ადოლფ ბერგერი
ადოლფ ბერგერი ( პოლ. Adolf Berger, დ. 1 აპრილი 1882, ლვოვი, ცისლეიტანია — გ. 8 აპრილი, 1962, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი) — პოლონელი და ამერიკელი ისტორიკოსი, რომის სამართლის სპეციალისტი, პროფესორი დეი ლინჩეის ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (1954); მეცნიერი-ენციკლოპედისტი.
ადოლფ ბერგერი | |
---|---|
პოლ. Adolf Berger | |
დაბ. თარიღი | 1 მარტი, 1882[1] [2] |
დაბ. ადგილი | ლვივი[1] [2] |
გარდ. თარიღი | 8 აპრილი, 1962[1] [2] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი[2] |
მოქალაქეობა |
ავსტრია[1] აშშ[1] |
საქმიანობა | legal historian[1] [2] , papyrologist[1] [2] და უნივერსიტეტის პროფესორი[1] [2] |
მუშაობის ადგილი | საპიენცის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლვივის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[1] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადოლფ ბერგერი დაიბადა ლვოვში ებრაულ ოჯახში. აღიზარდა პოლონურ ტრადიციებზე. ლვოვში დაამთავრა კლასიკური გიმნაზია და ლვოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. (1907 წლის 2 მარტს მიიღო დოქტორის წოდება, [3] ასევე — სპეციალური ჯილდო — promotio sub summis auspiciis Imperatoris და ავსტრიის იმპერატორის ძვირფასი ბეჭედი აკადემიური წარმატებისთვის).
1908-1909 წლებში ავსტრიის განათლების სამინისტროს მიერ დანიშნული სტიპენდიით განაგრძო სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში იურისპრუდენციის განხრით პროფესორების პოლ მ. მეიერის (იურიდიული პაპიროლოგია) და ბერნჰარდ კუბლერის ხელმძღვანელობით.
შემდგომში ადოლფ ბერგერი დაბრუნდა ლვოვში. თავიდან ადვოკატის კარიერაზე ფიქრობდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. ის ამზადებდა პირველ მონოგრაფიას Dotis Dictio-ზე რომაულ სამართალში (გამოქვეყნდა კრაკოვში 1910 წელს), წერდა მიმოხილვებს და სამეცნიერო სტატიებს რომის სამართლის შესახებ პოლონური და გერმანული გამოცემებისთვის. [4]
1914 წელს, როდესაც ლვოვის უნივერსიტეტში ვერ მოახერხა თანამდებობის დაკავება, ახალგაზრდა მეცნიერი გაემგზავრა რომში, სადაც შეუდგა რომაული სამართლის შესწავლას ლა საპიენცას უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის ( libero docente ) რანგში. მისი შესავალი ლექცია „L'indirizzo odierno degli studi di diritto romano“ ჩატარდა 1914 წლის 21 ნოემბერს [5] ბერგერი რომში 1916 წლამდე დარჩა. მას შემდეგ, რაც იტალია ჩაება პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეზე (1915 წლის 23 მაისი), იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა რომი და დაბრუნებულიყო ავსტრიაში.1917-1918 წლებში ა.ბერგერი მსახურობდა ავსტრიის არმიაში. იგი მონაწილეობდა ავსტრია-იტალიის სამშვიდობო კონფერენციაში 1918 წლის ნოემბერში.
1918 წელს პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ბერგერმა დაიწყო მუშაობა დიპლომატიურ სამსახურში: 1919-1938 წლებში ავსტრიაში პოლონეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა (იურიდიული მრჩეველი, კულტურის ატაშე და სხვ.). მთელი ამ ხნის განმავლობაში განაგრძობდა სამეცნიერო კვლევებს. გამოსაცემად მოამზადა მასალები რომაული სამართლის შესახებ, მათ შორის, 1911-1939 წლების სტატიები განკუთვნილი იყო პაული-ვისოვას კლასიკური ანტიკურობის გერმანულენოვანი ენციკლოპედიისთვის, მათგან ზოგიერთი იყო არა მხოლოდ საფუძვლიანი, არამედ მოცულობითაც მნიშვნელოვანი (მაგალითად, სტატია „ინტერდიქტები“ მე-9 ტომში, „იურისპრუდენცია“ მე-10 ტომში, მოიცავდა 1159-1200 გვერდს).
