ავღანეთის დემოგრაფია

ვიკიპედია:კატეგორიზაცია

2021 წლისთვის ავღანეთის მოსახლეობა 40 მილიონ ადამიანს აღემატება.[1] სახელმწიფო მრავალეთნიკური და მრავალენოვანი საზოგადოებისგან შედგება, რასაც საუკუნეების მანძილზე ცენტრალუ, სამხრეთ და დასავლეთ აზია შორის სავაჭრო და სალაშქრო მარშრუტებზე ქვეყნის მდებარეობამ შეუწყო ხელი. ავღანეთის ეთნიკურ ჯგუფებს შორის არიან: პუშტუნები, ტაჯიკები, უზბეკები, თურქმენები, ბელუჯები, ჰაზარელები, ნურისტანები და ა.შ.[2][3][4] აღნიშნული ეთნიკური ჯგუფები წარმოადგენენ თანამედროვე ავღანელებს.

ავღანეთის მოსახლეობის პირამიდა

ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 46% 15 წლამდე ასაკისაა. ავღანელების 74% სასოფლო ტერიტორიებზე ცხოვრობს.[5] შობადობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ქალზე ხუთი ბავშვია, რაც შობადობის უმაღლესი მაჩვენებელია აფრიკის მიღმა. ბავშვების 6.8% დაბადებისას ან ჩვილობისას იღუპება.[5] 2019 წელს ავღანეთში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 63 წელს უდრიდა.[6][7]მოსახლეობის მხოლოდ 0.04% აქვს ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი.[3]

ქვეყნის ოფიციალური ენებია დარი და პუშტუ.[8] დარი ეთნიკური ჯგუფების უმრავლესობაში lingua franca-ს სახით ფუნქციონირებს. პოშტუ ფართოდ გამოიყენება ჰინდიყუშის მთების სამხრეთ ნაწილში და მდინარე ინდის ტერიტორიებამდე, პაკისტანის საზღვართან და ავღანეთში ყველაზე მეტი ადამიანისთვისაა მშობლიური ენა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში უზბეკურ და თურქმენულ ენებზე საუბრობეn.[3] მრავალენოვნება დამახასიათებელია მთელი ქვყენისთვის, განსაკუთრებით დიდი ქალაქებისთვის.

მოსახლეობის 89.7% სუნიზმის მიმდევარია და ჰანაფის ისლამურ სკოლას მიეკუთვნება.[3][9] მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი შიიტური ისლამის, ხოლო დაახლოებით 0.3% სიქიზმისა და ინდუიზმის მიმდევარია. მთავარ ქალაქებში ურბანული მოსახლეობის გამოკლებით მოსახლეობა ტომება და წინაპართა ხაზით განსაზღვრულ ჯგუფებადაა ორგანიზებული, რომლებიც თავიანთ ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს მიჰყვებიან.

2018 წლის მონაცემებით ავღანეთში წერა-კითხვის ცოდნის დონე 43%-ს უდრის. აღნიშნული მაჩვენებელი კაცებისთვის 55.5%-ს და ქალებისთვის 29.8%-ს უდრის.

სტატისტიკა

რედაქტირება
 
მოსახლეობა, შობადობის კოეფიციენტი და შობადობის დონე

ანატოლ ლივენი კატარის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან წერს: „... შეიძლება აღინიშნოს, რომ თანამედროვე ავღანეთის ისტორიის მანძილზე მოსახლეობის ისეთი აღწერა არ ჩატარებულა, რომელიც მიახლოებით სანდოდ მაინც ჩაითვლება“.[10]

ისტორიული მიმოხილვა

რედაქტირება

ავღანეთში მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა 1979 წელს ჩატარდა, თუმცა ცალკეულ ქალაქებში მოსახლეობას მანამდეც აღწერდნენ.[11] 1876 წლის აღწერის მიხედვით, ქაბულში 140 700 ადამიანი ცხოვრობდა.[12] 1891 წელს აღწერა ყანდაარში ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ქალაქში 31 514 ადამიანი ცხოვრობდა. მათგან 16 064 კაცი, ხოლო 15 450 ქალი იყო.[13]

