დიკა
დიკა (Triticum carthlicum) — ძველი ქართული საგაზაფხულო ხორბლის სახეობა (მოიხსენიება V საუკუნიდან). მოჰყავთ მთაში. დიკა შიშველმარცვლიანია, მარცვალი შედარებით ადვილად სცილდება კილს. ყვავილსა და თავთუნის კილს ფხები აქვს. სიცივისა და სოკოვანი დაავადებისადმი გამძლეა.
დიკა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Triticum carthlicum | ||||||||||||||
|
გავრცელებულია ძირითადად ზღვის დონიდან 900-1500 მ სიმაღლეზე. საქართველოში საგაზაფხულო ხორბლის მთავარი ჯიშია. მცირე რაოდენობით მოჰყავთ სომხეთსა და დაღესტანში.
დიკა ძვირფასი სასელექციო მასალაა. მისი პოპულაციიდან გამოყვანილია სელექციური ჯიში — დიკა 9-14, რომელიც მთიან ზონაში დარაიონებულია 1944 წლიდან დიკას 10 სახესხვაობიდან მთავარია წითელი, შავი და თეთრი დიკა, ადგილობრივი პოპულაცია — ჯავახური დიკა გავრცელებულია ჯავახეთის ზონაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თედორაძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 550.
- ნასყიდაშვილი პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 430.