აგვავერა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)
აგვავერა[1][2] — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (გუფის თემი), მდინარე ღალიძგის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 250 მ, შავი ზღვიდან 22 კმ, ოჩამჩირიდან 25 კმ.[3] პირველად ფიქსირდება XIX საუკუნის 30-იან წლებში (ა. ნორდმანი) აგვარას ფორმით. 1930 წელს აბგვავერას სახლწოდებით შედიოდა გუფის სასოფლო საბჭოში.[4]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 14.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 14.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 42.
- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 117.