 
სპორტის გულშემატკივრები ქაბულში, ღაზის სტადიონზე

1979 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 15.5 მილიონ ადამიანს შეადგენდა.[14][15] 1979 წლიდან 1983 წლის ბოლომდე პაკისტანსა და ირანში თავშესაფრის მისაღებად ქვეყანა 5 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. აღნიშნული მიგრაცია არცერთი მთავრობის მიერ შემოწმებულა. ავღანეთის მთავრობის 1983 წლის მოხსენების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა 15.96 მლნ ადამიანს უდრიდა, რომელშიც სავარაუდოდ ქვეყნიდან გასული მოსახლეობაც იყო შეყვანილი.[16]

1979-2001 წლებში ომების დროს 600 000-დან 2 მილიონამდე ავღანელი დაიღუპა.[17] აღნიშნული მონაცემები კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგანაც კვლევები არ ჩატარებულა და ზუსტი მონაცემები არაა ცნობილი, ნამდვილად დაიღუპნენ თუ მეზობელ ქვეყნებში ემიგრაციაში წავიდნენ.[16]

თანამედროვე სტატისტიკა

რედაქტირება

2022 წლისთვის ავღანეთის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებს. 3 მილიონი ავღანელი პაკისტანსა და ირანში ცხოვრობს. მოსახლეობის 26% ქალაქებში, ხოლო 74% სასოფლო ტერიტორიებზე ცხოვრობს.

ავღანეთის ცენტრალური სტატისტიკის ორგანიზაციის მონაცემებით, 2011 წელს ავღანეთში 26 მილიონი ავღანელი ცხოვრობდა, ხოლო 2017 წლისთვის ამ რიცხვმა 29.2 მილიონ ადამიანს მიაღწია. მათგან 15 მილიონი მამაკაცია, ხოლო 14.2 მილიონი ― ქალი. პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 82 მილიონ ადამიანს მიაღწევს.

უკანასკნელ ათწლეულში სწრაფად იზრდება ურბანული ტერიტორიების მოსახლეობა, რაც ქვეყანაში 5 მილიონი ექსპატრიატის დაბრუნებითაა გამოწვეული. ავღანეთში ერთადერთი ქალაქის, ქაბულის მოსახლეობა აღემატება 1 მილიონ ადამიანს.

ასაკობრივი სტრუქტურა

რედაქტირება
 
მოსახლეობის პირამიდა 2016 წლისთვის

0–14: 40.62% (კაცი 7,562,703/ქალი 7,321,646)
15-24: 21.26% (კაცი 3,960,044/ქალი 3,828,670)
25-54: 31.44% (კაცი 5,858,675/ქალი 5,661,887)
55-64 : 4.01% (კაცი 724,597/ქალ 744,910)
65 და მეტი: 2.68% (კაცი 451,852/ქალი 528,831) (2020 მიახლ.)

ეთნიკური ჯგუფები

რედაქტირება

უკანასკნელ წლებში ქვეყნის მასშტაბით ავღანური ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათების გავრცელება დაიწყო. აპლიკაციაში ყოველი მოქალაქის ეთნიკური წარმომავლობაცაა განსაზღრული. აღნიშნული პროცესი ქვეყნის მასშტაბით ეთნიკური ჯგუფების შემადგენლობის ზომისა და შემადგენლობის განსაზღვრასაც ისახავს მიზნად.[18] ავღანეთის 1964 წლის კონსტიტუციის მეოთხე პარაგრაფში 14 ეთნიკური ჯგუფია მოხსენიებული, თუმცა ავღანელთა ნაწილი სხვა ჯგუფებს მიეკუთვნება.[2]

ავღანეთის ეთნოლინგვისტური ჯგუფების მიახლოებითი განაწილება ცხრილშია მოცემული:

 
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რუკა, სადაც ავღანური ტომების ტერიტორიებია მოცემული, 2005
 
ავღანეთის ეთნოლინგვისტური ჯგუფები, 2001
 
ავღანეთის ეთნოლინგვისტური ჯგუფები, 1982
ავღანეთის ეთნიკური ჯგუფები
ეთნიკური ჯგუფი გამოსახულება ავღანეთის პარლამენტის მონაცემები[19] 2013 წლის მონაცემები[20] 2004 წლამდე მონაცემები[21][22][23]
პუშტუნები   38.5% 42% 38-44%
ტაჯიკები/ყიზილბაშები   21.3% 27% 25–26.3% (1% ყიზილბაშია)
ჰაზარელები/სეიდი   24.5% (მოიცავს სეიდებსაც) 9% 12-19%
უზბეკები   6% 9% 6-8%
ყარაიმაკები 3.2% 4% 500,000-800,000
თურქმენები 1.2% 3% 2.5%
ბელუჯები   0.5% 2% 100,000
სხვები (პაშაი, ნურისტანები, არაბები, ქურთები, გუჯარები და ა.შ.)   4.9% 4% 6.9%

