გუფი
გუფი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები:აგვავერა, აკვასკია, აჯამფაზრა, ზეგანი, ფადგუ, ჩაწვქითი).
მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ღალიძგის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 170 მ, ოჩამჩირიდან 14 კმ. სოფლის მიდამოებში არის კარსტული მღვიმეები. მოსახლეობა — 345 მცხოვრები (1989).
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[1]
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1876[2] | 1 423 | ||
2011 | 818 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 235.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-04-15.
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 216