დოლის პური
დოლის პური — რბილი ხორბლის ქართული ადგილობრივი საშემოდგომო ჯიში-პოპულაცია. ფხიანია, თავთავი თითისტარისებრი და საშუალო სიმკვრივისა აქვს. მარცვალი რქისებრია, არ ცვივა, კარგად უძლებს ყინვასა და გვალვას, მაგრამ ჩაწოლა იცის და ადვილად ავადდება ყვითელი და მურა ჟანგათი.
ხარობს ზღვის დონიდან 600-2000 მ სიმაღლეზე. დოლის პური ძირითადად თეთრ (თეთრი დოლის პური) და წითელთავთავიანია (წითელი დოლის პური). მისი ეკოტიპებია ქართლის დოლი, კახური დოლი, ახალციხის წითელი დოლი და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თედორაძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 609.