლა საკუთარმა მეუღლემ, ფარუჰიასარის ასულმა, გევჰერ სულთანმა.
ოჯახი
რედაქტირებაროგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იაქუბი დაქორწინდა შირვანშაჰ ფარუჰიასარის ქალიშვილზე, გევჰერ სულთან ბეგუმზე, რომლისგანაც ეყოლა ორი ვაჟი, რომლებიც შემდეგში აყ–ყოიუნლუს მმართველები გახდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- İsgəndər bəy Münşi Türkman. Dünyanı bəzəyən Abbasın tarixi (Tarixe-aləmaraye-Abbasi). Bakı, "Şərq-Qərb Nəşriyyat evi, 2010, 1144 səh.