ავენისი
ავენისი[2] — ნასოფლარი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირას. ზღვის დონიდან 840 მეტრზე. დუშეთიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. დგას ერთი სალოცავი და ერთი XVII საუკუნის ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
ავენისი | |
სალოცავი სოფელ ავენისში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°10′02″ ჩ. გ. 44°43′11″ ა. გ. / 42.16722° ჩ. გ. 44.71972° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 840 მ |
მოსახლეობა | 0[1] კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 2[3] |
2014 | 0 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფლის ჩრდილოეთით შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია და მასთან ერთად სამი საცხოვრებელი ნაგებობა, კამაროვანი მარანი, გალავანი და სამაროვანი. ეკლესია კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს, სხვა ნაგებობები დასავლეთ ნაწილშია განლაგებული. გეგმით სწორკუთხა ტაძარი აგებულია IX-X საუკუნეებში. ის რესტავრირებულია, თუმცა უმოქმედო. კომპლექსის ეზოში და მის გარეთ აღმოჩნდა გვიანდელი შუა საუკუნეების სამაროვანი, აღმოაჩინეს განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნატეხები. მასალა დაცულია არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ. 2, თბილისი, 2004 წ. გვ.199-201.
- ბოჭორიძე გ. ჭანიშვილი გ. სახითაც თავისთავადი // ძეგლის მეგობარი N1, 1991, თბილისი, გვ. 35-38
- გვასალია ჯ. არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. V. 1975. თბილისი, გვ. 72
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 14.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.