ედირნე

(გადამისამართდა გვერდიდან ადრიანაპოლისი)

ედირნე (ასევე ადრიანოპოლი, ბერძ. Αδριανούπολις; ბულგ. Одрин) — ქალაქი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ედირნეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ევროპულ ნაწილში, მდინარე მარიცაზე საბერძნეთის საზღვართან. მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელს 128,400 კაცი.

ქალაქი
ედირნე
Edirne
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°40′41″ ჩ. გ. 26°34′34″ ა. გ. / 41.67806° ჩ. გ. 26.57611° ა. გ. / 41.67806; 26.57611
ქალაქის მერი ჰამდი სედეფჯი
დაარსდა II საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 42±1 მეტრი
მოსახლეობა 128,400 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 284
საფოსტო ინდექსი 22 000
საავტომობილო კოდი 22
ოფიციალური საიტი edirne.gov.tr
ედირნე — თურქეთი
ედირნე

ეროვნული შემადგენლობა

რედაქტირება

ბიზანტიის იმპერიის ხანაში ქალაქში იყო შერეული, ძირითადად, ბერძნულ–ბულგარული მოსახლეობა. იყვნენ ასევე სომხები. ოსმანთა ხანგრძლივი ბატონობის მიუხედავად, თურქები და ზოგადად მუსლიმები არასდროს შეადგენდნენ ქალაქის უმრავლესობას. ასევე უმრავლესობას არ შეადგენდა არც ერთი ეთნოლინგვისტური ჯგუფი, მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ბერძნული მოსახლეობა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში 27,5 %–ს შეადგენდნენ.

1905 წლის მონაცემებით 80 ათასიანი ქალაქის ეთნორელიგიური სურათი ასე გამოიყურებოდა:

  • 36 ათასი ქრისტიანი (45 %), მათ შორის:
    • 22 ათასი ბერძენი
    • 10 ათასი ბულგარელი
    • 4 ათასი სომეხი
  • 30 მუსლიმი (37.5 %), მათ შორის
    • 10 ათასი თურქი
    • 20 ათასი ალბანელები, მუსლიმი ბოშები, პომაკები, ჩერქეზები, თათრები და სხვა მუჰაჯირები
  • 12 ათასი იუდეველი (15 %) (ძირითადად ლადინოზე მოლაპარაკე)
    • 2 ათასი სხვა

ქრისტიანთა და ებრაელთა ძირითადმა ნაწილმა ქალაქი დატოვა 1923 წელს. დღეს ქალაქში ცხოვრობენ თურქები (95 %) და მუსლიმი ბოშები

ცნობილი პიროვნებები

რედაქტირება

ედირნეში დაიბადნენ

რედაქტირება

ედირნეში გარდაიცვალნენ

რედაქტირება

ფოტოგალერეა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება