ავსტრიული სილეზია

ავსტრიული სილეზია (გერმ. Österreichisch Schlesien; ჩეხ. Rakouské Slezsko; პოლ. Śląsk Austriacki), ოფიციალურად ზემო და ქვემო სილეზიის საგრაფო (გერმ. Herzogtum Ober- und Niederschlesien) — ბოჰემიის სამეფოსა და ავსტრიის იმპერიის ავტონომიური რეგიონი, ხოლო 1867 წლიდან ცისლეიტანიის ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. ის დიდ ნაწილად ემთხვევა დღევანდელი ჩეხური სილეზიის ტერიტორიას. ისტორიულად იყო უფრო დიდი სილეზიის რეგიონის ნაწილი.

ზემო და ქვემო სილეზიის საგრაფო
Herzogtum Ober- und Niederschlesien

ბოჰემიის სამეფოსა და ავსტრიის იმპერიის ავტონომიური რეგიონი, ხოლო 1867 წლიდან ცისლეიტანიის ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში.

 

 

17421918 წწ.
 

დროშა გერბი

ავსტრიული სილეზია (წითლად), ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში 1918 წლამდე
დედაქალაქი ოპავა
ენა გერმანული, პოლონური, ჩეხური
ფართობი 5147
მოსახლეობა 756 949
მმართველობის ფორმა სამთავრო
ისტორია
 - სილეზიის დაყოფა 1742
 - ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში 1804
 - ცისლეიტანიის შემადგენლობაში 1867
 - გაუქმება 1918
 
ავსტრიული სილეზიის შემადგენლობა
  სიეჟინის საჰერცოგო
  ოპავას საფერცოგო
  კრნოვის ყოფილი საჰერცოგო
  ნისას საჰერცოგო

ავსტრიული სილეზია შუა საუკუნეებში შეადგენდა სილეზიის საჰერცოგოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, რომელიც იყო პიასტების დინასტიის პოლონეთის ნაწილი. XIV საუკუნეში სილეზიის ჰერცოგების უმეტესობა თავს ბოჰემიის ვასალად აღიარებდა.

მას შემდეგ რაც 1526 წელს იაგელონების უკანასკნელი წარმომადგენელი ლუდოვიკ II მოხაჩის ბრძოლაში გარდაიცვალა, სილეზია მემკვიდრეობით ჰაბსბურგების წარმომადგენელმა ფერდინანდ I-მა მიიღო. 1740 წელს ჰაბსბურგების ტახტის ქალის - მარია ტერეზიას ხელში გადასვლის შემდეგ სილეზიაზე პრეტენზია გამოაცხადა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ და წამოიწყო ომი სილეზიისთვის, რომელიც მომავალში უფრო დიდ ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომში გადაიზარდა. ეს კამპანია 1742 წელს შოტუზიცესთან ბრძოლაში პრუსიის გამარჯვებით დასრულდა, რასაც მოყვა ბრესლაუს და ბერლინის ხელშეკრულებების საფუძველზე სილეზიის გაყოფა.

დემოგრაფია

რედაქტირება

ავსტრიული აღწერის მიხედვით რეგიონში 1910 წელს 756 949 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა ეთნიკური შემადგენლობა შემდეგი იყო:

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება