ავრანლოს ციკლოპური ციხე

ავრანლოს ციკლოპური ციხეციხესიმაგრე, მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს (თეზი) დასავლეთით 100 კმ დაშორებით. განეკუთვნება ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო მეოთხედს. მისი ციკლოპური წყობით ნაგები 2-2,5 მ სისქის კედლები განლაგებულია სამ იარუსად: მთის ძირას, ფერდობსა და წვერზე.

ავრანლოს ციკლოპური ციხე

პირველი (ქვედა) საფეხური ანუ ტერასა შესდგება გრძელი ზღუდისგან, რომელიც რკალისებრი გეგმისაა, მთაზე მიყუდებული, სიგრძით 100 მეტრამდე, სიმაღლით 3-4 მ., ზოგან 4,5 მ, სისქით. 2- 2,5 მ. მას აქვს ერთი კარი წყაროს მახლობლად შემდეგი ზომისა: სიმაღლით, სისქითა და სიგანით 1,5 მ.; იგი გადახურულია უზარმაზარი ქვით, რომლის სიგრძეა 2,25 მ., სიგანე 1,5 მ. ამ ზღუდესა და მთას შორის მოგრძო ტერიტორიაზე ერთადერთი შენობაა, ისიც ქრისტიანული პერიოდისა, სახელდობრ პატარა ეკლესია, რომელიც უკანასკნელ ხანშია განახლებული: იგი მიშენებულია ზედ კლდეზე, რომელშიც პაწაწა გამოქვაბულია (ქვაბი) გამოკვეთილი, ეკლესიასთან ჩრდილოეთ მხრიდან შეერთებული. ამ საეკლესიო კომპლექსის გვერდით, დასავლეთისკენ ზღუდის წვერამდე მეტადრე ზღუდის შემდეგ, აუარებელი გამოქვაბულებია, ზოგი დაუმუშავებელი, ზოგი კი ოდნავად დამუშავებული. მეორე (საშუალო) ტერასა, რომელიც მთის ფერდობის შუა სიმაღლეზეა, ოთკუთხედის გეგმისაა, რამდენიმე მეტრის სიგრძისა და სიგანისა; იგი წარმოადგენს ნაციხარს. მესამე (ზევითი) ტერასა კი, რომელიც მთის წვერზეა, შედარებით უფრო დიდი ნაციხარია, ოთკუთხედის გეგმისა; სიგრძით 25 მეტრი, სიგანით 18 მ. კედლის სისქე 3-4 მ. იგი თითქმის-მთლად დაშლილია და განადგურების გზას ადგია.

ციხესიმაგრეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლ. მელიქსეთ -ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ. 1938