ჩეხური სილეზია (ჩეხ. České Slezsko; გერმ. Tschechisch-Schlesien; პოლ. Śląsk Czeski) — ჩეხური მიწების და სილეზიის ისტორიული ნაწილი. ის მდებარეობს ჩეხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ის მდებარეობს ძირითადად მორავია-სილეზიის და ოლომოუცის მხარეების ჩრდილოეთში. სხვა და სხვა დროს ის ასევე ცნობილი იყო ასევე როგორც: ავსტრიული სილეზია და სუდეტის რეგიონი.

ჩეხური სილეზია ჩეხეთის ტერიტორიაზე

გეოგრაფია

რედაქტირება
 
მორავია-სილეზიის ბესკიდი

ჩეხური სილეზია სამხრეთით ესაზღვრება მორავიას, პოლონეთს (პოლონური სილეზია) ჩრდილოეთით და სლოვაკეთს სამხრეთ-აღმოსავლეთით. მისი გეოგრეფიული ცენტრი არის ქალაქი ოსტრავა, ასევე მისი მნიშვნელოვანი ქალაქებია: ოპავა და ჩესკი-ტეშინი.

ჩეხური სილეზია მდებარეობს სუდეტების მთიანეთში და სამხრეთიდან ესაზღვრება კარპატები. ძირითადი მდინარეებია: ოდრა, ოპავა და ოლშე (რომელიც ქმნის საზღვარს პოლონეთსა და ჩეხეთს შორის).

ამ ტერიტორიაზე პირველი გერმანული დასახლებები შეიქმნა II საუკუნეში. დღეისთვის ჩეხეთის შემადგენლობაში მხოლოდ მცირე ნაწილი შედის იმ სილეზიის რომელიც 1742 წლამდე ეკუთვნოდა ბოჰემიის გვირგვინს და ჰაბსბურგების მონარქიას, როდესაც სილეზიური ომების დასრულების შემდეგ დაუთმეს პრუსიას. ამის შემდგომ ის გადაკეთდა ზემო და ქვეო სილეზიის საგრაფოდ, დედაქალაქით ოპრავაში. საგრაფო 1900 წლისთვის მოიცავდა 5,140 კმ²-ს და მოსახლეობას დაახლოებით 670,000 ადამიანს. 1918 წელს ყოფილი საგრაფო გახდა ახალი ქვეყნის ჩეხოსლოვაკიის ნაწილი. 1920 წელს ვარშავის ხელშეკრულებით ტეშინის სილეზია (ყოფილი საგრაფოს აღმოსავლეთი ნაწილი) გაიყო პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის, ხოლო ხლუჩინის რეგიონი (საგრაფოს დასავლეთი ნაწილი) მთლიანად მოექცა ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში.

1938 წელს მიუნხენის ხელშეკრულებით ჩეხეთის სილეზიის უდიდესი ნაწილი მოექცა რაიხსგაუს (გერმანის იმპერიალისტური რუკა) შემადგენლობაში როგორც სუდეტის რეგიონი, ხოლო ზაოლზეს (ტეშინის სილეზიის ნაწილი) ოკუპაცია მოახდინა პოლონეთმა (შემდგომ წლებში მისი ოკუპაციაც გერმანიამ მოახდინა).

ჩეხეთის სილეზიის მოსახლეობის უმეტესობა 1945 წლამდე გერმანულ ენოვანი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ტერიტორიები ისევ დაუბრუნდა ჩეხოსლოვაკიას და განხორციელდა ეთნიკური გერმანელების დეპორტაცია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება