ადგილობრივი ჯიში (სასოფლო-სამეურნეო კულტურა)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადგილობრივი ჯიში.

ადგილობრივი ჯიშები სასოფლო-სამეურნეო კულტურისა — „ხალხური სელექციით“ შექმნილი, უკეთესი სამეურნეო ან სხვა სასარგებლო თვისებების გამო საგანგებოდ დაცული ან შემონახული მცენარეები. ადგილობრივი ჯიში ბიოლოგიურად კარგად არის შეგუებული თავისი ჩამოყალიბებისა და გავრცელების ზონის ბუნებრივ პირობებს და მყარი მოსავლიანობით ხასიათდება, მაგრამ თანდათან ადგილს უთმობს უხვმოსავლიან სელექციურ ჯიშებს. საქართველო გამოირჩევა ვაზის, ხილ-ბოსტნეულის ადბილობრივი ჯიშებისა და მინდვრის კულტურების მრავალფეროვნებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „ხალხური სელექცია“ ჩვენში ოდითვე მაღალ დონეზე მდგარა. ქართული მევენახეობა ძირითადად ადგილობრივ ჯიშებზეა დაფუძნებული (რქაწითელი, საფერავი, ჩინური, ცოლიკოური და სხვ.). ქართული ხორბლის ადბილობრივი ჯიშის მდიდარი ასორტიმენტი, როგორც სასელექციო მასალა, მსოფლიო მნიშვნელობისაა (მახა, დოლის პური, ზანდური, დიკა და სხვ.). დასავლეთ საქართველოში სიმინდის ადბილობრივი ჯიშის ნახევარკბილა ფორმები დღემდე შეუცვლელია.

ლიტერატურა

რედაქტირება