ავრანლო[2] (ყოფ. თეზი) — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ავრანლო, ტარსონი). მდებარეობს მდინარე ქციის ნაპირზე, წალკიდან 30 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1580 მეტრზე. სოფელში დგას ბერძნული და რუსული ეკლესიები. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში, გარდა ბერძნებისა, ცხოვრობენ ეკომიგრანტი აჭარლები, მცირე რაოდენობით არიან სომხები.

სოფელი
ავრანლო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი ავრანლო
კოორდინატები 41°39′27″ ჩ. გ. 43°53′28″ ა. გ. / 41.65750° ჩ. გ. 43.89111° ა. გ. / 41.65750; 43.89111
ადრეული სახელები თეზი
ცენტრის სიმაღლე 1500
მოსახლეობა 789[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 58 %
ბერძნები 35 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ავრანლო — საქართველო
ავრანლო
ავრანლო — ქვემო ქართლი
ავრანლო
ავრანლო — წალკის მუნიციპალიტეტი
ავრანლო

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 789 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014[1] 789 400 389

ისტორიულ წყაროებში ავრანლო თეზის სახელწოდებით პირველად 1691 წელს მოიხსენიება, როდესაც მეფე ერეკლე I-მა ის ფარემუზ ჯავახიშვილს უწყალობა. ასევე იხსენიება 1718 წლის აღწერაში. ავრანლო უწოდეს 1828–1829 წლებში ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა.

საბჭოთა პერიოდში ავრანლოს სოფსაბჭოში შედიოდა ასევე სოფლები აშკალა, გუმბათი, ზემო აშკალა, რეხა და ხანდო. მოქმედებდა მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა.

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

სოფლის მახლობლად მდებარეობს ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ავრანლოს ციკლოპური ციხე. ნაციხარის ტერიტორიაზე შემორჩენილია განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ეკლესია. აქვე იყო კლდეში გამოკვეთილი აბიბოს მონასტერი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 130.
  • ბერძენიშვილი დ., „ჟღერს ქვის ჰარმონია“, ტ. 13, თბ. 2006
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 14.