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Afghanistan Population (2021) - Worldometer.
  2. 2.0 2.1 „Critics: New Categories on Afghan IDs Will Incite Ethnic Tension“. TOLOnews. March 17, 2021. ციტირების თარიღი: 2021-03-17.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Afghanistan. The World Factbook. CIA. ციტირების თარიღი: 2021-03-01
  4. Lieven, Anatol (21 April 2016). „What Chance for Afghanistan?“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 April 2016 – წარმოდგენილია www.nybooks.com-ის მიერ. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  5. 5.0 5.1 Afghanistan.
  6. Afghanistan. World Health Organization (WHO). ციტირების თარიღი: 2021-03-01
  7. Afghanistan. United Nations Development Programme (UNDP) (2020). ციტირების თარიღი: 2021-03-01
  8. Article Sixteen of the Constitution of Afghanistan (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 11, 2017. ციტატა: „From among the languages of Pashto, Dari, Uzbeki, Turkmani, Baluchi, Pashai, Nuristani, Pamiri (alsana), Arab and other languages spoken in the country, Pashto and Dari are the official languages of the state.“ ციტირების თარიღი: July 25, 2012
  9. Chapter 1: Religious Affiliation. The World's Muslims: Unity and Diversity. Pew Research Center's Religion & Public Life Project (August 9, 2012). ციტირების თარიღი: 4 September 2013
  10. Lieven, Anatol (2021). „An Afghan Tragedy: The Pashtuns, the Taliban and the State“. Survival: Global Politics and Strategy. 63 (3): 7–36. doi:10.1080/00396338.2021.1930403.
  11. CENSUS ii. In Afghanistan Encyclopædia Iranica
  12. (Gazetteer of Afghanistan VI, p. 333).
  13. Kandahar Newsletter, 10 August 1891, IOR L/P & S/7/63/1295
  14. "United Nations and Afghanistan". UN News Centre. Retrieved 29 December 2013. დაარქივებული October 31, 2013, საიტზე Wayback Machine.
  15. Chapter 2. The Society and Its Environment. Afghanistan Country Study გვ. 105–06. Illinois Institute of Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ნოემბერი 2001. ციტირების თარიღი: 12 October 2010
  16. 16.0 16.1 Population. U.S. Library of Congress (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2010-10-12
  17. Afghanistan (1979–2001). ციტირების თარიღი: 2010-10-12
  18. Abasin Zaheer, ed. (May 26, 2013). „Senators stress caution in ID cards issuance“. Pajhwok Afghan News. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 12, 2014. ციტირების თარიღი: 2013-05-04.
  19. Izady, Michael. (2020) Afghanistan, Ethnic Groups (detailed).
  20. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 11 January 2022
  21. The World Factbok – Afghanistan. The World Factbook/Central Intelligence Agency. University of Missouri (October 15, 1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 27, 2011. ციტატა:Ethnic divisions: 50% Pashtun, 25% Tajik, 9% Uzbek, 12-15% Hazara[,] minor ethnic groups include Chahar Aimaks, Turkmen, Baloch, and others […] Language: 50% Pashtu, 35% Afghan Persian (Dari), 11% Turkic languages (primarily Uzbek and Turkmen), 4% thirty minor languages (primarily Balochi and Pashai)[,] much bilingualismციტირების თარიღი: 2011-03-20
  22. Ethnic Groups. Library of Congress Country Studies (1997). ციტირების თარიღი: 2010-10-08
  23. PEOPLE – Ethnic divisions. The World Factbook/Central Intelligence Agency. University of Missouri (January 22, 1993). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტატა:Pashtun 36%, Tajik 43%, Uzbek 4%, Hazara 4%-7%; minor ethnic groups include Chahar Aimaks, Turkmen, Baloch, and othersციტირების თარიღი: 2011-03-20