1938 წლის 12 ივლისს ადოლფ ბერგერი დაქორწინდა ვენის კონსერვატორიის საოპერო მომღერალსა და მთარგმნელ მალვა შტერენიზე (შტერენი). [6] გერმანიის მიერ ავსტრიის ანშლუსიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ (1938 წლის მარტი) ა. ბერგერი და მისი მეუღლე იძულებული გახდნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ საფრანგეთში. ცხოვრობდნენ პარიზში, ტულუზასა და ნიცაში.
ომმა და ევროპაში არსებულმა რთულმა პირობებმა აიძულა მეცნიერი თავი ამერიკისთვის შეეფარებინა. 1938 წლიდან, ვენაში ყოფნისას, ადოლფ ბერგერმა დაიწყო მიმოწერა თავის ნათესავებთან, რომლებიც ადრე გაემგზავრნენ აშშ-ში. ა. ბერგერს საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძმისშვილ, ზიგმუნტ ვილჰელმ ბირნბაუმთან (რომელიც იყო მისი ძმის, ოსვალდის ვაჟი, მოგვიანებით ცნობილი მათემატიკოსი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მათემატიკისა და სტატისტიკის პროფესორი). ცხადია, ნათესავები გარკვეულწილად დაეხმარნენ ბერგერებს შეერთებულ შტატებში გადასვლაში. საკუთარი ძვირფასი ბიბლიოთეკისა და ფულადი სახსრების გარეშე, 1942 წლის 20 თებერვალს მეცნიერი მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში ჩავიდა.
დახმარების თხოვნით, ბერგერმა ასევე მიმართა ებრაული წარმოშობის ამერიკელ მეცნიერს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის რომაული სამართლის პროფესორს, არტურ შილერს. თუმცა პროფ. შილერმა ვერ შეძლო მისი დახმარება. [7]
1942 წელს ბერგერმა მოახერხა სამსახურის პოვნა École libre des hautes études- ში (უმაღლესი სწავლების უფასო სკოლა), რომელიც ნიუ-იორკში დააარსეს ფრანგმა და ბელგიელმა ემიგრანტებმა (1950 წლიდან დაწესებულებას ეწოდა ნიუ-იორკის ფრანგული უნივერსიტეტი). პროფ. ბერგერი 1956/1957 სასწავლო წლამდე ფრანგულ ენაზე ასწავლიდა ბერძნულ პაპიროლოგიას, რომის სამართალს და ბიზანტიისტიკას. გარდაცვალებამდე École libre des hautes études-ის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი იყო.
1948 წლის მარტ-ივნისში მეცნიერი მუშაობდა დუმბარტონ ო(უ)ქსის კვლევით ბიბლიოთეკაში, აშშ-ში ბიზანტიის სწავლების მთავარ ცენტრში; მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით მან არაერთი კვლევა მოამზადა.
1952 წლიდან გარდაცვალებამდე, 70 წლის ბერგერი მოწვეული პროფესორის რანგში ასწავლიდა რომის სამართალს ნიუ-იორკის სიტი კოლეჯში (ინგლ. City College of New York)
1959 წლის აგვისტოში, იტალიაში ყოფნისას, მეცნიერის მეუღლე მალვა ბერგერი გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ მოვლენამ გამოიწვია ა.ბერგერის სიცოცხლისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.
თავად ადოლფ ბერგერი გარდაიცვალა 1962 წლის 8 აპრილს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ბრონქსის West Hill-ის სანიტარიუმში. [8]
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებამეცნიერმა მოამზადა რამდენიმე მონოგრაფია.იგი თავისს კვლევითი საქმიაობის დროს დიდ ყურადღებას უთმობდა ანტიკურ თემებზე ენციკლოპედიური სტატიების დაწერას სხვადასხვა პუბლიკაციებისთვის. იყო პაული-ვისოვის (1911–1939) გერმანულენოვანი კლასიკური სიძველეების ენციკლოპედიის თანაავტორი.
აშშ-ში გადასვლის შემდეგ, ბერგერი თანამშრომლობდა ოქსფორდის კლასიკური ლექსიკონის (პირველი გამოცემა გამოქვეყნდა 1949 წელს) და ოქსფორდის იურიდიული მეცნიერების ისტორიის რედაქტორებთან. 1955 წლიდან 1960 წლამდე აქვეყნებდა სტატიებს ენციკლოპედიაში ამერიკანა. [9]
ემიგრაციაში ყოფნისას მან ასევე შეიმუშავა და გამოაქვეყნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომის სამართლის ენციკლოპედიური ლექსიკონი . ბერგერის ენციკლოპედიურ ლექსიკონს უამრავი დადებითი რეცენზია მოჰყვა. ლექსიკონი გახდა შეუცვლელი ცნობარი რომაული სამართლის ყველა სპეციალისტისთვის, ასევე ისტორიკოსებისა და კლასიკური ფილოლოგებისთვის.
ნაშრომები
რედაქტირება- Berger A. Dotis Dictio w Prawie Rzymskiem / Adolf Berger. — Krakow: Nakladem Akademii Umiejetnosci, 1910. — 135 s.
- Berger A. Die Strafklauseln in den Papyrusurkunden. Ein Beitrag zum gräko-ägyptischen Obligationenrecht, Leipzig-Berlin 1911.
- Berger A. Zur Entwicklungsgeschichte der Teilungsklagen im klassischen römischen Recht. — Weimar, 1912. — X, 248 s.
- Berger A. The Emperor Justinian's ban upon Commentaries to the Digest // Quaterly Bulletin of the Polish Institute of Arts and Sciences in America. — 1945. — № 3.
- Berger A. Encyclopedic Dictionary of Roman Law (Transactions of The American Philosophical Society, Vol. 43, Part 2). — Philadelphia: The American Philosophical Society, 1953. Pp. 476. (reprint(ed) 1980, 1991)
ლიტერატურა
რედაქტირება- Matthew M. Fryde. Adolf Berger 1882—1962 // The Polish Review Vol. 7, No. 3 (Summer, 1962), pp. 3-15. დაარქივებული 2022-03-28 საიტზე Wayback Machine.
- Krzysztof Szczygielski. Adolf Berger (1882—1962). Życiorys naukowy // Ad laudem magistri nostri. Mistrzowie. Dzieła polskiej romanistyki / red. nauk. Ewa Gajda. — Toruń: Towarzystwo Naukowe Organizacji i Kierownictwa — Dom Organizatora, 2018. — S. 221—261.
- Pierangelo Buongiorno, «Collaboratori ebrei di Salvatore Riccobono», in A. Gallo (Ed.) Ordinamento giuridico, mondo universitario e scienza antichistica di fronte alla normativa razziale (1938-1945), Palermo 2022, pp. 159–196. (link)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Deutsche Nationalbibliothek Record #116130326 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 https://www.jstor.org/stable/25776413
- ↑ H. Kupiszewski, J. Modrzejewski. Professor Adolf Berger in celebration of the fiftieth anniversary of his scientific activity, „The Journal of Juristic Papyrology” 1957–1958, t. 11–12, s. 191–194. — P. 191.. ციტირების თარიღი: 2022-05-09.
- ↑ Подробно список публикаций Бергера за этот период можно просмотреть в издании: Krzysztof Szczygielski. Prawa antyczne w piśmiennictwie polskim w latach 1900—1945, Wyd. Temida 2, Białystok 2020, ss. 311.
- ↑ Matthew M. Fryde. Adolf Berger 1882–1962 // The Polish Review Vol. 7, No. 3 (Summer, 1962), pp. 3-15. — P. 6.. ციტირების თარიღი: 2022-04-27.
- ↑ Jońca M. «Przyjazny cudzoziemiec»: ucieczka i długa droga Adolfa Bergera do Stanów Zjednoczonych (1938—1942), «Zeszyty Prawnicze» 11.1 (2011), s. 117—134. — S. 121.
- ↑ Jońca M. «Przyjazny cudzoziemiec»: ucieczka i długa droga Adolfa Bergera do Stanów Zjednoczonych (1938—1942), «Zeszyty Prawnicze» 11.1 (2011), s. 117—134. — S. 123.
- ↑ Ann Birnbaum's notes on the Zygmunt William Birnbaum Papers დაარქივებულია 19 აპრილი 2022 // UW Libraries
- ↑ Matthew M. Fryde. Adolf Berger 1882—1962 // The Polish Review Vol. 7, No. 3 (Summer, 1962), pp. 3-15. — P. 11.