მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი

მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი ( აზერ. Məhəmməd Hüseyin Şəhriyar; სპარს. سید محمدحسین بهجت تبریزی — დ 1906 , თავრიზი — გ. 18 სექტემბერი, 1988, თეირანი) — ირანელი აზერბაიჯანელი პოეტი, რომელიც წერდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე. ირანის ერთ-ერთი მთავარი ლირიკოსი[1][2].

სეიდ მოჰამედ ჰუსეინ თაბრიზი
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-azb" does not exist


აზერ. Məhəmməd Hüseyin Şəhriyar

სპარს. سید محمدحسین بهجت تبریزی
დაბადების თარიღი 1906
დაბადების ადგილი თავრიზი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 1988, 18 სექტემბერი (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი თეირანი, ირანი ირანის დროშა
დასაფლავებულია Maqbaratoshoara
ფსევდონიმი შაჰრიარი
საქმიანობა პოეტი
ენა აზერბაიჯანული, სპარსული
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა ირანი ირანის დროშა
ალმა-მატერი თავრიზის უნივერსიტეტი
მიმდინარეობა პოეზია
მეუღლე აზიზა აბდე-ხალეგი
შვილ(ებ)ი შაჰრაზადი, მარიამი, ჰადი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარი დაიბადა 1906 წელს ქალაქ თავრიზში. დაწყებითი განათლება მიიღო მამამისი ზედამხედველობის ქვეშ. იგი სწავლობდა მოტაჰარის სკოლაში, თავრიზში.  შემდგომში სწავლობდა „დარულ ფონუნის“ სკოლაში, თეირანში. იგი ასევე სწავლობდა მედიცინას კოლეჯში. ამის შემდეგ გაემგზავრა ხორასანში. იქ მუშაობდა ნოტარიუსში, შემდეგ კი „ქეშავარზის“ ბანკში. 1935 წელს ბრუნდება თეირანში და იწყებს მუშაობას ირანის სამეურნეო ბანკში.

თავდაპირველად პოეტი გამოსცემდა საკუთარ ლექსებს ფსევდონიმით ბეჰჯათი, შემდეგ კი შეცვალა შაჰრიარზე.

ის ერთ-ერთი გამოჩენილი ირანელი აზერბაიჯანელია. 1967 წელს მან მიიღო საპატიო დოქტორის წოდება ლიტერატურაში თავრიზის უნივერსიტეტში[3].

მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსების წიგნი 1929 წელს. მის ლექსებზე გავლენა მოახდინეს ცნობილმა სპარსელმა პოეტმა ჰაფეზმა და აზერბაიჯანელმა პოეტმა ხასტა ქასიმმა.

პოეტი გარდაიცვალა 1988 წელს. დაკრძალულია თავრიზის პოეტთა მავზოლეუმში. იგი გახდა უკანასკნელი პოეტი, ვინც დამარხეს ამ მავზოლეუმში[4].

შაჰრიარის სიკვდილის დღე ირანში „პოემის ეროვნული დღედ“ დასახელდა. მისი ცხოვრების შესახებ, რეჟისორმა კამალ თაბრიზიმ სატელევიზიო სერიალი გადაიღო, რომელიც ერთ-ერთი ირანული არხის ეთერში გავიდა[5].

პოეტის სახლ-მუზეუმი თავრიზში მდებარეობს[4].

შაჰრიარის მეუღლეს ერქვა აზიზა. იგი დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო. მათ ჰყავდათ სამი შვილი - შაჰრაზადი,მარიამი და ჰადი[3].

შემოქმედება

რედაქტირება
 
აზერბაიჯანის საფოსტო მარკა პოეტის 90-წლისადმი მიძღვნილი

თავისი პირველი ლექსი შაჰრიარმა 7 წლის ასაკში დაწერა აზერბაიჯანულად, ხოლო მეორე 9 წლის ასაკში სპარსულად. არსებობს მოსაზრება, რომ მან საკუთარი ავტობიოგრაფია დაწერა ლექსის ფორმით, რადგან მკითხველი მის ბიოგრაფიაზე იგებს მისი დივანების წაკითხვისას. მისი მოგონებების შესახებ მოგვითხრობს ნაწარმოებები „ხაზიან დელ“, „სალამი ჰეიდარ ბაბას“, „მუმიაი“ და „საღამოს იგავი“. მისი წიგნი „თახთა ჯამშიდი“ არის ეპიკური ლექსების კოლექცია, რომელიც ასახავს პოეტის წარმოსახვას. შაჰრიარმა შეადგინა პოეზიის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც მოიცავენ ლირიკას, ოთხტაეპიან და ორეტაპიან ლექსებს, ასევე ოდებსა და ელეგიას. იგი ძალზედ უბრალო ენაზე წერდა, ამიტომ დიდი პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში.

 
შაჰრიარის საფლავი მავზოლეუმში

შაჰრიარი უკრავდა თარზე და სიტარზე. მუსიკისადმი დიდი ინტერესი ჰქონდა. ასევე კარგი კალიგრაფისტი იყო და თვითონ გადმოწერა ყურანის ასლი თავისთვის[3].

მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „სალამი ჰეიდარ ბაბას“, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზეა დაწერილი. იგი გამოქვეყნდა 1954 წელს და დიდი წარმატება მოიპოვა თურქულენოვან ერებსა და ქვეყნებს შორის. გამოიცა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი. ნაწარმოები გადათარგმნილ იქნა 30 ენაზე. ჰეიდარ ბაბა — მთის სახელწოდებაა, სადაც პოეტმა ბავშვობა გაატარა. პოემაში ნაჩვენებია აზერბაიჯანელი ხალხის გაყოფილი კულტურის ერთიანობის იდეა[3].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება