ბაჰადირი და სონა

რომანი

ბაჰადირი და სონა (აზერ. Bahadır və Sona) — 1896-1898 წლებში დაწერილი,[1] აზერბაიჯანელი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის პატარა რომანი, რომელიც მოგვითხრობს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბაჰადირისა და ეთნიკურად სომეხი სონას ტრაგიკულ სიყვარულს.[1]

„ბაჰადირი და სონა“
აზერ. Bahadır və Sona

ავტორი ნარიმან ნარიმანოვი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ენა აზერბაიჯანული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1896

1896 წლის 31 იანვარს (12 თებერვალს), ნარიმანოვმა მიმართა კავკასიის ცენზურის კომიტეტს თხოვნით, რომ გამოეცა წიგნი აზერბაიჯანულ ენაზე.[2] იმავე წლის მაისის თვეში, ბაქოში გამოიცა „ბაჰადირი და სონა“-ს რომანის პირველი ნაწილი. ამავე დროს, წიგნის სომხურენოვანი თარგმანი გამოვიდა თბილისურ ჟურნალ „მურჩ“-ში (ჩაქუჩი).[2] სომეხი მწერალი ვრტანეს პაპაზიანი თარგმნის წინასიტყვაობაში წერდა, რომ „ნარიმანოვი — პუბლიცისტი, მწერალი, ადამიანი შესანიშნავი მიზნებით და ენერგიით, რომელიც დაიფიცა თავისი თავი მიეძღვნა თავისი ხალხის განათლებას“.[3]

1899 წლის იანვარში, ბაქოში წიგნის მეორე ნაწილი გამოიცა, ხოლო 1914 წლის 21 სექტემბერს (4 ოქტომბერს), ნარიმანოვი ამთავრებს მუშაობას პიესაზე „ბაჰადირი და სონა“.[2] 1915 წლის 24 ნოემბერს (4 ოქტომბერს), ნარიმანოვი შემახაში დადგა პიესა. 1915 წლის 24 ნოემბერს (7 დეკემბერს), ნარიმანოვმა მიმართა კავკასიის ცენზურის კომიტეტს თხოვნით, რომ დაედგა „ბაჰადირი და სონა“-ს პიესა. იმავე წლის 18 დეკემბერს (31 დეკემბერს), კომიტეტმა თანხმობა მისცა.[2]

კრიტიკის მიმოხილვა

რედაქტირება

ლიტერატურული კრიტიკოსი მამედ არიფი აღნიშნავდა, რომ ამ რომანში ნარიმანოვმა პირველად აზერბაიჯანულ პროზაში გამოავლინა ნაციონალისტური ცრურწმენა, როგორც ახალგაზრდა ადამიანების ტრაგედიის მიზეზი, რომლებსაც ერთმანეთი გულწრფელად შეუყვარდათ, თუმცა დაღუპულებს „ხელოვნურად შექმნილი ბარიერების“ გამო.[1]

დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით, რომანში „ბაჰადირი და სონა“, ნარიმანოვმა აჩვენა თუ როგორ „ხელოვნურად გაჟღენთილმა ეროვნულმა სიძულვილმა, ხელს უშლიდა აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის მეგობრობას“.[4]

1961 წელს, აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა სულეიმან ალასკაროვმა შექმნა ოპერა „ბაჰადირი და სონა“. ლიბრეტისტები: შიხალი ყურბანოვი და აფრასიაბ ბადალბეილი გადაამუშავეს რომანი საოპერო მოთხოვნების შესაბამისად. მაგალითად, შეიტანეს სცენა განჯელი მდიდრის სახლში, რომელიც ახასიათებს „მაღალი საზოგადოების“ მანერებს.[5]

მსგავსი ნაწარმოებები ლიტერატურაში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Мамед Ариф. Избранное в двух томах, ტ. 1, ბაქო: Азербайджанское государственное издательство, 1972. — გვ. 285.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Нариманов 1988.
  3. Нариман Нариманов. Материалы любительских торжеств, посвящённых 100-летию со дня рождения, ბაქო: Азернешр, 1974. — გვ. 74. 47 გვ.
  4. Нариманов // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, 1958, ტ. 51, გვ. 207.
  5. История музыки народов СССР, ტ. V, მოსკოვი: Музыка, 1974. — გვ. 95.